Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  On 6/29/2012 at 6:28 PM, მირზა გელოვანი said:
ბიბლია არის წიგნი ადამიანზე მის წმინდა სულზე და ღმერთზე. და არ არის ენციკლოპედია რომელიც მოგვითხრობს დინოზავრებზე, მამონტებზე და ასე შემდეგ.

მე იმას კი არ ვიძახი ბიბლიაში დინოზავრების ფიზიოლოგია უნდა იყოს აღწერილითქო

დინოზავრები,ადამიანის შექმნამდე, 160 მილიონი წელი ბატონობდნენ დედამიწაზენ ბიბლიაში კი ნათქვამია მეხუთე დღეს შეიქმნა ყოველი ცოცხალი არსება და მეექვსე დღეს ადამიანიო, გასაგებია რომ ეს "დღე" ჩვეულებრივი 24 საათიანი დღე არ იყო მაგრამ საინტერესოა ყოვლის შემძლე ღმერთმა მიწისგან კაცის შექმნას სულ მცირე 160მილიონი წელი რატომ მოანდომა ასევე საინტერესოა რატომ გაიმეტა დინოიზავრები სასიკვდილოდ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  On 6/29/2012 at 6:40 PM, მირზა გელოვანი said:
ნუთუ ყველა ის იესოს წარმოთქმული სიტყვა მისი მადლიანი საქმე არ გარწმუნებთ იმაში, რომ იესო ღმერთის მოგზავნილი იყო ???

"იესოს სიტყვები" არის ადამიანის დაწერილი ფანტაზიის წყალობით

  On 6/29/2012 at 6:40 PM, მირზა გელოვანი said:
და როგორ ახსნით იმ ყველა სასწაულს თუმდაც დაწყებული წმინდა ცეცხლიდან რომელიც მარტო აღდგომა დღეს ინთება და იმით განსხვავდება სხვა ცეცხლებისაგან რომ არ წვავს ადამიანის სხეულს ?

არ ვიცი რა ხდება ვერ ვიტყვი ვერაფერს არც ცეცხლი მინახავს.თქვენ შეხებიხართ ცეცხლს??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 6:53 PM, mama said:
"იესოს სიტყვები" არის ადამიანის დაწერილი ფანტაზიის წყალობით

ანუ თქვენ უარყოფთ იესოს არსებობას. თქვენ იძახით იმას, რომ რომის მუზეუმში ინახება ვიღაცა სხვის სუდარა, რომ ეს იესოს სწავლებები ვიღაცა ,,ფანტაზიორმა'' ადამიანებმა დაწერეს. კიდევ გავიმეორებ არ გაქვთ წაკითხული ეს დალოცვილი წიგნი და არ იცით რა წერია ბიბლიაში და რას იძახდა იესო.

და ის რომ ახალი აღთქმა დაწერილია მოციქულების მიერ და ისინი ადამიანები იყვნენ როგორც იესო ეს სიმართლეა. უბრალოდ ჩვენი იესოს სიტყვები ძალიან განსხვავდება ყველა იმ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან.

  On 6/29/2012 at 6:53 PM, mama said:
თქვენ შეხებიხართ ცეცხლს??

დიახ, 2005-ში ვიმყოფებოდი იერუსალიმში, მინახავს კიდეც და ხელითაც შევეხე. ვერწმუნეთ ამაზე დიდ სასწაულს ვერსად ვერ ნახავთ.

Edited by მირზა გელოვანი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 7:01 PM, მირზა გელოვანი said:
კიდევ გავიმეორებ არ გაქვთ წაკითხული ეს დალოცვილი წიგნი და არ იცით რა წერია ბიბლიაში

რა მნიშვნელობა აქვს რა წერია, მეც შემიძლია ნებისმიერი რამის დაწერა მერე მაგით რაა??

  On 6/29/2012 at 7:01 PM, მირზა გელოვანი said:
მინახავს კიდეც და ხელითაც შევეხე

ცეცხლში გააჩერეთ ხელი თუ უბრალოდ გადაატარეთ?? მართლა არ დაგწვათ??

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 7:01 PM, მირზა გელოვანი said:
ანუ თქვენ უარყოფთ იესოს არსებობას. თქვენ უარყოფთ იმას, რომ რომის მუზეუმში ინახება ვიღაცა სხვის სუდარა, რომ ეს იესოს სწავლებები ვიღაცა ,,ფანტაზიორმა'' ადამიანებმა დაწერეს

"მეც და თქვენც ორივე ათეისტები ვართ, უბრალოდ თქვენ ჩემგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთი არ გწამთ"

"მითხარი რატომ არ გწამს სხვა ღმერთების და შენს სიტყვებში ნახავ პასუხს თუ რატომ არ მწამს შენი ღმერთის"

სამწუხაროდ ავტორები აღარ მახსოვს და მგონი ციტირებაც არ არის ზუსტი, მარა აზრი იგივეა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 7:06 PM, mama said:
რა მნიშვნელობა აქვს რა წერია, მეც შემიძლია ნებისმიერი რამის დაწერა მერე მაგით რაა??

მე ვფიქრობ თქვენი დაწერილი და ბიბლია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. თქვენ დაწერილს ალბათ მე და რამოდენიმე კაცი წავიკითხავტ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიას იგი უკვე 4 ათასი წელია თავის აქტუალობას არ კარგავს.

  On 6/29/2012 at 7:06 PM, mama said:
ცეცხლში გააჩერეთ ხელი თუ უბრალოდ გადაათარეთ?? მართლა არ დაგწვათ??

გადავატარე და მართლაც არ დამწვა და საერთოდ ეს ფაქტია მე ახალი არაფერი მითქვამს შეგიძლიათ თვიტონ ნახოთ ეს სასწაული.

  On 6/29/2012 at 7:11 PM, mama said:

"მეც და თქვენც ორივე ათეისტები ვართ, უბრალოდ თქვენ ჩემგან განსხვავებით ერთით ნაკლები ღმერთი არ გწამთ"

"მითხარი რატომ არ გწამს სხვა ღმერთების და შენს სიტყვებში ნახავ პასუხს თუ რატომ არ მწამს შენი ღმერთის"

სამწუხაროდ ავტორები აღარ მახსოვს და მგონი ციტირებაც არ არის ზუსტი, მარა აზრი იგივეა

რომ იცოდეთ მე ვფიქრობ რომ ღმერთი ერთია. და ,,სხვა ღმერთები’’ არასწორი ფორმულირებაა. მე რა თქმა უნდა არ მწავს ზევსის ან აპოლონის ან ტორის მაგრამ მე მწამს რომ არსებობს ის ერთი ღმერთი რომელსაც სახელი არ აქვს და ის არის ჩვენი სიცოცხლის შემქმნელი და მას ჩვენ ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ მიუხედავად იმისა გვწამს თუ არა მისი, ვარ მკვლელი ან გმირი. ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს.

Edited by მირზა გელოვანი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 7:14 PM, მირზა გელოვანი said:
მე ვფიქრობ თქვენი დაწერილი და ბიბლია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. თქვენ დაწერილს ალბათ მე და რამოდენიმე კაცი წავიკითხავტ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიას იგი უკვე 4 ათასი წელია თავის აქტუალობას არ კარგავს.

მე ვერც ვეფხისტყაოსანს ვერ დავწერ მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს რომ ვეფხისტყაოსანი ღმერთის დაწერილია

აქტუალობას არ კარგავს რას ქვია?? ერთ ერთი უძველესი წიგნია და მისდამი ინტერესი ყოველთვის იქნება რომც დამტკიცდეს მისი ზღაპრობა

  On 6/29/2012 at 7:14 PM, მირზა გელოვანი said:
რომ იცოდეთ მე ვფიქრობ რომ ღმერთი ერთია. და ,,სხვა ღმერთები’’ არასწორი ფორმულირებაა.

ტქვენ ერთი ღმერთი გყავთ, სხვა რელიგიებსაც ხომ ყავთ ღმერთები და რომ შევკრიბოთ ბევრი გამოდის

თუ თქვენ თვლით რომ თქვენც და მუსულმანებსაც ერთი და იგივე ღმერთი გყავთ და მხოლოდ სახელებშია განსხვავება??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მირზა გელოვანი, მე ვერ მივაკუთვნებდი ჩემს თავს ათეიზმს.., მაგრამ შენ იმის თქმა იგნდა, რომ დამტკიცებ ათეიზმის სიცრუეს და ღვთის არსებობის ჭეშმარიტებას? მაშინ გისმენ.. -)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 8:40 PM, Shaten said:
მაშინ გისმენ.. -)

ეხლა უსმენ :) სამი გვერდი გადავავსეთ ჩვენ ჩვენი "მტკიცებებით" :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამა, ჰო, უცებ ქაჯივით ვიჩქარე და არც შემიმჩნევია, რომ 3 გვერდით არდე ვიყავი.. -))

მირზა გელოვანი, ვინ გითხრათ რომ ჰოლანდიელები და ფრანგები ქრისტიანები არ არიან? -)

მამა-ს ბიბლია შეიძლება ბოლომდე არაა აქვს წაკითხული, მაგრამ მთავარი აზრი გაგებული ექნება.. ანუ მან, უკვე მგონი აღმოაჩინა ბიბლიში აბსურდული და ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტები.. აი მაგალიტად, - გუშინ გერმანიის და იტალიის თამაშს ვუყურე.. მე-2 ტაიმის ნახევრამდე დაველოდე.., მაგრამ როცა ვნახე რომ გერმანელებმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს და ამავე დროს.. 2-0 იყო, მივხვდი როგორც დამთავრდებოდა, ავდექი და დავიძინე... ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის არაა საჭირო რამეს მაინცდამაინც ბოლომდე ჩააშტერდე.., რომ მიხვდე მის არსს.. -)

ბიბლიით ღვთის არსებობას ვერავინ დაამტკიცებს.., ჩემის აზრით.. მითუმეტეს თუ ძვ. აღთქმას ჩავთვლით.., მანდ იმდენი ძალადობები და უსამართლობებია ნაჩვენები, ღმერთის მხრიდან (ასე რომ ვთქვათ).., რომ მგონი ის ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად ვერც წავა.. -))

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 9:09 PM, Shaten said:

:facepalm:

შეურაცყოფად არ მიიღოთ ბატონო, მაგრამ ასეთ ალოგიკურ შედარებას ჯერ არ შევხვედრილვარ. და რომ იცოდეთ გეცოდინებათ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ( ბავარია მან უტდ ) და მაშინ ალბათ ბევრმა თქვენსავით დაიძინა იმის ფიქრით, რომ ბავარია მოიგებს, მაგრამ ასე არ მოხდა )))))) ცოტა არ იყოს სულელური შედარება იყო )

და მითხარით კაცს ვეფხისტყაოსანი წაკითხული, რომ არ ქონდეს და გაგონილი ქონდეს მისი შინაარსი, მაშინაც იტყვით არაა საჭირო მისი წაკითხვა მაინც ყველაფერი იცისო.

და ამდენი, რომ არ ვილაპარაკოთ ვისაც გინდათ თქვით რა არ მოგწონთ ქრისტიანობაში ???? არ გჯერათ, თქვენს სინდისს და ნამუსს ლახავს, თუ რა ?????

Edited by მირზა გელოვანი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/30/2012 at 8:29 AM, მირზა გელოვანი said:
და ამდენი, რომ არ ვილაპარაკოთ ვისაც გინდათ თქვით რა არ მოგწონთ ქრისტიანობაში ????

1)ინცესტი

2)მამა აბრაამის ამბავი

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება მარა მე ეს ორი მმიზეზიც მყოფნის

Edited by mama
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/30/2012 at 8:29 AM, მირზა გელოვანი said:
შეურაცყოფად არ მიიღოთ ბატონო, მაგრამ ასეთი ალოგიკურ შედარებასთან ჯერ არ შევხვედრილვარ. და რომ იცოდეთ გეცოდინებათ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ( ბავარია მან უტდ ) და მაშინ ალბათ ბევრმა თქვენსავით დაიძინა იმის ფიქრით, რომ ბავარია მოიგებს, მაგრამ ასე არ მოხდა

ასეთი შემთხვევები გამონაკლისია.. თქვენ, ვხედავ, ვაბშვივით, სიტყვაზე ჩამოკიდება გყვარებიათ.. -)

  On 6/30/2012 at 8:29 AM, მირზა გელოვანი said:
და მითხარით კაცს ვეფხისტყაოსანი წაკითხული, რომ არ ქონდეს და გაგონილი ქონდეს მისი შინაარსი, მაშინაც იტყვით არაა საჭირო მისი წაკითხვა მაინც ყველაფერი იცისო.

მხატვრული ნაწარმოები და ხელოვნების ნაწარმი, აქ არაფერ შუაშია.. ეს უთქვენოდაც ვიცი, რომ მუსიკის არასრული მოსმენა, მოსმენა არაა.. -)

თქვენ მე ერთ შეკითხვაზე არ მიპასუხეთ.. -)

  Quote
ვინ გითხრათ რომ ჰოლანდიელები და ფრანგები ქრისტიანები არ არიან? -)
  Quote
არ გჯერათ, თქვენს სინდისს და ნამუსს ლახავს, თუ რა ?????

რა შუაშია აქ სინდისი და ნამუსი? რას გულისხმობთ? ვერ გავიგე.. -)

  On 6/30/2012 at 8:29 AM, მირზა გელოვანი said:
და ამდენი, რომ არ ვილაპარაკოთ ვისაც გინდათ თქვით რა არ მოგწონთ ქრისტიანობაში ??

არ მოწონს, რაღაც მგონი არ ჟღერს.. და მარტო ქრისტიანობაც არაფერ შუაშია, საერთოდ არ ვიზიარებ ღვთის თაყვანისცემას, ყველა გამოვლინებაში.., - არ ვხედავ ამაში აზრს.. ეს კი ჩემი აზრია.. -)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/29/2012 at 9:09 PM, Shaten said:
. მითუმეტეს თუ ძვ. აღთქმას ჩავთვლით.., მანდ იმდენი ძალადობები და უსამართლობებია ნაჩვენები, ღმერთის მხრიდან (ასე რომ ვთქვათ).., რომ მგონი ის ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად ვერც წავა.. -))

მითხარით რა ძალადობებმა შეგაშფოთათ ძველ აღთქმაში ??? ძალიან მაინტერესებს )

  On 6/30/2012 at 8:41 AM, Shaten said:
ვინ გითხრათ რომ ჰოლანდიელები და ფრანგები ქრისტიანები არ არიან? -)

რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში, როგორც ფაქტიურად ყველა ქვეყანაში ქრისტიანები არიან. უბრალოდ მაგალითად ავიღე ყველა ათეისტური ქვეყნები.

სტატისტიკა : საფრანგეთის მოსახლეობის 44 % ღმერთის არ წამს. ხოლო ჰოლანდიას რაც შეეხება მანდ 56 % არ წამს.

ამ ქვეყნებით მე მაგალითის მოყვანა მინდოდა. და საქართველო ქრისტიანული ქვეყანა რომაა მაგაზე მემგონი ვერავინ შემედავება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 6/30/2012 at 8:46 AM, მირზა გელოვანი said:
მითხარით რა ძალადობებმა შეგაშფოთათ ძველ აღთქმაში ??? ძალიან მაინტერესებს )

იობის წიგნი წაკითხული გექნებათ და თუ ასეა, კომენტარს, მგონი არ საჭიროებს. აბრაამს თავისი შვილი ფსიქოლოგიურად, ღმერთმა არაფრის გულისთვის, რომ "მოაკვლევინა", ესეც გეცოდინებათ. ებრაელებმა თავიანთი (ე.წ.) მიწა, როგორ მიიღეს ესეც გეცოდინებათ.. რავი, რამდენი ჩამოგისახელოთ? განა ამას აქვს აზრი?

  On 6/30/2012 at 8:46 AM, მირზა გელოვანი said:
რა თქმა უნდა ამ ქვეყნებში, როგორც ფაქტიურად ყველა ქვეყანაში ქრისტიანები არიან. უბრალოდ მაგალითად ავიღე ყველა ათეისტური ქვეყნები. სტატისტიკა : საფრანგეთის მოსახლეობის 44 % ღმერთის არ წამს. ხოლო ჰოლანდიას რაც შეეხება მანდ 56 % არ წამს. ამ ქვეყნებით მე მაგალითის მოყვანა მინდოდა. და საქართველო ქრისტიანული ქვეყანა რომაა მაგაზე მემგონი ვერავინ შემედავება.

რას ნიშნავს ათეისტური ქვეყნები..?? ზემოთხსენებულ ქვეყნებში სახელმწიფო რელიგია ქრისტიანულია.. და სად რამდენი ათეისტია, აგნოსტია, ან სატანისტია, ამას რა მნიშვნელობა აქვს..?? საქართველოში, - იცით ზუსტად რამდენია ათეისტი, ან მორწმუნე..?

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...