Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ ჰარ მორწმუნე, იყავი შენთვის და გწამდეს შენთვის.

ჰოლო ვისი ღმერთი იაჰოვაა და ვისი ბუდა, ეს უყვე იმის საქმეა და არა შენი.

:papa: :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგარი გამიტყდა რეებიც წავიკითხე.

კომენტარს რაღა აზრი აქვს, ამ ფორუმზე სხვა სტილის ხალხია. (ერთი ორს კი შემორჩა ჯანსაღი აზრი)

:blink: ძაან ტეხავს რომ გავიცინო? :user:

მართლმადიდებელ მშობელთა კომიტეტი 4 ევერ :vik:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 months later...
როგორ თვლი, შენი ცხოვრების გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?

 

ან თუ მიდიხარ რა თქმა უნდა მისკენ...

გულით მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი იაგავია კაცი ხედავს ორი ადამიანის ნაკვალევს და უფალი ეკითხხება იცნო თუ არა ეს ნაკვალევი,მან უპასუხა რომ ერთი თავისია ხოლო მეორე არ იცის ვისია,მაშინ ღმეთმა უთხრა ის მეორე ჩემი,რადგან სულ მუდამ შენთან ვარო.

შემდეგ ამ კაცმა უთხრა მაინც მიგიტოვებივარ უფალო,რადგან ზოგ ადგილას მხოლოდ ერთი კაცის ნაკვალევი ჩანსო,ხოლო უფალმა უთხრა განსაცდელის ჟამს ხელში აყვანილს გატარებდიო.

 

აი ამის მწამს მეც ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და სვხათა შორის არსებობს ღმერთის არსებობის 5 დამამტკიცებელი საბუთი

_13_

:)

 

თუ ვინმე ჩაერთვება დისკუსიაში, შემიძლია, ხუთივე ჩამოვთვალო განმარტებებით

ძალიან დამავალებთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

მე მწამს რომ ღმერთი არსებობს. ანუ რომ არსებობს ის ვინც შექმნა სამყარო და ყვეაფერი რაც სამყაროშია. ის ფაქტი, რომ ადამიანებმა ზუსტად არ ვიცით როგორ და როდის შეიქმნა ეს ყველაფერი, არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად რომ ის ვამტკიცოთ თითქოს ღმერთი არ არსებობს.

ღმერთი არც ისეთ ბაბუაწვერად მიმაჩნია რომელიც ღრუბლებში სადღაც შორს ზის და არაფერი ანაღვლებს რა და როგორ ხდება დედამიწაზე. არც ფრთიანი ანგელოზები დარბიან მის გარშემო და არც ადამიანის ფორმისაა. ღმერთი მე მიმაჩნია ცოცხალ პიროვნებად, რომელიც ადამიანის თვალით შეუძლებელია დაინახო. ანუ ფიზიკურად ვერ დაინახავ ღმერთს. ის ვინც სამყარო შექმნა, ის სამყაროზე გაცილებით მაღალი, ძლიერი და რთული უნდა იყოს. მას ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ. სამყაროს 95%-ტი მეცნიერებისთვის შეუცნობელია. ახლა მითხარით, სამყაროს შემქმნელის შეცნობა და გაგება ადამიანს შეუძლია? :D ის თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი, ამის გაგება მჯერა რომ შესაძლებელია. ქრისტიანობა (და არა მართლმადიდებლობა) ასწავლის თუ ვინაა ღმერთი, როგორია ის და რა განზრახვები აქვს ადამიანებთან მიმართებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
ჩემი უფალი, მხსნელი და მაცხოვარი ყოვლადწმიდა სამებაა და მისი მეორე ჰიპოსტასი ხორცშესხმული ღმერთი, ცოდვათა მიმტევებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი, მკვდრეთით მესამესა დღესა აღმსდგარი და ცხოვრების მომნიჭებელი იესუ ქრისტეა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

"როგორადაც აზროვნებს ადამიანი, როგორიცაა მისი მრწამსი და განწყობილება ისეთია მისი ღმერთი, რა ფასი და ღირებულებებიც ადამიანს აქვს, ის ფასი და ღირებულებები აქვს მის ღმერთსაც და არა მასზე მეტი, ღმერთის ცნობიერება ადამიანის თვითცნობიერებაა, ღმერთის შემეცნება - ადამიანის თვითშემეცნებაა. ადამიანი მისი ღმერთით შეიმცნება, ხოლო მისი ღმერთი პირიქით ადამიანისგან, ორივე ერთია. ის რაც ადამიანისთვის ღმერთია, მისი გონია, მისი სული, ხოლო ის რაც ადამიანის გონია, მისი სულია, მისი გულია - ის მისი ღმერთია. ღმერთი ადამიანის გაცხადებული შინაგანი თვითობაამ გამოთქმული თვითობა, რელიგია კი ადამიანის დაფარულ საუნჯეთა საზეიმო გახსნაა, მის უშინაგანეს აზრთა ათიარება, მისი სიყვარულის საიდუმლოებათა აშკარა აღსარებაა."

 

ესე თქვა ერთმა ჭკვიანმა ფილოსოფომა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგებ ღმერთი როგორია ვერასდროს,

თუკი ვიქნები ისეთი როგორიც დღეს ვარ,

ღმერთის გააზრება ინტელექტუალური ფორმულებით შეუძლებელია,

ადამიანმა უნდა იცხოვრო სათანადოდ,

ადამიანი-ეს არის როგორც მისი სული, ასევე სხეული და ფშვინვიერი სამყარო,

სამივე სხეული უნდა დაექმვემდებაროს გარკვეულ დისციპლინას რომ მომწიფდეს ღმერთის შეცნობისთვის,

მოუმწიფებელ ადამიანს კი ათასანაირი ფანტაზია შეაწუხებს იმის შესახებ თუ როგორია ღმერთი,

ღმერთი კი უცვლელია, ის ჭეშმარიტებაა და ადამიანის ფანტაზიის შესაბამისად არ იცვლება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი კი უცვლელია, ის ჭეშმარიტებაა და ადამიანის ფანტაზიის შესაბამისად არ იცვლება

ელემენტარულად ძველი აღთქმის ღმერთი განსხვავებულია ახალი აღთქმის ღმერთისგან...

ვერ გავიგებ ღმერთი როგორია ვერასდროს,

თუკი ვიქნები ისეთი როგორიც დღეს ვარ,

ღმერთის გააზრება ინტელექტუალური ფორმულებით შეუძლებელია,

საკუთარ თავის შეცნობა უნდა საკუთარი ღმერთის შეცნობას....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელემენტარულად ძველი აღთქმის ღმერთი განსხვავებულია ახალი აღთქმის ღმერთისგან...

მართლმადიდებლურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი ტერმინი ვეტხი ჩელოვეკ, ანუ ძველი აღთქმის დროინდელი ადამიანი (კნინობითი ფორმაა ერთგვარი)

ანუ ადამიანი, რომელიც არაა ქრისტიანი და სულიერად განუვითარებელია, შესაბამისად ღმერთი თავის რჩეულ ერს (ებრაელებს) ეცხადებოდა ისე როგორც შეეძლო ამ ერს აღექვა ის, მაგრამ თავად ღმერთი ბუნებრივია რომ არ იცვლებოდა,

ყოველ შემტხვევაში ქრისტიანული სამყარო თვლის რომ ღმერთი არ იცვლება, არ ვითარდება და მითუმეტეს არ დეგრადირდება,

შესაძლებელი რომ იგი სხვადასხვა ფორმით წარსდგეს ადამიანის წინაშე, მაგრამ არსობრივად იგივე რჩება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველ შემტხვევაში ქრისტიანული სამყარო თვლის რომ ღმერთი არ იცვლება,

რას თვლის ქრისტიანული სამყარო ეს ერთია და მეორე თუ კი ბიბლიურ მითოლოგიას (ჩემთვის მითოლოგიაა) მივუყვებით აშკარად სახეცვლილ ღმერთს ვნახავთ.

 

ძველი აღთქმის ღმერთი ადამიანებს სჯის, გენოციდს უწყობს

ახალი აღთქმის ღმერთი ანუ ქრისტე არის გაცილებით ჰუმანური ადამიანთა მიამრთ

 

სახეცვლილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანების წარმოდგენების შეცვლა მოხდა შესაბამისად შეიცვალა მათი რელიგიური შეხედულებები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას თვლის ქრისტიანული სამყარო ეს ერთია და მეორე თუ კი ბიბლიურ მითოლოგიას (ჩემთვის მითოლოგიაა) მივუყვებით აშკარად სახეცვლილ ღმერთს ვნახავთ.

 

ძველი აღთქმის ღმერთი ადამიანებს სჯის, გენოციდს უწყობს

ახალი აღთქმის ღმერთი ანუ ქრისტე არის გაცილებით ჰუმანური ადამიანთა მიამრთ

 

სახეცვლილება გამომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანების წარმოდგენების შეცვლა მოხდა შესაბამისად შეიცვალა მათი რელიგიური შეხედულებები...

ეხლა, შენ თვლი რომ ღმერთი ადამიანმა შექმნა,

და შესაბამისად ადამიანის აღქმა განაპირობებს თუ როგორია ღმერთი,

მე კი ვთვლი რომ პირიქით, ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანი იცვლება,

ადამიანი ცხოვრობს დროში

 

ვთქვათ ადამიანის შეხედულებები ფიზიკურ მოვლენებთან დაკავშირებით იყო ძალიან მწირი ჩვ.წ. აღრიცხვამდე და ადრეულ თუ შეა საუკუნეებში,

დღეს ადამიანმა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლაში დიდი პროგრესი განიცადა,

მაგრამ ამის და მიუხედავად ცნობიერება არ განაპირობებს სამყაროში არსებული ფიზიკური სხეულების არსებობას და მათ თვისებებს,

ანუ არსებობს გარკვეული ფიზიკური კანონები რომლებიც არ იცვლება-იცის თუ არა ადამიანმა რომ ასეთი კანონები არსებობს თუ არა, ეს კანონები მაინც აგრძელებენ მოქმედებას,

 

ღმერთი ადამიანისგან თავისუფალია და ბიბლიას არ შეუქმნია ღმერთი,

პირიქით, ღმერთის არსებობის გამო შეიქმნა ეს წიგნი, შესაბამისად წიგნი ვერ განაპირობებს ღმერტის თვისებებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვთქვათ ადამიანის შეხედულებები ფიზიკურ მოვლენებთან დაკავშირებით იყო ძალიან მწირი ჩვ.წ. აღრიცხვამდე და ადრეულ თუ შეა საუკუნეებში,

დღეს ადამიანმა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლაში დიდი პროგრესი განიცადა,

მაგრამ ამის და მიუხედავად ცნობიერება არ განაპირობებს სამყაროში არსებული ფიზიკური სხეულების არსებობას და მათ თვისებებს,

ანუ არსებობს გარკვეული ფიზიკური კანონები რომლებიც არ იცვლება-იცის თუ არა ადამიანმა რომ ასეთი კანონები არსებობს თუ არა, ეს კანონები მაინც აგრძელებენ მოქმედებას,

ვერ გავიგე, რა მოიყვანე შენ ძველი აღთქმის ღმერთსა და ახალი აღთქმის ღმერთს შორის იმისა რომ უცვლელი იყო.

 

ღმერთის დამოკიდებულება თუ იცვლება ესეგი ღმერთიც იცვლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...