Jump to content
Planeta.Ge

acmilan.ge 32-ე ტურის ნაკრები


Recommended Posts

როგორც იცით ყოველი ტურის შემდეგ ქვეყნდება ტურის საუკეთესო თერთმეტეული. ამ გუნდში კი ძალიან ხშირად ხვდებიან ”მილანელები”. თუმცა წინა რამდენიმე ტური როსონერიმ ჩააგდო და შესაბამისად ვერც აქ მოხვდნენ. საერთოდ ”ლაციოსთან” მატჩის შემდეგ ინძაგი ანტი-ნაკრებში მოხვდა. თუმცა მატჩი ”კალიარისთან” ამ მხრივ ძალიან წარმატებული გამოდგა, რადგან თერთმეტიდან სამი ფეხბურთელი როსონერიდანაა. ამ სიაში ჩვენი დაცვის ძალიან ცუდი თამაშის გამო ორი ”კალიარელიც” მოხვდა. მთლიანი ნაკრები კი ასეთია:

 

 

დიდა (მილანი) - ის მეორე ტაიმის გმირი გახდა. დაცვის შეცდომებს დიდა ასწორებდა, რამდენიმე ”მკვდარი” ბურთიც დაიჭირა.

 

 

მანფრედინი (ატალანტა) - შეცდომებს თითქმის არ უშვებდა და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდა. გარდა ამისა თანაგუნდელ ფერეირა პინტოს რამდენიმე შესანიშნავი პასიც გაუკეთა.

 

 

მასიელო (ბარი) - მართალია მისმა გუნდმა წააგო ეს მატჩი, მაგრამ ის ძალიან კარგად თამაშობდა მთელი თამაში. ლუკა ტონის შანსი არ მისცა.

 

 

ბურდისო (რომა) - ამ მატჩში ის დაცვის ლიდერი იყო. მეტოქეთა თავდამსხმელ ბარეტოს ნამდვილად აჯობა.

 

 

დ. პიზარო (რომა) - ჩილელი ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეტევაშიც კარგად ერთვებოდა და მეტოქესაც უშლიდა შეტევებს.

 

 

ზეედორფი (მილანი) - რონის არ ყოფნაში მან ფლეიმეიქერის ფუნქცია კარგად შეითავსა, მაგრამ არც რონის დაბრუნების შემდეგ დაუნებებია თავი ამ ”საქმისთვის”. მან რამდენიმე შესანიშნავი პასი გააკეთა. ერთი ბორიელომ გამოიყენა და გოლად აქცია. დაახლოებით ისეთივე შანსი ანტონინისაც მისცა ზეემ, მაგრამ ლუკამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

 

 

ტიაგო მოტა (ინტერი) - ნერიაძურის ამ მატჩში ბევრი ლიდერი არ ყავდა და შესაძლებელიც იყო რომ ვერ მოეგო. მაგრამ ტიაგო მოტას თამაშმა ბევრი გააკვირვა, მან დუბლი გაიფორმა და ამ მატჩის გმირიც გახდა.

 

 

კოსუ (კალიარი) - როსონერის დასუსტებულ დაცვას ”კალიარის” თავდამსხმელები მთელი თამაშის განმავლობაში უქმნიდნენ პრობლემებს. ერთ-ერთი კი კოსუ იყო. მასაც ქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ დიდამ არ მისცა ამის საშუალება.

 

 

მატრი (კალიარი) - კოსუსთან ერთად მატრიც გამოირჩეოდა. მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ უფრო ბევრის გატანა შეეძლო. ვერ გატანის მიზეზი კი კვლავ დიდაა.

 

 

ბორიელო (მილანი) - მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ უამრავი შანსი ვერ გამოიყენა.

 

 

ბალოტელი (ინტერი) - მოტასთან ერთად ლიდერების არ ყოფნაში შესანიშნავად ითამაშა.

 

 

წყარო

 

 

სტატიის ავტორი: losa

 

 

 

 

acmilan.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...