Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სოც ქსელებში ბლომად ხართ ათეისტები, რეალში არა

ცდები სიკნადმო ამაში - პირადად მე ვიყავი ათეისტთა კლუბის შეხვედრაზე, ცოტა არ ვართ, მაგრამ არც ბევრი ვართ.... თბილისში 7-10% თავისუფლად ვიქნებით..

 

და ყველაზე ძალიან გამარკვირვა იმან, რომ ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ მოსულები - მათი დიდი უმრავლესობა თინეიჯერი იყო...

 

სულ ბუნებრივი მდომარეობა რომ იყო 100-კაცში ერთი მაინც იქნება ათეისტი, ყველაზე მინიმუმ..

უბრალოდ რამდენად აქტიური ან პასიური ათეისტია, გააჩნია ამას...

 

ალბათ IamNumberOne ახალგაზრდა ხარ, დიდი ალბათობით თინეიჯერი - 25 წლამდე მაინც.

Siknadmo - მმკ, პრივილეგიები და სოციალური უთანასწოროვა გასაქანს აძლევს ისეთ ალტერმართლმადიდებლურ მოძრაობებს, რომლებიც მომავალში ცუდ მუტანტებად ჩამოყალიბდებიან - ზოგადად ესეთ შეზღუდულება, სხვისი პრივილეგირებლობა - განსაკუთრებულად მატერიალური კუთხით - რეალურად დაბადა ის სეკულარული მოძრაობები, რომლებიც იქნებიან ძალიან რადიკალურები და ძალიან აგრესიულებიც. ის ჯგუფები ვისთანაც პრობლემა აქვს საპატრიარქოს, რეალურად საპატრიარქოსვე შექმნილია (არა პირდაპირ, არამედ მისი მოქმედებებით). ანუ ამ ყველაფერში კანონზომიერება კარგად ჩანს თუ უფრო ფართო თვალებით დაუკვირდები...

 

მე ჩემი მხრიდან არ მომწონს ის რაც ძალას იკრებს - აშკარად არ არის ჩემს ბუნებაში - მე ამიტომ დავწერე, რომ არ გავიჭედო და არ მოახდინოს გავლენა ან საპაგრიარქომ ან მეორე მხარემ, მე გვერდზე ვდგავარ.. პრინციპში ემოციურ დონეზეც გაწდა ის ჯაჭვი რითიც ვიყავი მიბმული ამ პროცესისადმი. ანუ ეხლა პროცესი აღარ მოქმედებს ჩემზე.. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი არ გაგრძელდება, გაგრძელდება და იმოქმედებს ჩვენ საზოგადოებაზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

 

ნერვები რაზე მეშლება იცი? ქრისტიანობას იჩემებენ და ქრისტიანობისგან მინიმუმ 1000 სინათლის წელი უკლიათ. რა სჯობს ნამდვილ ქრისტიანულ მორალზე გაზრდილ ადამიანს? ჩემი აზრით ეს ძალიან კარგია, მაგრამ ტიპებს ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს რა ეწერა იქ. ძირითადად გაუნათლებელი და დაკომპლექსებული ხალხი გამოირჩევა ამ ფანატიზმით, არადა მე პირადად ასეთებს, რომ ყელი გამოვჭრა რელიგია არ მიკრძალავს უბრალოდ მორალურად გაუმათლებელია თან მებრალებიან ისე მოკვდებიან მთელი ცხოვრება სიბრიყვეში იცხოვრებენ.

 

ჩემი აზრით საქართველოში უფრო მუსლიმანობა უნდა იყოს გავრცელებული, რადგან ქრისტიანული აზროვნება პრაქტიკულად ძალიან ცოტას გააჩნია.

Edited by IamNumberOne
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ტიპებს ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს რა ეწერა იქ.

ან რა უნდა გაიგო?? როცა "შემდგენელებმა" ვერ გაიგეს ვერაფერი.. :D

 

ჩემი აზრით საქართველოში უფრო მუსლიმანობა უნდა იყოს გავრცელებული, რადგან ქრისტიანული აზროვნება პრაქტიკულად ძალიან ცოტას გააჩნია.

კაი თუ ძმა ხარ, ეგღა გვაკლდა..! მაშინ ვინ იცის სად დალპებოდა ჩვენი (არარელიგიურად მოაზროვნეების) თავიები..?! :D

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IamNumberOne

ნერვები რაზე მეშლება იცი?

ეს სისუსტის გამოვლინებაა..

 

ქრისტიანობას იჩემებენ და ქრისტიანობისგან მინიმუმ 1000 სინათლის წელი უკლიათ. რა სჯობს ნამდვილ ქრისტიანულ მორალზე გაზრდილ ადამიანს?

ეს მათი საქმეა და არა შენი.. არ იქნებიან ადამიანები ისეთები, როგორიც შენ გინდა რომ იყო და ქრისტიანობა ყველას თავისებურად ესმის...

 

მაგრამ ტიპებს ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს რა ეწერა იქ.

და რისი თქმა გინდა, რომ შენ გაიგე ბიბლია და სხვამ არა?

 

ძირითადად გაუნათლებელი და დაკომპლექსებული ხალხი გამოირჩევა ამ ფანატიზმით, არადა მე პირადად ასეთებს, რომ ყელი გამოვჭრა რელიგია არ მიკრძალავს უბრალოდ მორალურად გაუმათლებელია თან მებრალებიან ისე მოკვდებიან მთელი ცხოვრება სიბრიყვეში იცხოვრებენ.

და რა შეხება გაქვს მათთან?

 

 

ჩემი აზრით საქართველოში უფრო მუსლიმანობა უნდა იყოს გავრცელებული, რადგან ქრისტიანული აზროვნება პრაქტიკულად ძალიან ცოტას გააჩნია.

რა გულისხმობ ქრისტიანულ აზროვნებაში? - და როგორც ამ წინადადებაში ჩანს, აღმატებულად წარმოადგენ ქრისტიანობას ისლამისადმი, რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცდები სიკნადმო ამაში - პირადად მე ვიყავი ათეისტთა კლუბის შეხვედრაზე, ცოტა არ ვართ, მაგრამ არც ბევრი ვართ.... თბილისში 7-10% თავისუფლად ვიქნებით.. და ყველაზე ძალიან გამარკვირვა იმან, რომ ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ მოსულები - მათი დიდი უმრავლესობა თინეიჯერი იყო... სულ ბუნებრივი მდომარეობა რომ იყო 100-კაცში ერთი მაინც იქნება ათეისტი, ყველაზე მინიმუმ.. უბრალოდ რამდენად აქტიური ან პასიური ათეისტია, გააჩნია ამას... ალბათ IamNumberOne ახალგაზრდა ხარ, დიდი ალბათობით თინეიჯერი - 25 წლამდე მაინც. Siknadmo - მმკ, პრივილეგიები და სოციალური უთანასწოროვა გასაქანს აძლევს ისეთ ალტერმართლმადიდებლურ მოძრაობებს, რომლებიც მომავალში ცუდ მუტანტებად ჩამოყალიბდებიან - ზოგადად ესეთ შეზღუდულება, სხვისი პრივილეგირებლობა - განსაკუთრებულად მატერიალური კუთხით - რეალურად დაბადა ის სეკულარული მოძრაობები, რომლებიც იქნებიან ძალიან რადიკალურები და ძალიან აგრესიულებიც. ის ჯგუფები ვისთანაც პრობლემა აქვს საპატრიარქოს, რეალურად საპატრიარქოსვე შექმნილია (არა პირდაპირ, არამედ მისი მოქმედებებით). ანუ ამ ყველაფერში კანონზომიერება კარგად ჩანს თუ უფრო ფართო თვალებით დაუკვირდები... მე ჩემი მხრიდან არ მომწონს ის რაც ძალას იკრებს - აშკარად არ არის ჩემს ბუნებაში - მე ამიტომ დავწერე, რომ არ გავიჭედო და არ მოახდინოს გავლენა ან საპაგრიარქომ ან მეორე მხარემ, მე გვერდზე ვდგავარ.. პრინციპში ემოციურ დონეზეც გაწდა ის ჯაჭვი რითიც ვიყავი მიბმული ამ პროცესისადმი. ანუ ეხლა პროცესი აღარ მოქმედებს ჩემზე.. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი არ გაგრძელდება, გაგრძელდება და იმოქმედებს ჩვენ საზოგადოებაზე..

რავი, თუკი ამბობ რომ თბილისში სავარაუდოდ 7% დან 10% ათეისტი შეიძლება იყოსო, ეს ციფრი არაა დიდი,

ეხლა პროცენტებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა რას დავწერთ, აშკარაა რომ სოც. ქსელებში გაციელბით მეტია ათეისტთა თუ ანტიეკლესიურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი ვიდრე რეალში,

საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიას ნამდვილად სჭირდება შეფუცხუნება, ცივი შპახი, ამჟამად იქ ბევრი მედროვეა, საბოლო ჯამში გაიმარჯვებს საღი აზრი, მთავარი ხარისხია, თუკი საზოგადოების წარმატებული, გონიერი და სამართლიანი ნაწილი აირჩევს ათეიზმს, ხოლო მეორე მხარეს აღმოჩნდებიან ვერცხლისმოყვარე და რეტროგრადი სასულიერო პირები, ბუნებრივია ეს თავის შედეგს იქონიებს, წესით უნდა იქონიოს, თუმცა მეეჭვება, ქართველების უმრავლესობა ასე ვთქვათ ლაით მორწმუნეა, დიდის ალბათობით ამ მდგომარეობაში დარჩება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ათეიზმი კი უფრო ბუნტისთავი ახალგაზრდების გართობის ერთ-ერთი ფორმა იქნება და არის, ღადაობა წვერებიან ჯიპიან მამაოებზე, ან სანთელი რატომაა ფასიანი, ან რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი საპატრიარქოს, ასეთი მიმართულება და მიდგომა კი ვერ გადაწონის იმ პერსპექტივას რასაც სთავაზობს ეკლესია საზოგადოებას, თუნდაც საკმაოდ დაბალ-ინტელექტუალური ფორმით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როგორც ამ წინადადებაში ჩანს, აღმატებულად წარმოადგენ ქრისტიანობას ისლამისადმი, რატომ?

რა არის აქ გასაკვირი..? :) განა მუსულმანური სამყარო უფრო სასტიკი არაა, ვიდრე ქრისტიანული..?? და ვის როგორ უწერია მცნებებში.. და, როგორ ასრულებს.., მგონი ეს სხვა საკითხია..

ასეა თუ ისე, ქრისტიანული სამყარო უფრო კულტურული და ცივილიზებულია, ვიდრე მუსულმანური.. რა განა ასე არ არი..? ჯერ მარტო ის ვთქვათ, რომ... - აბა მიდი და აღიარე (ბევრ) ისლამისტურ სახელმწიფოში, რომ ათეისტი ხარ................. :)

პ.ს...

post-9046-0-01531700-1365332084_thumb.jpg

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ათეიზმი კი უფრო ბუნტისთავი ახალგაზრდების გართობის ერთ-ერთი ფორმა იქნება და არის

თქვენ დროს - საბჭოთა კავშირში თეიზმი ხომ ძირითადად ბუნტისთავ ახალგაზრდების სახლი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს ებრძოდა - რა გამოიწვიეს ამ ახალგაზრდებმა? მას მიჰყვა დანარჩენი საზოგადოება - ამ ახალგაზრდების მენტალობაში უკვე დალექილია ბევრი რამე და იგივე შედეგს ვერ მიაღწევენ ალბათ, მარა იმაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, სულ მალე (10-15 წელიწადში ამ მხრივ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით)

 

 

რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი საპატრიარქოს

ბიუჯეტი რადგან საზოგადოებრივი საკუთრებაა - ყველა მის წევს აქვს უფლება გააკრიტიკოს დახარჯული თანხები ან იბრძოლოს ამ თანხების შეცვლაზე.

Shaten

განა მუსულმანური სამყარო უფრო სასტიკი არაა, ვიდრე ქრისტიანული..??

არა რატომ?

გინდა ჩამოგითვალო ქრისტიანული სისასტიკები შუა საუკუნეებიდან დაწყებული დღემდე - მუსულმანები ახლოს ვერ მივლენ ამ შემთხვევაში..

 

 

ქრისტიანული სამყარო უფრო კულტურული და ცივილიზებულია, ვიდრე მუსულმანური.. რა განა ასე არ არი..?

არა...

ჯერ მარტო ის ვთქვათ, რომ... - აბა მიდი და აღიარე (ბევრ) ისლამისტურ სახელმწიფოში, რომ ათეისტი ხარ.................

განსხვავებულ აზრს ქრისტიანობაც ავიწროვებდა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინდა ჩამოგითვალო ქრისტიანული სისასტიკები შუა საუკუნეებიდან დაწყებული დღემდე -

შუა საუკუნეებში.., რათქმაუნდა, მაგრამ დღეს.., საინტერესოა, რომელი ქრისტიანული სისასტიკე შეედარა ისლამურს..?

 

არა...

შენი აზრი გასაგებია.., მაგრამ შეესაბამება კი ის, რეალობას..?? :)

 

განსხვავებულ აზრს ქრისტიანობაც ავიწროვებდა..

მე ვიცი რა სისასტიკეებიც ხდებოდა წარსულში.., განსაკუთრებით კათოლიკურ სამყაროში (ინკვიზიცია), მაგრამ მე დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობ..

თან შევიწროებასაც გააჩნია, - რა ფორმებში.. მე ასე მგონია, ყოველშემთხვევაში..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ დროს - საბჭოთა კავშირში თეიზმი ხომ ძირითადად ბუნტისთავ ახალგაზრდების სახლი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს ებრძოდა - რა გამოიწვიეს ამ ახალგაზრდებმა? მას მიჰყვა დანარჩენი საზოგადოება - ამ ახალგაზრდების მენტალობაში უკვე დალექილია ბევრი რამე

:yes: :yes: კარგი ნათქვამია..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

შუა საუკუნეებში.., რათქმაუნდა, მაგრამ დღეს.., საინტერესოა, რომელი ქრისტიანული სისასტიკე შეედარა ისლამურს..?

ერთი მილიონი მოკლული ერაყელი, არის თუ არა სისასტიკე?

 

ქრისტიანობაში ვის გულისხმობ - დასვლეთს?

 

მე ვიცი რა სისასტიკეებიც ხდებოდა წარსულში.., განსაკუთრებით კათოლიკურ სამყაროში (ინკვიზიცია), მაგრამ მე დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობ.. თან შევიწროებასაც გააჩნია, - რა ფორმებში.. მე ასე მგონია, ყოველშემთხვევაში..

ანუ მიხვედი სეკულარიზმამდე და არა ქრისტიანობა-მუსლმანობამდე..

 

ხო და შენ ვისაც ქრისტიანად ნათლავ, სინამდვილესი პოსტქრისტიანული ღირებულებებია. ასე რომ ისლამის და ქრისტიანობის განხილვისასას - ქრისტიანობის მხარეს ვერ იქნება სეკულარიზმმი, რადგან თავად ქრისტიანული ეკლესიები ებრძოდნენ მას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko, რა მნიშვნეოლბა აქვს, ვის როგორ ვნათლავ..? ფაქტი ხომ ფაქტად რჩება.. მე ვამბობ (კიდევ ერთხელ) ქრისტიანული სამყარო და მუსულმანური სამყარო.. აი დაუშვათ, ადამიანი ათეისტია თუ არა.., ის მაინც იზრდება იმ რელიგიურ სამყაროში, სადაც ის ცხოვრობს (ქვეყანა)... ასე თუ ისე, რაც მე ზემოთ უკვე აღვნიშნე, - ქრისტიანული სამყარო უფრო ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე მუსულმანური.. და მე აქ ფსევდო, ან ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე ნამდვილად არა მაქვს საუბარი.. ანუ მე თვით რელიგიებს არ განვიხილავ.., არამედ იმას თუ რა კვალი დატოვა (ან ტოვებს), ამა თუ იმ რელიგიამ, ხალხის განვითარებაში (ასე ვთქვათ)... :)

 

ქრისტიანობაში ვის გულისხმობ - დასვლეთს?

მაპატიე შეკითხვას შეკითხვაზე რომ დაგისვამ, მაგრამ ეს ისევ იმისთვის მჭირდება, რომ გიპასუხო - შენ რას გულისხმობ დასავლეთში? :)

 

ერთი მილიონი მოკლული ერაყელი, არის თუ არა სისასტიკე?

ეს უკვე ომის თემაა, მგონი.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

ფაქტი ხომ ფაქტად რჩება..

შენ ეხლა ფაქტის ინტერპრეტაციას ახდენ..

 

მე ვამბობ (კიდევ ერთხელ) ქრისტიანული სამყარო და მუსულმანური სამყარო.

რა განასხვავებს ამ ორ სამყაროს ერთმანეთისგან?

 

ქრისტიანული სამყარო უფრო ცივილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე მუსულმანური.

მოდი ჩამოწერე რითია უფრო ცივილიზებული

 

და მე აქ ფსევდო, ან ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე ნამდვილად არა მაქვს საუბარი.

არც მე

 

არამედ იმას თუ რა კვალი დატოვა (ან ტოვებს), ამა თუ იმ რელიგიამ, ხალხის განვითარებაში (ასე ვთქვათ)...

კაი ჩამოთვალე რა კვალი დატოვა ქრისტიანობამ ხალხის განვითარებაში..

 

შენ რას გულისხმობ დასავლეთში?

ევროპას

 

ეს უკვე ომის თემაა, მგონი..

ეს ომის თემა არ არის, ეს ოკუპაციის თემაა. ანუ როდესაც სამხედრო მოქმედებები შეჩერებულია, იმ დროს კვდება უფრო მეტი ადამიანი ვიდრე უშუალოდ ომის დროს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ეხლა ფაქტის ინტერპრეტაციას ახდენ..

ეს, - შენი აზრით.. :)

მოდი ჩამოწერე რითია უფრო ცივილიზებული

კულტურა, განათლება, ავიღოთ, ხალხის აზროვნება, ფილოსოფია, პოეზია, მუსიკა (მე კლასიკურს ვგულისხმობ).. თუნდაც წესრიგი.., ქალაქები... შეადარე.., რავი, მეტი როგორ გითხრა..?

კაი ჩამოთვალე რა კვალი დატოვა ქრისტიანობამ ხალხის განვითარებაში..

ნუთუ მართლა ვერ ხედავ სხვაობას ქრისტიანულ რელიგიასა და ქრისტიანულ სამყაროს შორის..?? :)

გასაგებია, რომ ის კულტურა, რითაც შეუძლია ევროპას იამაყოს, ძვ. საბერძნეთი და ძვ. რომიდან მოდის, რომლებიც არც წარმოადგენდნენ ქრისტიანულ სამყაროს, მაგრამ მათი შთამომავლები ხომ წარმოადგენენ..?? :)

ევროპას

აჰა, გასაგებია, ანუ აღმოსავლეთი, - აზია, სამხრეთი, აფრიკა..? და ჩრდილოეთი..? მოიცა, ჩრდილოეთი რომელი კონტინენტი იყოს..? :)

ჰო, სწორედ ევროპას ვგულისხმობ.. გინდ დასავლეთი უწოდე და გინდ აღმოსავლეთი.. :)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

თქვენ დროს - საბჭოთა კავშირში თეიზმი ხომ ძირითადად ბუნტისთავ ახალგაზრდების სახლი იყო, ვინც საბჭოთა კავშირს ებრძოდა - რა გამოიწვიეს ამ ახალგაზრდებმა? მას მიჰყვა დანარჩენი საზოგადოება - ამ ახალგაზრდების მენტალობაში უკვე დალექილია ბევრი რამე და იგივე შედეგს ვერ მიაღწევენ ალბათ, მარა იმაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, სულ მალე (10-15 წელიწადში ამ მხრივ სხვა რეალობაში აღმოვჩნდებით)

 

 

 

კი რა თქმა უნდა ეგრე იყო რასაც წერ, რა იქნება 10-15 წელიწადში არ ვიცი მართალი გითხრა, ვინც უფრო გონიერი იქნება ის გაიმარჯვებს-ერთი შეხედვით, მაგრამ ლაით მორწმუნეობა საკმაოდ კომფორტული მდგომარეობაა, დასავლეთისგან განსხვავებით საქართველოში მატერიალური კეთილდღეობა არ იქნება, ადამიანები შეეცდებიან გამოსავალი და სიმშვიდე სხვაგან მოძებნონ,

ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიამოვნებით იტყოდა უარს რელიგიაზე თუკი ამის სანაცვლოდ მიიღებდა მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ დაკარგა რწმენაც და ვერ მიიღო ამის სანაცვლოდ ვერაფერი???? რატომ, მოტივი უნდა იყოს გამოკვეთილი,

უმრავლესობას არანაირად არ აღელვებს და არ სურს ჭეშმარიტების ძიება, ფული, კარიერა, გართობა, აი რა უნდა ადამიანს და თუკი ამ გზაზე მას რელიგია გადაეღობება ის არც დაფიქრდება ისე იტყვის მასზე უარს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...