Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჯერა თუ არა რეინკარნაციის და ამ საკითხს კრიტიკულად ვუყურებთ, და ვფიქრობთ რომ ბუდიზმი არ არის ჭეშმარიტი რელიგია, მაშინ რითი დაამტკიცებთ რომ ისლამი, ან თუნდაც, ქრისტიანული რელიგიაა ჭეშმარიტიიი?!

"არგუმენტები, მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები!!!" და რაც შეეხება სრულყოფილებას, მასთან ვერასდროს ვერავინ მივა....მე ჯერ ჯერობით მხოლოდ იმისი მჯერა რასაც ვხედავ, და არა მესმის....მე ვეძებ პასუხს და ის აუცილებლად უნდა ვიპოვო... :yes: :givi: :uh: :uh: :uh: :uh: :uh: :read: :read: :read: ვაკონკრეტებ მე მართლმადიდებელი ვარ მაგრამ მიცჰნდება კითხვები...(ეს რათქმაუნდა ბუნებრივია)

 

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვჯერა თუ არა რეინკარნაციის და ამ საკითხს კრიტიკულად ვუყურებთ, და ვფიქრობთ რომ ბუდიზმი არ არის ჭეშმარიტი რელიგია, მაშინ რითი დაამტკიცებთ რომ ისლამი, ან თუნდაც, ქრისტიანული რელიგიაა ჭეშმარიტიიი?!

"არგუმენტები, მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტები!!!" და რაც შეეხება სრულყოფილებას, მასთან ვერასდროს ვერავინ მივა....მე ჯერ ჯერობით მხოლოდ იმისი მჯერა რასაც ვხედავ, და არა მესმის....მე ვეძებ პასუხს და ის აუცილებლად უნდა ვიპოვო... :read: :read: :read: :read: :read: :read: :read: :read: :read: :read: ვაკონკრეტებ მე მართლმადიდებელი ვარ მაგრამ მიცჰნდება კითხვები...(ეს რათქმაუნდა ბუნებრივია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

miss harvard

 

მე მხოლოდ მარტვიი შეკითხვა დაგისვი წინა პოსტში: "გჯერა რომ წარსულში სხვა სახით, ანუ ან ცხოველის, ფრინველის და ა.შ. არსებობდი?" არაფერს არ გიმტკიცებ პირადად მე, უბრალოდ შენი პასუხი მინდოდა მიმეღო ჩემ შეკითხვაზე. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 10 years later...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეინკარნაციის რომ გვჯეროდეს, დასაწყისისათვის უნდა გვჯეროდეს მეტაფიზიკური ძალების არსებობის, არ არის აუცილებელი გვჯეროდეს სულის არსებობის, რადგანაც ბუდიზმში სულის არსებობა უარყოფილია, მაგრამ არის რეინკარნაციის იდეა. ბუდიზმში რეინკარნაციას განიცდის დისკრეტული ცნობიერება და არა მონოლითური სულიერი მე.

რაც შეეხება მეორე და ასევე აუცილებელ პირობას, უნდა გვჯეროდეს იმის, რომ დრო, სამყარო, ისტორია, სივრცე, არის ციკლური და არა სწორხაზოვანი. იუდაიზმში, ქრისტიანობაში, ისლამში და მაზდეანობაში უარყოფილია რეინკარნაცია, რადგანაც დრო და ისტორია გლობალური, არის სწორხაზოვანი და ყველაფერი ერთხელ ხდება, ერთხელ იქმნება სამყარო, ერთხელ იქმნება ადამიანი, ერთხელ იბადება ყველა, ერთხელ ხდება საშინელი სამსჯავრო და ერთხელ ხდება მიცვალებულთა აღდგომაც და სამყაროს დასასრულიც, რომლის შემდეგ აღარაფერი არაა მარადიული ცის და უსასრულო ჯოჯოხეთის გარდა. სწორხაზოვანი დრო პირველად გამოიგონა ირანელმა რეფორმატორმა და წინასწარმეტყველმა ზარათუსტრა სპიტამამ.

რაც შეეხებათ არგუმენტებს და იმას, რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი, ყველა რელიგია იმსახურებს არსებობას, ყველა მორწმუნე ფლობს სიცოცხლის უფლებას და ყველა რელიგიაა ჭეშმარიტი. სხვადასხვა რელიგიები იქმნება უფლის მიერ, სხვადასხვა გუნებში, სხვადასხვა მოდუსებში მყოფი, ერთმანეთისაგან განსხვავებული მენტალიტეტის და გენეტიკის მქონე ხალხებისათვის.

ნებისმიერი რელიგიის წიაღში მხოლოდ ცუდის დანახვა არის იშვარა-არაპადჰი (უფლის გმობა).

ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც ყველამ უნდა მივიღოთ ესაა: ვიყოთ წყნარები და ვმეგობრობდეთ, ჰარმონია ფანატიზმზე უკეთესია. თუ არ გჯერათ რეინკარნაციის პროცესის, ნუ გჯერათ. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

 

ომ შრი შაკტი ნამაჰა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა რელიგია გზაა უფლისკენ. გაქვთ სრული უფლება არ დამეთანხმოთ.

დჰარმული რელიგიების მიხედვით რეინკარნაციას ერთადერთი მიზეზი აქვს, მიზეზია: აფექტები (კლეშა). აფექტი ესაა სიბინძურე ცნობიერებაში. აფექტები, კონკრეტულად კი ეგოიზმი, ქმნიან კარმას, ძირითადად ვიკარმას და უგრაკარმას (საშინლად ნეგატიურ კარმას). კარმა რთავს რეინკარნაციის მექანიზმს და უბიძგებს სულს (ცნობიერებას) იხეტიალოს სხეულიდან სხეულში და სასჯელის სახით მიიღოს ამნეზია, რაც ასევე წყალობაცაა. ყოველი ახალი ინკარნაცია ახალი შანსია. დჰარმული რელიგიების მიხედვით სამყაროში არსებობენ ისეთი არსებები, როგორებიცაა: ღმერთები, დემონები, აჩრდილები, ცხოველები, ადამიანები და ა.შ. რეინკარნაციას განიცდის ყველა თითქმის. როცა ცნობიერება იწმინდება, წყდება სამსარა ანუ ქრება აფექტები, ქრება კარმა, ქრება ეგო, ადამიანი ხდება ბუდა (სიდჰი), ასეთ სუფთა ცნობიერებას უკვე ეწოდება ნირვანა (შეწყვეტა, ჩაქრობა). იგულისხმება ვნებების და არა სიცოცხლის ჩაქრობა. ბუდა არსად არ მიდის, არც ნირვანა და არც სამსარა არაა ადგილები, ესენია ცნობიერების ორი საპირისპირო მდგომარეობა, სამსარა - ცნობიერება აფექტებით და ნირვანა - ცნობიერება აფექტების გარეშე. მიზანია - ტანჯვის (დუჰკჰას) დაძლევა. ცოდვა ესაა ვიკარმა (ეგოიზმი).

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...