Jump to content
Planeta.Ge

საქართველო გაკოტრების ზღვარზე


Recommended Posts

[Courrier. Foreignpress.ge]

საქართველოს სახელმწიფოს გაკოტრება ელის „საქართველო ეკონომიკური გაკოტრების (დეფოლტის) ზღვარზეა, რაც 2013 წლისთვის შეიძლება რეალობად იქცეს (ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება)“, ამტკიცებს რუსული გაზეთი „ვზგლიადი“. ქართველი ეკონომისტი დავით ნარმანია აზუსტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 80.3%-ს, ანუ 8.6 მილიარდ დოლარს (6.35 მილიარდი ევრო)“ მიაღწია და პროცენტულად ვალების გადახდას წელიწადში 800 მილიონი დოლარი (590 მილიონი ევრო) სჭირდება. მისი თქმით, „საქართველოს ასეთი ფული არა აქვს და მას ასეთ თანხას არც არავინ მისცემს“.

 

მართლაც, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების არ არსებობის პირობებში, თბილისმა როგორც სჩანს სესხის აღების უნარი ამოწურა. საქართველოს სახელმწიფოს ვალი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ასე გამოიყურება: მსოფლიო ბანკის ვალი – 1.2 მილიარდი დოლარი, მსოფლიო სავალუტო ფონდი – 848 მილიონი, აზიის რეკონსტრუქციის ბანკი – 184 მილიონი, ევროკავშირი – 50 მილიონი, რომ აღრაფერი ვთქვათ ისეთ კრედიტორებზე, როგორებიც არიან გერმანია (196 მილიონი), რუსეთი (118 მილიონი), იაპონია (55 მილიონი) და აშშ (36.7 მილიონი), კონსალტინგური კომპანია Georgian Investment Group-ის შეფასებით „ასეთი პატარა ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე 20 000 დოლარი ვალი – ძალიან სახიფათო ტვირთია“.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=10062

 

პ.ს. ყველაფერი კარგადაა დანიის სამეფოში....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომღაც ეს საკითხი არც ამ ფორუმზე და რაც მთავარია არც ქვეყანაში არავის არ აღელვებს. არც ოპოზიციიდან დამინახია განსაკუთრებული შეშფოთება. ამ დროს მართლა საგანგაშოა. ედიკას დროს ორი მილიარდი იყო და ყველა ამაზე ლაპარაკობდა, რა გადაიხდისო. ეს ჩემი ცოდვით სავსეები, რასაც აკეთებენ, განსაკუთრებით გზებს, სულ ვალით და კიდევ გვამადლიან.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომღაც ეს საკითხი არც ამ ფორუმზე და რაც მთავარია არც ქვეყანაში არავის არ აღელვებს. არც ოპოზიციიდან დამინახია განსაკუთრებული შეშფოთება. ამ დროს მართლა საგანგაშოა. ედიკას დროს ორი მილიარდი იყო და ყველა ამაზე ლაპარაკობდა, რა გადაიხდისო. ეს ჩემი ცოდვით სავსეები, რასაც აკეთებენ, განსაკუთრებით გზებს, სულ ვალით და კიდევ გვამადლიან.

მე მაღელვებს, მაგრამ რა ვთქვა და რა ვქნა არ ვიცი. მე კაი ხანია ჩაქნეული მაქვს ხელი. ჯერ სადა ვართ, სომალივით გაგვიჭირდება.

 

 

აბა გრეჩიხა ჯობდა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...