planetanews Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/apr2009/5/5/pepe-reina-and-jamie-carragher460-137210640.jpg ჯეიმი კარაგერი ნაადრევად გლოვობს ოხეულში ვერ მოხვედრას და თვლის, რომ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უკვე მიუღწეველია თუნდაც ყველა თამაშის მოგების შემთხვევაში. კარაგერი თანაგუნდელებთან ერთად მიემგზავრება დასავლეთით, ბირმინგემში, სადაც ლივერპული დაუპირისპირდება მაკლიშის გუნდს. ბირმინგემს თავის სტადიონზე 2 თამაშის მეტი არ წაუგია. ლივერპულის ვიცე კაპიტნის აზრით ლივერპულისთვის ფრე კარგი შედეგი იქნება. აგრეთვე კარაგერი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერსისაიდელები მოიგებენ თამაშს და 3 ქულას აიღებენ გასვლაზე, ლივერპული მაინც ოთხეულის აუტსაიდერი იქნება. “ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყველა თამაშის მოგებაზე, თუმცა შეიძლება ეს მაინც არ იყოს საკმარისი ოთხეულში მოსახვედრად,” განუცხადა ჯეიმიმ Sunday Mirror – ს, მას შემდეგ რაც მან იხილა ტოტენჰემის დამარცხება და სიტის დამაჯერებელი გამარჯვება. “როდესაც ხალხი ნახულობს მომდევნო ტურების შეხვედრებს, ისინი თვლიან, რომ ჩვენ უფრო ადვილი მატჩები დაგვრჩა ჩასატარებელი, ვიდრე სიტის და სპურსს.” “მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. გადავხედოთ სატურნირო მდგომარეობას, სად ისინი და სად ჩვენ. ჩემი აზრით სიტი ოთხეულში მოხვედრის ფავორიტია.” “წინასწარ ნერვიულობას აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და მეტოქეები ზეწოლის ქვეშ მოვაქციოთ.” “წინასწარ ვერაფერს იტყვი, ჩვენი თამაშები უნდა მოვიგოთ. შეიძლება სიტის და ტოტენჰემს მართლაც რთული ცხრილი აქვთ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მათ ამ შეხვედრებში გაიმარჯვონ.” “კონკურენტები არიან ცხრილში მაღლა, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდები ჰყავთ. პირადად ჩემთვის, სიტი ფავორიტია!” წყარო: www.SkySports.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts