უცნაური Posted April 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 7, 2010 აზრი "მიდიოდა და დაინახა კაცი, დაბადებიდან ბრმა. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?" იოანე9,2 ეს კითხვა აბსურდული იქნებოდა რეინკარნაციის რწმენის გარეშე.რა ცოდვა უნდა ჩაედინა ამ კაცს დედის საშოში? ის ხომ დაბადებიდანვე ბრმა იყო? ან რატომ უნდა დასჯილიყო მშობლების ცოდვის გამო? მოწაფეებმა იცოდნენ, რომ ადამიანები საკუთარი ცოდვებისთვის ისჯებიან, თუნდაც უკვე განვლილი ინკარნაციაში ჩადენილი ცოდვებისთვის. და ასევე ამ თემაში დაპოსტილი სტოპ სტოპ... ბიბლია წაიკითხეთ... ქრისტე ცხადად ამბობს რომ იოანე ნათლისმცემელი ელია წინასწარმეტყველის რეინკარნაციაა... მოკლედ ეს რაც მე ვიცი. დანაღცენს რომ ვისწავლი , დიდი სიამოვნებით :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 უცნაური შენს მიერ მოყვანილი ბიბლიის სიტყვებიდან, რომელი გინდა პირველი განვიხილოთ? ანუ რომელი უფრო არგუმენტირებულად მიგაჩნია ის მითხარი და მისით დავიწყებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 აზრი რომლითაც გინდა იმით დაიწყე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 (edited) უცნაური მაშინ ადამი და ევას ცოდვა რომ გენეტიკურად ყველას გადაედო, გინდა თქვა რომ ეს რეინკარნაციაა? Edited April 8, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ცაგარელი ამბობს, რომ სულმა საფეხურები უნდა განვლოს, რომ გასხივოსნდეს.როგორც ბავშვი ვითარდება ნელ-ნელა, სწავლას იძენს სკოლაში - ასეა სულიც.ამიტომ, რამდენჯერმე მოევლინება სული დედამიწაზე, რომ მოემზადოს და მერე სასუფეველი დაიმკვიდროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 უცნაურიმაშინ ადამი და ევას ცოდვა რომ გენეტიკურად ყველას გადაედო, გინდა თქვა რომ ეს რეინკარნაციაა? მასე ვრცლად არ იცისო უცნაურმაო უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და იმ ციტატებით გავამყარე . დანარჩენს რომ ვისწავლი, აუცილებლად შემოვივლი ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 მასე ვრცლად არ იცისო უცნაურმაო უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და იმ ციტატებით გავამყარე . დანარჩენს რომ ვისწავლი, აუცილებლად შემოვივლი ;) ოკ.. ახალი აზრი ყოველთვის საინტერეოა, ასე რომ არ მოგერიდოს მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ცაგარელიიგი მაჰათმა უცნაურმა მთხოვა. ბავშვების წინაშე უძლური ვარრა გინდა რას მთხოვ.;)რეინკარნაცია არის? -არის!საიდან ვიცი? - პირადი გამოცდილებიდან კიდევ რა ვიცი? - ის ვიცი რომ ვისაც უნდა რომ იცოდეს -აუცილებლად ეცოდინება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 აზრი რომლითაც გინდა იმით დაიწყე უცნაური მაშინ პირველით დავიწყოთ: მოწაფეები იესოს ეკითხებიან: "რაბი, ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?". ეს არის შეკითხვა, და შეკითხვა მომდინარეობს იუდეველი მამაკაცებისაგან, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გარკვეული უამრავ საკითხებში რასაც ქრისტიანობის ფუძემდებელი იესო ქრისტე ასწავლიდა მათ. როგორც ჩანს მოწაფეებს, ზოგი რაბინის მსგავსად, სჯერათ, რომ პიროვნებამ შეიძლება შესცოდოს დედის მუცელშივე. მაგრამ იესო პასუხობს: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში". ამ მამაკაცის სიბრმავის მიზეზი არ არის არც მისი და არც მისი მშობლების მიერ ჩადენილი განსაკუთრებული შეცდომა ან ცოდვა. პირველი მამაკაცის, ადამის, ცოდვამ მთელ კაცობრიობას არასრულყოფილება მოუტანა და ამგვარად გამოიწვია ისეთი ნაკლი, როგორიცაა ბრმად დაბადება. მამაკაცის ეს ნაკლი იესოს შესაძლებლობას აძლევს, ცხადყოს ღვთის საქმენი. აი ეს არის რასაც ქრისტიანობა ასწავლის და არა ის, რაც გაურკვევლობაში მყოფი იესოს მიმდევრების შეკითხვაზე აგებული თეორიებით ქრისტიანობაზე რეირკარნაციის სწავლების მიწერა, როგორც ამას (შენ არა მაგრამ) მრავალი აკეთებს ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 არამედ, რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში".ამ ციტატას როგორ ახსნი.ეს უმნიშვნელოვენის დეტალია, რომელი შენ ამ შემთხვევაში გამოტოვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ადამი და ევას ცოდვა რომ გენეტიკურად ყველას გადაედო,გადედო, მაგრამ მოვიდა Iს-ში ანტიდოტი და ვისაც უნდოდა (და უნდა) განკურნება -განიკურნა (და იკურნება)გინდა თქვა რომ ეს რეინკარნაციაა?ადამი არ არის კონკრეტული ინდივიდი. ისაა საერთო საკაცობრიო სხეული. ერთიანობა. რომელიც დიფერენცირდა რადაგან დაშორდა ღვთაებრივ წიაღს. როგორც ბავშვი, რომელიც თუ დედის წიაღს არ დატოვებს, ვერ ექნება დამოუკიდ. ცნობიერება და ვერ განვითარდება. ასე იყო ეს.რეინკარნაციები არის ადამიანის დაბადებები, რათა ის განვითარდეს და სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა მდგომარეობებში სხვადასხვა ასპექტებით განავითაროს თავისი ინდივიდუალობა მის საბოლოო მიზნამდე. საბოლოო მიზანი კი არის ადამიანის ღვთაებრივი სამწევრა არსება რომლის ჩანასახები მან მიიღო უპირველესად. საუბარია -ცნობიერებაზე, სიცოცხლეზე და ფორმაზე. ანუ, რელიგიურად - მამაზე ძეზე და სულიწმინდაზე. თეოსოფიურად - ატმაზე, ბუდხიზე, მანასზე. ეს ჩანასახები მიიღო ადამიანმა უპირველესად და ამიტომ ეწოდება მას რომ ის ღმერთის სახედ და ხატად შეიქმნა. რადგან, ასეთია ის, რასაც ეძახიან უნივერსუმს (ღმერთს, ლოგოსს) -თავის გამოვლენაში.ხოლო გამოვლენამდელობაში როგორია და რაა, ის თვით უმაღლესი რანგის ხელდასხმულისთვისაც კი არის - არა რა.ანუ, a peiron- როგორც მას ძვ.ბერძნული მისტერიული ფილოსოფია უწოდებდა. წავედი მე და აბა თქვენ იცით კარგად მოიქეცით მომავალ ინკარნაციაში წინ დაგხვდებათ შედეგების სახით.;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2010 ამ ციტატას როგორ ახსნი.ეს უმნიშვნელოვენის დეტალია, რომელი შენ ამ შემთხვევაში გამოტოვე. მეწერა მაგაზეც ოღონდ ძალიან მოკლედ: მამაკაცის ეს ნაკლი იესოს შესაძლებლობას აძლევს, ცხადყოს ღვთის საქმენი. პირველი მამაკაცის, ადამის, ცოდვამ მთელ კაცობრიობას არასრულყოფილება მოუტანა და ამგვარად გამოიწვია ისეთი ნაკლი, როგორიცაა ბრმად დაბადება. მამაკაცის ეს ნაკლი შესაძლებლობას აძლევს იესოს, ცხადყოს ღვთის საქმეები. მაგრამ როგორ? როგორც ბიბლია იტყობინება, იესო თვალს აუხელს მას და მამაკაცს მხედველობის უნარი ბუნებრივ ფუნქციონირებას იწყებს. წაიკითხე იოანეს სახარების 9-რე თავის პირველი რამოდენიმე მუხლი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
miss harvard Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 ძალიან საინტერესო და საკამათო საკითხია. აზრები რათქმაუნდა სხვადასხვა იქნება, მაგრამ მე მაინც მინდა დავაფიქსირო ჩემი შეხედულება, რომ "რეინკარნაცია-არის იმისთვის, რომ ადამიანმა წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები თავის შემდგომ ცხოვრებაში გამოასწოროს, თუნდაც ძაღლად მოევლინოს ქვეყანას, მაგრამ აქ არის ესეთი საკითხი, თურმე ბუდიზმის რელიგიაში მესაფლავეები შემდგომ ცხოვრებაში "მატლებად" ევლინებოდნენ ქვეყანას, რაც ინდოეთში ყველაზე ბინძური და შეურაცმყოფელ საქმედ ითვლებოდა, და რა გამოდის, რომ მათ მათი საქმიანობის გამო არ შეეძლოთ "მატლის" გარდა სხვა არსებად მოვლინებოდნენ ქვეყანას?! ხაზს ვუსვამ, რომ ინდოეთში მათი საქმიანობა ყველაზე საძულველად ითვლებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 miss harvard შენ გჯერა რომ წარსულში სხვა სახით, ანუ ან ცხოველის, ფრინველის და ა.შ. არსებობდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted April 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2010 ძალიან საინტერესო და საკამათო საკითხია. აზრები რათქმაუნდა სხვადასხვა იქნება, მაგრამ მე მაინც მინდა დავაფიქსირო ჩემი შეხედულება, რომ "რეინკარნაცია-არის იმისთვის, რომ ადამიანმა წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები თავის შემდგომ ცხოვრებაში გამოასწოროს, თუნდაც ძაღლად მოევლინოს ქვეყანას და ასე მანამ სანამ არ გასრულყოფილდება :beach: პ.ს. ჯერ არ შევხედრილვარ სრულყოფილ ადამიანებს :beach: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.