planetanews Posted April 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 5, 2010 http://www.forzajuve.ru/images/stories/news12/19.jpgმადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, როისტონ დრენტე ზაფხულში, შესაძლოა "იუვენტუსში" აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ესპანეთსა და იტალიაში, არაერთი ავტორიტეტული გამოცემა ავრცელებს. მოედანზე გამოჩენის საშუალება, "ფეინოორდის" ყოფელ ფეხბურთელს, არც ისე ხშირად ეძლევა, ასე რომ არავის გაუკვირდება, თუ ის "სამეფო კლუბის" რიგებს დატოვებს. ნახევარმცველის კანდიდატურით, ერთდროულად სამი იტალიური კლუბი: "იუვენტუსი", "ფიორენტინა" და "მილანი" ინტერესდება. ჭორები 22 წლის ფეხბურთელისადმი "ბიანკონერების" ინტერესის შესახებ, უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ჯერ უცნობია შეძლებს თუ არა "ბებერი სენიორა" "ჩემპიონთა ლიგის" საგზურის მოპოვებას, რაც გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას განაპირობებს. დრენტეს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი, 7 მილიონ ევროს შეადგენს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts