Jump to content
Planeta.Ge

ნათია კობერიძე გადაცემის შემდეგ


Recommended Posts

დავიწყოთ აქედან-

ნათია კობერიძემ ქარტიის საბჭოს ყველა კითხვას არ უპასუხა

 

“სპეციალური რეპორტაჟის” წამყვანი ნათია კობერიძე მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან “ჟურნალისტური ქარტიის” დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კობერიძემ ქარტიის საბჭოს შეკითხვებს წერილობით უპასუხა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ დღეს საბჭოს სხდომაზე არ მისულიყო, იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ სხდომა იქნებოდა ღია, რითაც არაკეთილსიდისიერი, რევანშისტულად განწობილი ადამინები ბოროტად ისარგებლებდნენ და მოაწყობდნენ პროვოკაციას, რომელიც პირველ რიგში საბჭოს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. კობერიძის განცხადებით, ამაზე მის კოლეგებსაც უნდა ეფიქრათ, რადგან იმედოვნებს, რომ მათი მიზანი საქმის ვითარებაში გარკვევა და ხმაურის ატეხვა არ იყო.

 

ქარტიის საბჭო

 

1. ქალბატონო ნათია,

 

თქვენ საშუალება გქონდათ, გაცნობოდით იმ საჩივრებს, რომლებიც შემოვიდა თქვენს წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში. აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქარტიის ნორმების დარღვევას, როგორც ეს იყო მითითებული საჩივრებში?

 

თუ საჩივრების შინაარსს არ ეთანხმებით, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი არგუმენტები ამის თაობაზე.

 

2. თვლით თუ არა, რომ დაარღვიეთ ქარტიის პირველი მუხლი: ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია?”

 

3. თუ კი, მაშინ ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენზე ზეწოლას ხელმძღვანელების მხრიდან, რამაც ეთიკის ნორმების დარღვევა გაიძულათ?

 

4. რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, რომ მოსულიყავით საბჭოს სხდომაზე და ღიად დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიცია?

 

5. ხართ თუ არა გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” თანაავტორი?

 

6. გადაცემის ეთერში გასვლამდე, მიგაჩნდათ თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის დროს?

 

7. გადაცემის ეთერში გასვლამდე, იცოდით თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად არ დაედებოდა მას?

 

8. თუ თქვენ იცოდით, რომ გადაცემის მთელი მსვლელობისას გამაფრთხილებელი ტიტრი არ დაედებოდა, რა მოიმოქმედეთ ამის თავიდან ასაცილებლად?

 

9. თუ თქვენ გქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი მთელი გადაცემის განმავლობაში უნდა დადებულიყო და პირდაპირ ეთერში აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, რა მოიმოქმედეთ?

 

10. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეთერში გასულ საარქივო მასალებზე მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მინიშნება, რომ ეს მასალები საარქივოა?

 

11. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სხვა ქვეყნების დიპლომატებისა და ოფიციალური პირების გამოსახულებაზე იმ ტექსტის დადება, რომელიც მათ არ უთქვამთ, იყო პროფესიული სტანდარტის დარღვევა?

 

12. ფარულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში 2 ადამიანი (გიორგი არველაძე და ვინმე ეკა) ერთმანეთს უთანხმებს ტექსტს, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენს მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ ტექსტს. რითი ხსნით ამას? თანახმა ხართ თუ არა, ამ ჩანაწერის ნამდვილობის ექსპერტიზაზე?

 

13. ვინ მიიღო გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ?

 

14. ვისი ინიციატივით და რატომ გადაიწია გადაცემის ეთერში გასვლის დრომ 20:30-დან 19:58-ზე?

 

15. ვინ იყო 2010 წლის 13 მარტს ”იმედის” ეთერში გასული გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟის” იდეის ავტორი?

 

16. რის საფუძველზე აცხადებთ მედია-საშუალებებში (”ნეტგაზეთი”), რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტები არ დაგირღვევიათ?

 

17. როცა პირდაპირი ეთერი დაიწყო და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ”ქრონიკას” უყურებდით, რომელსაც არ ედო გამაფრთხილებელი ტიტრი, თქვენ კი მიგაჩნდათ, რომ ტიტრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რა მოიმოქმედეთ, რომ გადაცემის მსვლელობის დროს ტიტრი დადებულიყო? (ტიტრის ასაკრეფად რამდენიმე წუთია საჭირო)

 

18. წარმოადგინეთ არგუმენტები, რატომ არ მიგაჩნიათ ”მოდელირებული ქრონიკა” თქვენი საავტორო გადაცემის – ”სპეციალური რეპორტაჟის” ნაწილად?

 

19.გქონდათ თუ არა გაცნობიერებული, რომ გადაცემის უტიტროდ გასვლა მაყურებელს ზიანს მიაყენებდა?

 

ნათია კობერიძის პაუხები:

 

1. ქარტიის ნრომების დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია. მე, ანონსშიც და გადაცემის ადწყებამდეც განვაცხადე, რომ ეთერში გავიდოდა მოდელირებიული ქრონიკა, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალას

 

2. იხ. პირველი კითხვა

 

3. რაკი, არ დამირღვევია, არც ზეწოლა ჩემზე პირადად არ განხორციელებულა

 

4. გადაწყვეტილება არმოსვლაზე მივიღე იმის გათვალისწინებით, რომ სხდომა იქნებოდა ღია, რითაც არაკეთილსინდისიერი, რევანშისტულად განწობილი ადამინები ბოროტად ისარგებლებდნენ და მოაწყობდნენ პროვოკაციას, როემლიც პირველ რიგში საბჭოს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. ისე, ამაზე თქვენც უნდა გეფიქრათ, კოლეგებო, რადგან ვიმედოვნებ, რომ თქვენი მიზანი საქმის ვითარებაში გარკვევა და ხმაურის ატეხვა არ იყო

 

5. დიახ, მე გახლავართ ‘სპეციალური რეპორტაჟის თანაავტორი

 

6. გამაფრთხილებებლი ტიტრი აუცილებლად!!!! უნდა ყოფილიყო უწყვეტად!

 

7. არა, არ ვიცოდი, რომ ტიტრს არ დაადებდნენ

 

10. საარქივოს უნდა ეწეროს საარქივო, რატომ არ ეწერა, კითხეთ ქრონიკის ავტორებს

 

11. ქრონიკის ნაწილზე პასუხს არ ვაგებ. ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადეობას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კიი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის სტანდარტი

 

12. სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი ვიცი!

 

14. ეს კითხვები ამოწურა არხის ხელმძღვანელმა ქართულ მედიაში. იხ. ჟურნალი ‘ლიბერალი

 

15. საფრთხეებზე გადაცემის მომზადება ჩემი გუნდის იდეაც იყო

 

 

16. იხ. წინა კითხვები

 

 

თან ვურთავ ფეისბუქის სამ სიმპტომატურ პოსტს .

1)ანუ არის ადამიანთა კატეგორია , ვინც თვლის რომ ჩვენ ვერ გავუგეთ ნათიას :love:

2) ნათია ნაწყენია რომ მას აღარ ულოცავენ

3)გამოდის რომ ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი , ხალხია ბანძი და გენიალურ კრეატიულობას ვერ ვიაზრებთ :D

 

საწყენია რომ ადამიანებს მინიმუმ საკუთარი თავისადმი არ აქვთ თვითკრიტიკული დამოკიდებულება .

 

ნათიას გასამხნევებლად კი

 

არაფერი პირადული , ონლი ბიზნეს. :love:

და კიდევ

 

მე მიყვარს ქართველი "ლიბერალები" :)) ;)

2.jpg

natiiii.jpg

agar.jpg

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნათია არის, ეს პირში უნდა ვუთხრათ, იმიტომ რომ დისკომფორტი იგრძნოს,

არის მომენტები ლაშა-როდესაც კორექტულობა უადგილოა,

კარგად მესმის რომ ქალისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება,

 

მაგრამ სხვანაირად რომ არ ესმის?

Edited by McLaren
ამ აღდგომა დღეებში ესეთი რამეები რა პონტია, და ნათია კობერიძის გახსენებაც რა პონტია :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნათია არის Y-ქალა, ეს პირში უნდა ვუთხრათ, იმიტომ რომ დისკომფორტი იგრძნოს,

არის მომენტები ლაშა-როდესაც კორექტულობა უადგილოა,

კარგად მესმის რომ ქალისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება,

 

მაგრამ სხვანაირად რომ არ ესმის?

გინება ხომ მალმოდ ედება სულ და მეორედ აღარ იზამს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გინება ხომ მალმოდ ედება სულ და მეორედ აღარ იზამს...

იცი დზმა, რატომ კადრულობს ეს ხალხი ყველაფერს?

იმიტომ რომ გასდით და კარგად გრძნობენ თავს,

მაგრამ თუკი საზოგადეობა მათ აგინებს-ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს

მათზე :))

ძალიან ცუდია, ფულიც რომ გქონდეს იმის განცდა რომ საზოგადოებას მარგინალად მიაჩნიხარ

 

მე ახლა თეა თუთბერაძის ნაირ ავადმყოფებს არ ვგულისხმობ,

თეა იმიტომ ჩანს ასპარეზზე რომ აგინებენ, მაგას რომ არ აგინონ მოკვდება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ საშუალება გქონდათ, გაცნობოდით იმ საჩივრებს, რომლებიც შემოვიდა თქვენს წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში. აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქარტიის ნორმების დარღვევას, როგორც ეს იყო მითითებული საჩივრებში?
1. ქარტიის ნრომების დარღვევას ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია. მე, ანონსშიც და გადაცემის ადწყებამდეც განვაცხადე, რომ ეთერში გავიდოდა მოდელირებიული ქრონიკა, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალას
6. გადაცემის ეთერში გასვლამდე, მიგაჩნდათ თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის დროს?
6. გამაფრთხილებებლი ტიტრი აუცილებლად!!!! უნდა ყოფილიყო უწყვეტად!

 

7. არა, არ ვიცოდი, რომ ტიტრს არ დაადებდნენ

ანუ ნათიას აღიარებით "ვიღაცამ" არ დაადო ტიტრი, მაგრამ მაშინ ვინ თუ ის იყო თანააავტორი და

3. რაკი, არ დამირღვევია, არც ზეწოლა ჩემზე პირადად არ განხორციელებულა

მგონი ეს პასუხი აჩენს კითხვის ნიშნებს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...