Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სემი ლი – ”6 მოგება გვჭირდება”


Recommended Posts

http://img.dailymail.co.uk/i/pix/2007/04_03/SammyLeeR_468x337.jpg

 

 

“წითლები” სტუმრობენ ბირმინგემს დღეს საღამოს St Andrews – ზე. მერსისაიდელები ეცდებიან არ დააგდონ სანდერლენდთან აღებული ტემპი და დაამარცხონ “ლურჯები”, იმისთვის, რომ კიდე უფრო მიუახლოვდნენ ოთხეულს. ლი რთულ თამაშს ელის და იცის, რომ მათ ადვილი გასეირნება არ ელით ალექს მაკლიშის ბიჭების წინააღმდეგ, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ “წითლებს” მოვალეობა მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაა, იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნონ.“ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე ვიცით, ვიცით თუ როგორ ვიმოქმედოთ სეზონის წარმატებულად დასრულებისთვის,” განუცხადა მან ლივერპულის ოფიციალურ საიტს.

 

 

“გუნდმა უნდა მოიგოს ექვსივე თამაში, შემდეგ ვნახოთ რა იქნება. თუ ეს ასე არ მოხდა და ყველა დარჩენილი თამაში ვერ მოვიგეთ, მაშინ მხოლოდ ღმერთის წყალობა თუ გვიხსნის. გუნდში ყველამ იცის თავისი მოვალეობა.”

 

 

“მატჩის ბედს გადაწყვეტს თამაშის სტილი. ვინც მოწინააღმდეგეს თავზე მოახვევს თავის თამაშს, ის მოიგებს. დარწმუნებული ვარ, გამოცდილება თავისას გაიტანს და 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება. ვიცით, რომ დარჩენილი 6 შეხვედრა ურთულესი იქნება, მაგრამ ლივერპული ყველანაირი გამოწვევისთვის მზად არის.”

 

 

დღეს ლივერპულის და ბირმინგემის დაპირისპირება შედგება ინგლისის დროით 3 საათზე ( ჩვენი დროით 6 –ზე ). მერსისაიდელები ეცდებიან გახდნენ მესამე გუნდი, რომელმაც მოახერხა და დაამარცხა ბირმინგემი გასვლაზე.

 

 

“მხოლოდ ტოტენჰემს აქვს გაშვებული ბირმინგემზე ცოტა გოლი. აქედანაც ჩანს თუ რა სირთულის წინაშე მოუწევთ “წითლებს” ჭიდილი,” დაამატა ლიმ.

 

 

“მაკლიშის გუნდს კარგი სეზონი აქვს, თუმცა ეს მე არ მაკვირვებს, რადგან კარგი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული. მაკფადენი სახიფათოა, კევინ ფილიფსი შემოდის სათადარიგოდან და იტანს გოლებს, კამერონ ჯერომესაც უნდა ვუფრთხილდეთ. ამათთან ერთად მათ ჰყავთ ლი ბოიერი, ბარი ფერგიუსონი, ჯონსონი და დანი დაცვაში. ასე, რომ კარგი შემადგენლობაა.”

 

 

“St Andrews – ზე თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ აქამდეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ლივერპული ყველანაირი გამოწვევისთვის მზად არის. ბირმინგემის შემდეგ ბენფიკას ვუპირისპირდებით ენფილდზე და ყველაფერს ვიზამთ, თავს არ დავზოგავთ გასამარჯვებლად. დარწმინებული ვარ ამისთვის მზად ვიქნებით,” დაასრულა ლიმ.

 

 

 

 

წყარო: www.LiverpoolFc.Tv

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...