Nukriko Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 კულტურა, განათლება, ავიღოთ, ხალხის აზროვნება, ფილოსოფია, პოეზია, მუსიკა (მე კლასიკურს ვგულისხმობ).. თუნდაც წესრიგი.., ქალაქები... შეადარე.., რავი, მეტი როგორ გითხრა..? არა, შენ კონკრეტიზაციისგან თავს იკავებ.. გაცნობიხარ თუნდაც სპარსულ პოეზიას და მისი შედარება მოგიხდენია. უფრო კონკრეტულად ვის და რას გულისხმობ? ნუთუ მართლა ვერ ხედავ სხვაობას ქრისტიანულ რელიგიასა და ქრისტიანულ სამყაროს შორის..??ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები რატომ წერ ქრისტიანულ სამყაროში, იმას რაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი არ არის.. ძალიან მარტივად - საფრანგეთის რევოლუცია და მისი იდეები და ღირებულებები - ქრისტიანობასთან ბრძოლაშია აღებული. ეს იდეები არ არის ქრისტიანული.. საფრანგეთის რევოლუციამ დაამთავრა ქრისტიანული სამყაროს არსებობა ევროპაში და დაიწყო პოსტქრისტიანული ეპოქა. მემგონი გასაგებად აგიხსენი.. ამყაროს, მაგრამ მათი შთამომავლები ხომ წარმოადგენენ..?შთამომავლებს შეუძლიათ გაწყვიტონ ის ჯაჭვი, რაც მათ წარსულთან აკავშირებს - კულტურულ და ფასეულობებრივ ჯაჭვს ვგულისხმობ.. აჰა, გასაგებია, ანუ აღმოსავლეთი, - აზია, სამხრეთი, აფრიკა..? და ჩრდილოეთი..? მოიცა, ჩრდილოეთი რომელი კონტინენტი იყოს..? ჰო, სწორედ ევროპას ვგულისხმობ.. გინდ დასავლეთი უწოდე და გინდ აღმოსავლეთი..მერე ეს რა შუაში იყო კამათთან?Siknadmoკი რა თქმა უნდა ეგრე იყო რასაც წერ, რა იქნება 10-15 წელიწადში არ ვიცი მართალი გითხრა, ვინც უფრო გონიერი იქნება ის გაიმარჯვებს-ერთი შეხედვით, მაგრამ ლაით მორწმუნეობა საკმაოდ კომფორტული მდგომარეობაა, დასავლეთისგან განსხვავებით საქართველოში მატერიალური კეთილდღეობა არ იქნება, ადამიანები შეეცდებიან გამოსავალი და სიმშვიდე სხვაგან მოძებნონ, ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიამოვნებით იტყოდა უარს რელიგიაზე თუკი ამის სანაცვლოდ მიიღებდა მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ დაკარგა რწმენაც და ვერ მიიღო ამის სანაცვლოდ ვერაფერი???? რატომ, მოტივი უნდა იყოს გამოკვეთილი, უმრავლესობას არანაირად არ აღელვებს და არ სურს ჭეშმარიტების ძიება, ფული, კარიერა, გართობა, აი რა უნდა ადამიანს და თუკი ამ გზაზე მას რელიგია გადაეღობება ის არც დაფიქრდება ისე იტყვის მასზე უარს ისტორიის კანონზომიერება გვეუბნება რომ სტაბილური და მუდმივი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის.. ქართული კულტურა მაინც კომფორმისტული კულტურაა (კულტურას როგორც მენტალობაზეა საუბარი). ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციას მორგებული კომფორმისტული საზოგადოება, ხვალე იმ სიტუაციას მოერგება, რომელიც უფრო მეტ სითბოს შესთავაზებს.. ეს საკითხი არა იმდენად რელიგიურ-ფილოსოფიურ-ანალიტიკურია, რამდენადაც სოციოლოგიური. მრევლის სიმრავლე არა იმდენად რწმენის ფაქტორით, რამდენადაც სოციალური კომფორმიზმითაა გამოწვეული.. სოციალური ურთიერთობები კი იცვლება და ეს ცვლილებები ახაგაზრდებში ყველაზე კარგად ჩანს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 Siknadmoისტორიის კანონზომიერება გვეუბნება რომ სტაბილური და მუდმივი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის.. ქართული კულტურა მაინც კომფორმისტული კულტურაა (კულტურას როგორც მენტალობაზეა საუბარი). ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციას მორგებული კომფორმისტული საზოგადოება, ხვალე იმ სიტუაციას მოერგება, რომელიც უფრო მეტ სითბოს შესთავაზებს.. ეს საკითხი არა იმდენად რელიგიურ-ფილოსოფიურ-ანალიტიკურია, რამდენადაც სოციოლოგიური. მრევლის სიმრავლე არა იმდენად რწმენის ფაქტორით, რამდენადაც სოციალური კომფორმიზმითაა გამოწვეული.. სოციალური ურთიერთობები კი იცვლება და ეს ცვლილებები ახაგაზრდებში ყველაზე კარგად ჩანს..კი ბატონო, მაგრამ მე მეეჭვება, რომ რამეს უკეთეს შესთავაზებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 (edited) გაცნობიხარ თუნდაც სპარსულ პოეზიას და მისი შედარება მოგიხდენია. კი.., გავცნობივარ.. უფრო კონკრეტულად ვის და რას გულისხმობ?იცი რა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.. უფრო კონკრეტულად თუ გინდა, წამო, შევხვდეთ, დავსხდეთ სადმე.., ყავასთან ან ლუდთან და ვილაპარაკოთ "პა-დუშამ".. ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები რატომ წერ ქრისტიანულ სამყაროში, იმას რაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი არ არის.. ოქ, არ იყოს ქრისტიანული სამყარო.., დე იყოს უბრალოდ - ევროპული სამყარო.. მაგაზე გაწყენინებ..?! საფრანგეთის რევოლუციამ დაამთავრა ქრისტიანული სამყაროს არსებობა ევროპაში და დაიწყო პოსტქრისტიანული ეპოქა. ოქ, იყოს პოსტქრისტიანული.. მერე ეს რა შუაში იყო კამათთან?არც არაფერ შუაშია, მოურავო.., გეთანხმები.. კამათი დაკეტილია... ;) Edited April 7, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 ვუძღვნი Nukriko-ს, (აზიური კულტურის უბადლო დამცველს)? ;) -"- მორალი: მოვედი, ვნახე, წავედი, მაგრამ:რა ვიღონე,დღეს ქვეყნის ბაზარს ვუმზირე და გული ვიღონე,ხვალ წასვლა მიწევს, საიდუმლოს ვერ რა უგონედა ამ ქვეყნად რისთვის მოველ, ვერ მოვიგონე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 Siknadmoკი ბატონო, მაგრამ მე მეეჭვება, რომ რამეს უკეთეს შესთავაზებენ უკეთესი ვისთვის, გააჩნია... კი.., გავცნობივარ..და რითია აღმატებული თუნდაც დანიური პოეზია - სპარსულ პოეზიას? იცი რა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.. უფრო კონკრეტულად თუ გინდა, წამო, შევხვდეთ, დავსხდეთ სადმე.., ყავასთან ან ლუდთან და ვილაპარაკოთ "პა-დუშამ"..მე შეხვედრებს არ გავურბივარ არასდროს..მე პრობლემა არ მაქვს.. ოქ, არ იყოს ქრისტიანული სამყარო.., დე იყოს უბრალოდ - ევროპული სამყარო.. მაგაზე გაწყენინებ..?! ევროპული სამყარო თავის ისტორიით რამოდენიმე საფეხურს გადის 1)ელინიურ-ანტიკურ საფეხურს 2) შუა საუკუნოვან - ქრისტიანულ სამყაროს და 3) მოდერნიზმს და პოსტმოდერნულ სამყაროს.. ყველა ამ საფეხურზე რა თქმა უნდა იგრძნობა წინა საფეხურსი რაღაც გავლენები, მაგრამ ის ფუნდამენტურად ახალია ძირითადად ახალია - ძველი არ არის. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანულ სამყაროზე - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპინებზე, ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე, მაგრამ არამც და არამც საფრანგეთზე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 და რითია აღმატებული თუნდაც დანიური პოეზია - სპარსულ პოეზიას?მე არც მითქვამს რომ უკეთესია.. მე შეხვედრებს არ გავურბივარ არასდროს..მე პრობლემა არ მაქვს..სიამოვნებით ვისაუბრებდი შენსავით მოაზროვნესთან.. ;)როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანულ სამყაროზე - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპინებზე, ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე, მაგრამ არამც და არამც საფრანგეთზე.. ხომ გითხარი, იყოს-მეთქი, - პოსტქრისტიანული.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 თემაში არყისა და ვობლის სურნელი დატრიალდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 თემაში არყისა და ვობლის სურნელი დატრიალდა რას გულისხმობ..? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 Shatenყავაზე ან ლუდზე რო დაპატიჟე, სავარაუდოდ მაგას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 7, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2013 Shatenყავაზე ან ლუდზე რო დაპატიჟე, სავარაუდოდ მაგას.გასაგებია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted April 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2013 სოც ქსელებში ბლომად ხართ ათეისტები, რეალში არა, მაგას თავისი მიზეზები აქვს ბიძაჩემი არაა თავგადაკლული მორწმუნე, მარა რო ვუთხრა ათეისტი ვართქო მაინც ვერ გამიგებს და რაღაცნაირად ეწყინება...მისი თანდასწრებით პატრიარქის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დამილევია იმიტო რო ის კაცი ჩემთვის ყველა ღმერთზე და რელიგიაზე ძვირფასიამე მირჩევნია ცოტა ჩემს ათეისტობას "ჩავარტყა"(ცოდვად არ მითვლის ჩემი მრწამსი ) ვიდრე ბიძაჩემს ვაწყენინო თორე უცხოსთან არასდროს არ დავიხევ უკანაბო თბილელსაც სიამოვნებით გავესაუბრებოდი "ჭეშმარიტ რელიგიაზე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 9, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2013 mamaაბოსგან რაღა გინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted April 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2013 (edited) mamaაბოსგან რაღა გინდა? სად ახსენა mama-მ აბო..?? ) Edited April 10, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2013 (edited) მაგას თავისი მიზეზები აქვს ბიძაჩემი არაა თავგადაკლული მორწმუნე, მარა რო ვუთხრა ათეისტი ვართქო მაინც ვერ გამიგებს და რაღაცნაირად ეწყინება...მისი თანდასწრებით პატრიარქის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დამილევია იმიტო რო ის კაცი ჩემთვის ყველა ღმერთზე და რელიგიაზე ძვირფასიამე მირჩევნია ცოტა ჩემს ათეისტობას "ჩავარტყა"(ცოდვად არ მითვლის ჩემი მრწამსი ) ვიდრე ბიძაჩემს ვაწყენინო თორე უცხოსთან არასდროს არ დავიხევ უკანაბო თბილელსაც სიამოვნებით გავესაუბრებოდი "ჭეშმარიტ რელიგიაზე" მოკლედ ვერ გავიგე ეხლა კომფორმისტი ხარ თუ კარგი ადამიანი Edited April 10, 2013 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2013 სად ახსენა mama-მ აბო..?? )ბოლო წინადადება http://planeta.ge/topic/1953-თეიზმი-და-ათეიზმი/page__st__975__p__483310?do=findComment&comment=483310 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.