heraklite Posted September 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2012 herakliteგააჩნია ვის კუთხიდან ლაპარაკობ ელიტის, რომელიც ამ კანონებს წერს თუ იმ ხალხის ვისაც ამ კანონებით აცხოვრებენ... ყველაზე მაგარი ისაა, რომ გვარწმუნებენ, კანონის არ არსებობის შემთხვევაში თქვენ ერთმანეთს დახოცავთო და ამით იმართლებენ თავს ადამიანები გულგრილნი არიან სხვა ადამიანტა მიმარტ მათ ტავისი კერზო სურვილთა და მიზანთა ასრულება სურთ სხვათა ინტერესი დიდად არ ანაღვლებთ და ხშირია შემთხვევები როცა ადამიანები თავიანთ მიზანთა განხორციელებისას სხვებს თავიანთ საშუალებებად იყენებენ. ჩვენ შორის მრავალია ისეთი ადამიანი რომელთაც დიდად სასარგებლო მოქმედებებად მიაჩნიათ ქურდობა სხვათა დაზიანება ისინი წუხხან კანონთა და პოლიციის მთავრობის გამო და ელოდებიან იმ დროს როცა ეს კანონენი გაქრება და შეუდგებიან თავიანთ საზაგელ საქმეებს. მათთვის კანონი იძულებაა რომელიც აკეთებინებთ იმას რაც მათ არ სურს. რადგან კაცმა რომ სხვას პატივი სცეს სხვისი უპლებები დაიცვას სხვა არ დაიმონოს სხვატა საკუტრება არ დააზიანოს ამაში ადამიანები მათთვის სარგებლიანს ვერაპერს ხედავენ პირიქით საწინააგმდეგო მოქმედებებში ხედავენ სარგებელს. რადგან კანონის მუდმივი ასრულება რომელიც მათთვის იძულებაა გადაექცევათ ტანჯვათ და ამას ვეგარ უძლებენ და დროდადრო არღვევენ კანონებს კლავენ და ქურდობენ. ჩვენს გარშემო ცხოვრობენ ადამიანები რომლები ც მკვლელნი ქურდნი მოზალედენი არიან მათ კანონთა პოლიციის გამო ვერ გაუკეთებიათ ეს საქმენი და თუ ამგვარ ხალხს მთავრობის გარეშე დავტოვებთ აქ ატყდება დიდი ხოცვა ჟლეტვა. გავიხსენოთ საქარტველოში ოთხმოცდაატიანი წლები როცა მტავრობა აქარ არ იყო როცა კანონი არ იყო როგორ იქცეოდა ხალხი როგორ მოეპყრენ ერთმანეთს სახლები დაუცვეს გააუპატიურეს მოკლეს ასე ეპყრობოდნენ კაცნი ერტმანერს. მანამდე სანამ მტავრობა იყო იყო სიმშვიდე და სიჩუმე ხალხი თავიანთ ბოროტებას და სხვათადმი ზიზღს გულში მალავდა მაგრამ როცა კანონი და მთავრობა გაქრა ეს ჩუმი მშვიდი ცხვრები მკვლელებად და ქურდებად იქცნენ საშინელი ამბები დაარტიალეს სხვათა სისხლით იყვნენ მოტხვლილნი.რაც შეეხება მორცმუნეებს მათ თავიანთი ღმერტი ეუბნება არ მოკლაო მაგრამ მათ არ იციან რატო არ უნდა მოკლა მათ ამის შესახებ არანაირი ცოდნა არ აქვთ ამიტომ სინამდვილეში ისინიც მკველელები არიან. საერთოდ ძალზე ზნელია სხვების უპლებები დაიცვა ისინი გიყვარდეს არსებობს ამის უგრმესი საფუზვლები თუ რატო უნდა გვიყვარდეს სხვები მაგრამ ამის დასადგენად და გასაგებად უგრმესი და უზლიერსი გონებაა საჭირო ამას ვერც მორწუნეთა ჭკუა გასწვდება და ვერც არამორწმუნეთა ამას მხოლოდ ერთეული კაცები გებულობენ და ეს ერტეული კაცები კანონისა და მტავრობის გარეშეც არიან კეთილნი და სხვატა მოყვატულნი და მათი პატივცემელნი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 16, 2012 (edited) Shaten ზუსტადაც რომ თემას ვეხები - შენ უჭერ იმ აზრს მხარს რომ კანონი აჩერებს მკვლელობას, მე გეკითხები რომ კანონი რომ არა, შენ მოკლავდითქო... კარგი, მაშინ ასე ვთქვათ, განა "მე" და "შენ"შია (ან კიდევ "ვინმე"ში..) საქმე..?? ყველა ადამიანი თავისებურია... წარმოიდგინე, მიუხედავად კანონის არსებობისა, რამდენი ადამიანი კლავს (და იდენს სხვადასხვა დანაშაულს).. და რას იზამდნენ ისინი, კანონის არარსებობის შემთხვევაში.. და არა მარტო ისინი, არამედ ისინიც, ვისაც კანონის შიში ბოჭავს..(??) Edited September 16, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2012 Shaten რატომ განსხვავდება ის ადამიანი ვინც კანონს არღვევს შენსგან? heraklite საიდან მოიტანე რომ ადამიანები გულგრილები არიან? ადამიანი საზოგადო არსებაა და მას გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ჩვევები. ხოლო საზოგადო არსება, ნიშნავს საკუთარ თავის რეალიზაციას საზოგადოებაში და შესაბამისად მას ესაჭიროება ის სოციალური ფონი, რომელიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს ურთიერთობა ორმხრივია. მე ყოველთვის პრობლემას არსებულ სისტემაში ვხედავ და არა ადამიანში. არსებულმა სისტემამ შეიძლება აიძულოს ადამიანი გადადგას სხვა და სხვა ნაბიჯი, ან დააზიანოს მისი ფსიქოლოგია, მაგრამ როგორც ასეთი ადამიანი ცალკე აღებული, ეს არ არის იმ ბუნების მახასიათებელი რაც შენ დაწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2012 (edited) Shaten რატომ განსხვავდება ის ადამიანი ვინც კანონს არღვევს შენსგან? კარგი შეკითხვაა.. როგორც იტყვიან - საჭირბოროტო.. ანუ მე ასე გავიგე ეს შეკითხვა, - რატომ განსხვავდება კანონის დამრღვევი, არაკანონისდამრღვევისგან (თუმცა ამისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ეს სხვა საკითხია).. ჩვენ, მოცემულ მომენტში, მგონი, უფრო - ბოროტმოქმედებას გვულისხმობთ, რადგან სხვა მხრივ კანონის დარღვევას ბევრი სახე აქვს.. და ის შეიძლება ნებისმიერმა დაარღვიოს, სხვადასხვა ნიუანსებში, IMHO. Edited September 21, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2012 (edited) Shatenსაინტერესოა, ეს პოსტი ჩემ შეკითხვაზე პასუხად უნდა მივიღო? Edited September 21, 2012 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2012 (edited) Shaten საინტერესოა, ეს პოსტი ჩემ შეკითხვაზე პასუხად უნდა მივიღო? აბა ამ შეკითხვას მე როგორ ვუპასუხო?? - Shaten რატომ განსხვავდება ის ადამიანი ვინც კანონს არღვევს შენსგან? იქნებ ისიც მკითხო, - კიტრი რატოა მწვანე და პომიდორი - წითელი.. ;))ოქ, მაინც შევეცდები, რამეფრად, ჩემი IMHO-თ გიპასუხო:(ალბათ)1. აღზრდა2. ბუნება (თვით ადამიანის)3. მსოფლმხედველობა, შეგნება.., რავი... ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან (საერთოდ)... "ზოგი ისე უბერავს, ზოგი ასე", ხომ გაგიგია..? ;) Edited September 22, 2012 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
heraklite Posted September 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2012 Shatenრატომ განსხვავდება ის ადამიანი ვინც კანონს არღვევს შენსგან?herakliteსაიდან მოიტანე რომ ადამიანები გულგრილები არიან?ადამიანი საზოგადო არსებაა და მას გააჩნია კოლექტიური ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი ჩვევები. ხოლო საზოგადო არსება, ნიშნავს საკუთარ თავის რეალიზაციას საზოგადოებაში და შესაბამისად მას ესაჭიროება ის სოციალური ფონი, რომელიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს ურთიერთობა ორმხრივია. მე ყოველთვის პრობლემას არსებულ სისტემაში ვხედავ და არა ადამიანში. არსებულმა სისტემამ შეიძლება აიძულოს ადამიანი გადადგას სხვა და სხვა ნაბიჯი, ან დააზიანოს მისი ფსიქოლოგია, მაგრამ როგორც ასეთი ადამიანი ცალკე აღებული, ეს არ არის იმ ბუნების მახასიათებელი რაც შენ დაწერეიცი მეგობარია რას ვპიქრობ თქვენზე თქვენ მგონი ამ სამყაროში კლასთა დაპირისპირებისა და იდეოლოგიის გარდა ვერაპერს ხედავთ არა სამყარო უპრო დიდია უპრო ბევრად შინაარსიანი და მეტად ღრმა მარქსი ძალზე ზედაპირულად ხედავდა ცხოვრებას ვიდერე ჰეგელი. მარქსი ადამიანთა დაპირისირების და შეჯახების მიზეზს ხედავდა იმაში რომ მათ მატერია ვერ გაუყვიათ. ჰეგელთან კიდე უთანასცოროთა შორის დაპირისპირება არა იმის გამო ხდება რომ ნაკლებმქონეს მეტი საგნები სურს არა ჰეგელთან ეს ღირსების საკითხია ამგვარ უთანასცორობაში კაცი უღირსად გრძნობს თავს. მარქსთან ადამიანის მამოძრავებელი მატერიაა ჰეგელთან კი ღირსება მარქსს ზალზე ნაკლებად ესმოდა ადამიანის პსიქოლოგია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2012 Shaten 2. ბუნება (თვით ადამიანის) ეს ბუნება თანდაყოლილია თუ ყალიბდება? თუ ყალიბდება, რა აყალიბებს მას?herakliteკაცურად ზემოდ ჩემს ნაწერში სად დაინახე კლასთა ბრძოლა და მარქსიზმი? ადამიანის ფსიქოლოგია ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობაში, არ არსებობს ისეთი ადამიანური ფსიქოლოგია, რომელიც ჩამოყალიბებულა საზოგადოების გარეშე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 22, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2012 ეს ბუნება თანდაყოლილია თუ ყალიბდება? ეს მე ნამდვილად არ ვიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
donadoni Posted September 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2012 ბუნება თანდაყოლილიც არის და კიდევაც ყალიბდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted September 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2012 დონი გეთანხმები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
donadoni Posted September 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2012 დონი გეთანხმები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 23, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2012 Shaten აბა რაზე აგებ შენს თეორიას? თუ არ იცი ადამიანის ბუნება რაზეა აშენებული, როგორ შეიძლვა გაიგო რა არის ადამიანი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted September 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2012 აბა რაზე აგებ შენს თეორიას?მე არა მაქვს არავითარი თეორია.. -)) თუ არ იცი ადამიანის ბუნება რაზეა აშენებული, როგორ შეიძლვა გაიგო რა არის ადამიანი? იქნებ შენ გაიგე, რა არის ადამიანი? გისმენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2012 Shaten მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ადამიანის პიროვნება ყალიბდება.. ნუ ინსტინქტები თანდაყოლილი გვაქვს რა თქმა უნდა... ადამიანი იქმნება საზოგადოებაში და ყალიბდება საზოგადოებაში, როგორც მოექცევი მას ისეთი პიროვნება ჩამოყალიბდება... ეს მარტივად რომ ვთქვათ...... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.