Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  On 4/7/2013 at 4:00 PM, Shaten said:
კულტურა, განათლება, ავიღოთ, ხალხის აზროვნება, ფილოსოფია, პოეზია, მუსიკა (მე კლასიკურს ვგულისხმობ).. თუნდაც წესრიგი.., ქალაქები... შეადარე.., რავი, მეტი როგორ გითხრა..?

არა, შენ კონკრეტიზაციისგან თავს იკავებ.. გაცნობიხარ თუნდაც სპარსულ პოეზიას და მისი შედარება მოგიხდენია. უფრო კონკრეტულად ვის და რას გულისხმობ?

  On 4/7/2013 at 4:00 PM, Shaten said:
ნუთუ მართლა ვერ ხედავ სხვაობას ქრისტიანულ რელიგიასა და ქრისტიანულ სამყაროს შორის..??

ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები რატომ წერ ქრისტიანულ სამყაროში, იმას რაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი არ არის..

ძალიან მარტივად - საფრანგეთის რევოლუცია და მისი იდეები და ღირებულებები - ქრისტიანობასთან ბრძოლაშია აღებული. ეს იდეები არ არის ქრისტიანული.. საფრანგეთის რევოლუციამ დაამთავრა ქრისტიანული სამყაროს არსებობა ევროპაში და დაიწყო პოსტქრისტიანული ეპოქა. მემგონი გასაგებად აგიხსენი..

  On 4/7/2013 at 4:00 PM, Shaten said:
ამყაროს, მაგრამ მათი შთამომავლები ხომ წარმოადგენენ..?

შთამომავლებს შეუძლიათ გაწყვიტონ ის ჯაჭვი, რაც მათ წარსულთან აკავშირებს - კულტურულ და ფასეულობებრივ ჯაჭვს ვგულისხმობ..

  On 4/7/2013 at 4:00 PM, Shaten said:
აჰა, გასაგებია, ანუ აღმოსავლეთი, - აზია, სამხრეთი, აფრიკა..? და ჩრდილოეთი..? მოიცა, ჩრდილოეთი რომელი კონტინენტი იყოს..? ჰო, სწორედ ევროპას ვგულისხმობ.. გინდ დასავლეთი უწოდე და გინდ აღმოსავლეთი..

მერე ეს რა შუაში იყო კამათთან?

Siknadmo

  On 4/7/2013 at 4:06 PM, Siknadmo said:
კი რა თქმა უნდა ეგრე იყო რასაც წერ, რა იქნება 10-15 წელიწადში არ ვიცი მართალი გითხრა, ვინც უფრო გონიერი იქნება ის გაიმარჯვებს-ერთი შეხედვით, მაგრამ ლაით მორწმუნეობა საკმაოდ კომფორტული მდგომარეობაა, დასავლეთისგან განსხვავებით საქართველოში მატერიალური კეთილდღეობა არ იქნება, ადამიანები შეეცდებიან გამოსავალი და სიმშვიდე სხვაგან მოძებნონ, ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიამოვნებით იტყოდა უარს რელიგიაზე თუკი ამის სანაცვლოდ მიიღებდა მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ დაკარგა რწმენაც და ვერ მიიღო ამის სანაცვლოდ ვერაფერი???? რატომ, მოტივი უნდა იყოს გამოკვეთილი, უმრავლესობას არანაირად არ აღელვებს და არ სურს ჭეშმარიტების ძიება, ფული, კარიერა, გართობა, აი რა უნდა ადამიანს და თუკი ამ გზაზე მას რელიგია გადაეღობება ის არც დაფიქრდება ისე იტყვის მასზე უარს

ისტორიის კანონზომიერება გვეუბნება რომ სტაბილური და მუდმივი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის..

ქართული კულტურა მაინც კომფორმისტული კულტურაა (კულტურას როგორც მენტალობაზეა საუბარი). ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციას მორგებული კომფორმისტული საზოგადოება, ხვალე იმ სიტუაციას მოერგება, რომელიც უფრო მეტ სითბოს შესთავაზებს.. ეს საკითხი არა იმდენად რელიგიურ-ფილოსოფიურ-ანალიტიკურია, რამდენადაც სოციოლოგიური. მრევლის სიმრავლე არა იმდენად რწმენის ფაქტორით, რამდენადაც სოციალური კომფორმიზმითაა გამოწვეული.. სოციალური ურთიერთობები კი იცვლება და ეს ცვლილებები ახაგაზრდებში ყველაზე კარგად ჩანს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 996
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:

კი ბატონო, მაგრამ მე მეეჭვება, რომ რამეს უკეთეს შესთავაზებენ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:
გაცნობიხარ თუნდაც სპარსულ პოეზიას და მისი შედარება მოგიხდენია.

კი.., გავცნობივარ.. :)

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:
უფრო კონკრეტულად ვის და რას გულისხმობ?

იცი რა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.. უფრო კონკრეტულად თუ გინდა, წამო, შევხვდეთ, დავსხდეთ სადმე.., ყავასთან ან ლუდთან და ვილაპარაკოთ "პა-დუშამ".. :D

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:
ძალიან კარგად ვხვდები, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები რატომ წერ ქრისტიანულ სამყაროში, იმას რაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი არ არის..

ოქ, არ იყოს ქრისტიანული სამყარო.., დე იყოს უბრალოდ - ევროპული სამყარო.. :vedreba: მაგაზე გაწყენინებ..?! :D

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:
საფრანგეთის რევოლუციამ დაამთავრა ქრისტიანული სამყაროს არსებობა ევროპაში და დაიწყო პოსტქრისტიანული ეპოქა.

ოქ, იყოს პოსტქრისტიანული.. :D

  On 4/7/2013 at 4:16 PM, Nukriko said:
მერე ეს რა შუაში იყო კამათთან?

არც არაფერ შუაშია, მოურავო.., გეთანხმები.. კამათი დაკეტილია... ;)

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვუძღვნი Nukriko-ს, (აზიური კულტურის უბადლო დამცველს)? ;) -

"- მორალი: მოვედი, ვნახე, წავედი, მაგრამ:

რა ვიღონე,

დღეს ქვეყნის ბაზარს ვუმზირე და გული ვიღონე,

ხვალ წასვლა მიწევს, საიდუმლოს ვერ რა უგონე

და ამ ქვეყნად რისთვის მოველ, ვერ მოვიგონე"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

  On 4/7/2013 at 4:27 PM, Siknadmo said:
კი ბატონო, მაგრამ მე მეეჭვება, რომ რამეს უკეთეს შესთავაზებენ

უკეთესი ვისთვის, გააჩნია...

  On 4/7/2013 at 4:30 PM, Shaten said:
კი.., გავცნობივარ..

და რითია აღმატებული თუნდაც დანიური პოეზია - სპარსულ პოეზიას?

  On 4/7/2013 at 4:30 PM, Shaten said:
იცი რა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი.. უფრო კონკრეტულად თუ გინდა, წამო, შევხვდეთ, დავსხდეთ სადმე.., ყავასთან ან ლუდთან და ვილაპარაკოთ "პა-დუშამ"..

მე შეხვედრებს არ გავურბივარ არასდროს..მე პრობლემა არ მაქვს..

  On 4/7/2013 at 4:30 PM, Shaten said:
ოქ, არ იყოს ქრისტიანული სამყარო.., დე იყოს უბრალოდ - ევროპული სამყარო.. მაგაზე გაწყენინებ..?!

ევროპული სამყარო თავის ისტორიით რამოდენიმე საფეხურს გადის 1)ელინიურ-ანტიკურ საფეხურს 2) შუა საუკუნოვან - ქრისტიანულ სამყაროს და 3) მოდერნიზმს და პოსტმოდერნულ სამყაროს..

ყველა ამ საფეხურზე რა თქმა უნდა იგრძნობა წინა საფეხურსი რაღაც გავლენები, მაგრამ ის ფუნდამენტურად ახალია ძირითადად ახალია - ძველი არ არის.

როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანულ სამყაროზე - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპინებზე, ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე, მაგრამ არამც და არამც საფრანგეთზე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 4/7/2013 at 5:21 PM, Nukriko said:
და რითია აღმატებული თუნდაც დანიური პოეზია - სპარსულ პოეზიას?

მე არც მითქვამს რომ უკეთესია..

  On 4/7/2013 at 5:21 PM, Nukriko said:
მე შეხვედრებს არ გავურბივარ არასდროს..მე პრობლემა არ მაქვს..

სიამოვნებით ვისაუბრებდი შენსავით მოაზროვნესთან.. ;)

  On 4/7/2013 at 5:21 PM, Nukriko said:
როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანულ სამყაროზე - ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფილიპინებზე, ბევრ ლათინო ამერიკულ ქვეყანაზე, მაგრამ არამც და არამც საფრანგეთზე..

ხომ გითხარი, იყოს-მეთქი, - პოსტქრისტიანული.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 4/6/2013 at 11:20 AM, Siknadmo said:
სოც ქსელებში ბლომად ხართ ათეისტები, რეალში არა,

მაგას თავისი მიზეზები აქვს :)

ბიძაჩემი არაა თავგადაკლული მორწმუნე, მარა რო ვუთხრა ათეისტი ვართქო მაინც ვერ გამიგებს და რაღაცნაირად ეწყინება...

მისი თანდასწრებით პატრიარქის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დამილევია :D

იმიტო რო ის კაცი ჩემთვის ყველა ღმერთზე და რელიგიაზე ძვირფასია

მე მირჩევნია ცოტა ჩემს ათეისტობას "ჩავარტყა"(ცოდვად არ მითვლის ჩემი მრწამსი :D ) ვიდრე ბიძაჩემს ვაწყენინო :)

თორე უცხოსთან არასდროს არ დავიხევ უკან

აბო თბილელსაც სიამოვნებით გავესაუბრებოდი "ჭეშმარიტ რელიგიაზე" :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 4/9/2013 at 6:44 PM, mama said:

მოკლედ ვერ გავიგე ეხლა კომფორმისტი ხარ თუ კარგი ადამიანი :grr:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  On 4/10/2013 at 6:01 AM, Shaten said:

სად ახსენა mama-მ აბო..?? :007: )

ბოლო წინადადება http://planeta.ge/topic/1953-თეიზმი-და-ათეიზმი/page__st__975__p__483310?do=findComment&comment=483310

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...