Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 რას გულისხმობ "ქრისტიანობის ძირითად ელემენტებში"? წიგნის კითხვის გარეშე რელიგიური ადამიანი ფანატიკოსად იქცევა... ასეთები იყვნენ კათოლიკე ჯვაროსნების დიდი ნაწილი, რომლებიც ხელს ძლივს აწერდნენ... ნამდვილი ქარისტიანი რელიგიურ ლიტერატურას უნდა ეცნობოდეს რათა ზუსტად განსაზღვროს, რა არის "ქრისტიანობის ძირითადი ელემენტები" ბავშვს ვერაფერს ჩაუნერგავ... შეიძლება, მაგალითი მისცე საკუთარი ქცევით, ბავშვმა თავად უნდა შეიმეცნოს უფალი და ამისთვის შესაბამისი გარემოა საჭირო პ.ს. ძალიან ცუდად მომხვდა თვალში სიტყვა "პროცედურა"... პროცედურებს საჯარო დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და პოლიკლინიკებში ატარებენ... კატეხიზმოს კითხვა პროცედურა არაა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ქრისტიანობის ძირითად ელემენტებს მხოლოდ იმით ვერ შეიმეცნებ ლოცვაში 8-ჯერ იტყვი "უფალო შეგვიწყალეს" თუ თვლა აგერევა და 9-ჯერ გამოგივა ბავშვს კი ჩემი ქცევით ვუნერგავ ადამიანების სიყვარულს, თანადგომისა და თანაგრძნობის სურვილს ათი მცნების ნელ-ნელა გააზრების უნარს ვუღრმავებ ცუდია? ჩემს შვილს ეს უფრო სჭირდება, ვიდრე თვლით განხორციელებული ლოცვა, თუმცა ლოცვის საჭიროებას არ ვაკნინებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 როგორც შენ ამბობ "თვლით ლოცვა" წარმოადგენს საკრალურ რიტუალს... ზოგადად ლოცვებისა და ფსალმუნების კითხვის წესი წმინდა მამებმა ბასილი დიდმა, ეფრემ ასურმა, იოანე ოქროპირმა და სხვა წმინდანებმა შეიმუშავეს... მათ მიერ დაწერილი ლოცვების სწორად წაკითხვისას იქმნება განსაკუთრებული ენერგეტიკული ჯაჭვი უფალსა და ადამიანს შორის და ადამიანი ღვთაებრივი მადლით ივსება... წმინდა მამები არ ადგენენ ამ ლოცვებს, როგორც უალტერნატივო ტექტებს - ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი სიტყვებითააც მიმართონ უფალს... უბრალოდ წმინდა მამების ჰიმნებსა და ლოცვებში განსაკუთრებული მადლია. მთავარია ის სწორად იქნას აღქმული და გააზრებული ადამიანის მიერ. ათ მცნებას რაც შეეხება: ათი მცნება იუდეველებისთვის შეიქმნა, ქრისტიანებისთვის ათ მცნებაზე უფრო მნიშვნელოვანი ქრისტეს მცნებების დაცვაა. მე პირადად, ბავშვობაში "თვლით ლოცვა" მასწავლეს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ ჩემი აღმზრდელების. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ხოდა რატომ არ მაზიარებენ, როცა მე ჩემი სიტყვებით უკვე არაერთგზის მიმართული მაქვს უფლისადმი და მითქვამს რომ მზად ვარ ან შვილს რატომ არ ნათლავენ, როცა მე ღმერთისთვის უკვე მიმართული მაქვს ჩემი სიტყვებით და მითქვამს რომ ჩემი შვილი მის ფარაში მინდა იყოსთქო? ამას ვეძახი მე ფორმალიზმს, თორემ როცა მე ამ ენერგეტიკული კავშირის დამყარება მომინდება, ლოცვასაც წავიკითხავ და დავითვლი კიდეც ლოცვის თვლით წაკითხვა არ უნდა იყოს ქრისტიანობის განმსაზღვრელი, მხოლოდ ამის შემდეგ არ უნდა მეძახდნენ ქრისტიანს, ჩემი ქცევა და შინაგანი დამოკიდებულება უნდა იყოს ყველაფრის თავი და თავი დ არა, ის, თუ რამდენჯერ ვლოცულობ დღეში და კვირაში რამდენჯერ დავდივარ მეე ეკლესიაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ამ ენერგეტიკული კავშირის დამყარება ყოველდღე უნდა გინდოდეს... არ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, გეცვას გამომწვევად... უნდა მოიშორო სახიდან ერთხელ და სამუდამოდ მაკიაჟი, რადგან მაკიაჟი, კოსმეტიკისგან განსხვავებით, ადამიანის გარეგნობას აუარესებს და ჯანმრთელობასაც ვნებს. ნუთუ ლამაზია ქალი, რომელსაც სახეზე ტონალური კრემი უსვია, რომელსაც ლურჯად ან შავად აქვს ამოღამებული ქუთუთოები და ტუში აქვს წამწამებზე წასმული? ტონალურ კრემს ხომ სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ის უბრალოდ ფერს უცვლის კანს... ჩემ მიერ ზემოთაღწერილი დეტალები შენ ალბათ წვრილმანები გგონია, მაგრამ ამ "წვრილმანების" უკან ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები დგას და ალბათ, სწორედ ამიტომ არ გაზიარებს მოძღვარი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ამ ენერგეტიკული კავშირის დამყარება ყოველდღე უნდა გინდოდეს... არ უნდა გაგიჩნდეს სურვილი, გეცვას გამომწვევად... უნდა მოიშორო სახიდან ერთხელ და სამუდამოდ მაკიაჟი, რადგან მაკიაჟი, კოსმეტიკისგან განსხვავებით, ადამიანის გარეგნობას აუარესებს და ჯანმრთელობასაც ვნებს. ნუთუ ლამაზია ქალი, რომელსაც სახეზე ტონალური კრემი უსვია, რომელსაც ლურჯად ან შავად აქვს ამოღამებული ქუთუთოები და ტუში აქვს წამწამებზე წასმული? ტონალურ კრემს ხომ სამკურნალო თვისებები არ გააჩნია, ის უბრალოდ ფერს უცვლის კანს... ჩემ მიერ ზემოთაღწერილი დეტალები შენ ალბათ წვრილმანები გგონია, მაგრამ ამ "წვრილმანების" უკან ბევრად უფრო სერიოზული მიზეზები დგას და ალბათ, სწორედ ამიტომ არ გაზიარებს მოძღვარი! მეც უპირატესობას ბუნებრივ გარეგნობას ვანიჭებ, არ ვხმარობ მაკიაჟს ბანკეტებზე წასვლის დროსაც კი ჩემი ბუნებრიობა საგრძნობია გარეგნულადაც და შინაგანადაც ლოცვას ნამდვილად დიდი ძალა აქვს, გეთანხმები მე ფორმალურად კი არა ცხოვრების წესით მინდა ვიყო ქრისტიანი მეთანხმები ამაში, თუ არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ფორმალური ქრისტიანი ქრისტიანი არაა. გეთანხმები, რა თქმა უნდა! მაგრამ ქრისტიანული ტრადიციების დაცვა და შესრულება ფორმალობა არაა, მერმუნე! მართლმადიდებლობას არ სჭირდება რეფორმები! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 ფორმალური ქრისტიანია ჩემთვის ქრისტიანი რომელიც მარხვის დროს ბავშვს სიკვდილამდე სცემს, დაუღრიალებს გარშემომყოფებს და ა.შ. მაგრამ კითხულობს ლოცვებს ჭამის წინ და ჭამის შემდეგ, ძილის წინ და ძილის შემდეგ და ა.შ. მან მიიღო ზიარება იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააკეთა და ქრისტიანია, ეკლესიურია და მე კი, მზრუნველი, თბილი, ჰუმანური, ოჯახის დედა და დიასახლისი, ქმრის და მშობლების პატივისმცემელი, უბრალოდ იმიტომ რომ ვერ დავიცავი მარხვა გარკვეული პირობების გამო, ვერ ვკითხულობ ლოცვებს და ვერ დავდივარ ეკლესიაში, არ ვარ ქრისტიანი? კრიტერიუმებია არასწორად შერჩეული და თუ რამ საჭიროებს რეფორმირებას მხოლოდ და მხოლოდ ეს, უნდა გადაიხედოს ჯვრისწერის, ნათლობის ზიარების და სხვადასხვა რიტუალის წესები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 შენი ეს სიტყვები ჰგავს ფარისეველის სიტყვებს რომელიც სინაგოგაში იდგა და უფალს მიმართავდა, უფალო, ნუთუ ამ ცოდვილ მეზვერეზე უკეთესი არ ვარო... ის მეზვერე კი თავდახრილი იდგა კუთხეში და ჩურჩულებდა "უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი"... ეს ეპიზოდი სახარებიდანაა... მთავარია ჩვენი ცოდვები შევინანოით და ჩვენი სული განვწმინდოთ... სხვა ადამიანებს ვინ, როდის და რატომ აზიარებს, ჩვენი საქმე არაა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 გაიხარე, მეც მაგას ვამბობ როგორც იქნა მივედით საერთო აზრამდე ამიტომ მიყვარს გონიერ ადამიანთან საუბარი მთავარია ყველამ საკუთარი ცოდვები მოინანიოს და ვიღაცის თვალში კი არ იყოს ქრისტიანი, არამედ უფლის წინაშე ძალიან სასიამოვნო იყო შენთან სჯა-ბაასი კარგი ადამიანი ხარ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 კარგია რომ შევთანხმდით! წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ! ღმერთს ებარებოდე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 კარგია რომ შევთანხმდით! წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ! ღმერთს ებარებოდე! შენ გაქვს ის, რაც მინდა რომ ეკლესიებში ყველამ ნახოს თანმიმდევრულობა, საკითხისადმი მართალი დამოკიდებულება და ყველაფერი, რაც საინტერესოა და მიმზიდველი შენ რომ ჩემი მამაო იყო, მე ხშირად, და არა მარტო მე, ძალიან ხშირად მოვიდოდი და ერთად ყველაფერს შევძლებდით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Doodlez Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 მე საერო პირი ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
_13_ Posted June 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 12, 2008 მე საერო პირი ვარ. ხო ვიცი, რომ იყო თქო ამიტომ დავწერე, არ დაიბნე : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nik0L0za Posted June 14, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2008 ახსარების ჩაბარება ჩემი აზრით ძალზე რთულია, რადგან შენთვის უცნობ ადამიანს უნდა უთხრა და მოუყვე შენი ცოდვების შესახებ. მაგრამ როცა მას იტყვი თითქოს ცოდვები მოგეხსნა ასეთი განცდა გაქ. რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ცოდვა ის არის რომ შეგნებულად შესცოდო და თქვა არაუშავს ახსარებას ვიტყვი და მეპატიებაო. მე მამაოებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ერთი მამაო ვიცი რომელიც ნარკომანია და ლოთი წარსულში ბევრი ცუდი გაუკეთებია. მე ასეთი მამაოს პატივის ცემა არ შემიძლია და მას მაოდ ვერ ვთვლი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.