Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სტატია რომელიც ყველამ უნდა ნახოთ…


Recommended Posts

http://i41.tinypic.com/jinxq1.jpg

 

 

გთავაზობთ ძალიან საინტერესო და ვრცელ სტატიას ბენფიკა- ლივერპულის მატჩის არბიტრის თითოეული არასწორი გადაწყვეტილების შესახებ…

 

 

 

 

ამ თამაშის ნებისმიერ მაყურებელს ნამდვილად დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მსაჯი, ჯონას ერიქსონი აშკარად პორტუგალიური კლუბის მხარეს “თამაშობდა”… მოდით დეტალურად განვიხილოთ მისი შეცდომები:

 

 

 

 

6 წუთი – ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ფოტოზე ასახული მომენტი აშკარად იმსაუხრებდა მინიმუმ ჯარიმას მაინც. ბენფიკას ფეხბურთელმა, ხავი გარსიამ ზედმეტად მაღლა აწია ფეხი და რაიან ბაბელს თავში ჩაარტყა. ეს მომენტი მსაჯმა საერთოდ არ შეაფასა და თამაშიც კი არ გააჩერა, ვიდრე ბაბელი მოედნიდან ექიმებმა არ გაიყვანეს…

 

 

 

 

http://i43.tinypic.com/2ppihe1.jpg

 

 

 

 

29 წუთი – რამოდენიმე წამით ადრე, ვიდრე ლუისაო ტორესს წააქცევდა, ბაბელმა ხელით წააქცია რამირესი, რაზეც მსაჯმა საერთოდ არ მოახდინა რეაგირება. მას რომ თამაში გაეჩერებინა იმ ეპიზოდში, არც ლუისაო წააქცევდა ტორესს და ბაბელის არ მიიღებდა წითელ ბარათს. პატარა შეცდომა – დიდი შედეგი…

 

 

 

 

http://i43.tinypic.com/2ppihe1.jpg

 

 

 

 

29 წუთი – ალბათ მატჩის ყველაზე სადაო მომენტი. ბენფიკას კაპიტანი, ლუისაო იღებს ყვითელ ბარათს ტორესისთვის უკნიდან ჩარტყმისთვის. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ზოგიერთი მსაჯი ასეთ ეპიზოდებში პირდაპირ წითელ ბარათს აძლევს ფეხბურთელს.შემდეგ ლუისაო ყვირილს უწყებს რაიან ბაბელს. ლივერპულის თავდამსხმელი კი მას სახეზე ეხება და პირზე აფარებს ხელს, რაც მატჩის არბიტრმა უმძიმეს დანაშაულად მიიჩნია და პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა ჰოლანდიელ ფეხბურთელს… ამ მომენტში ლუისაოს მეორე ყვითელი უნდა მიეღო წესით. ერთი ტორესის წაქცევისთვის და მეორე ბაბელთან და მსაჯთან კამათისთვის. თუმცა ბენფიკას კაპიტანი რატომღაც კვლავ მოედანზე რჩება… ასევე საოცარი ის ფაქტი, რომ მსაჯი ლუისაოს ორჯერ უჩვენებს ყვითელ ბარათს, რაც წესების მიხედვით პირდაპირ წითელ ბარათს ნიშნავს, თუმცა პორტუგალიელი მცველი არ ტოვებს მოედანს და მსაჯიც არაა წინააღმდეგი… შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ ვიდეოშიც…

 

 

 

 

 

 

 

 

 

37 წუთი – სტივენ ჯერარდის ჩაწოდება აცდა დირკ კიუიტს, ბენფიკას მეკარემ მოიგერია ბურთი, რომელიც ტორესს მიუვიდა და ფერნანდომაც გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა თამაშგარეს გამო არ ჩათვალა ის.  პირველ რიგში იყო თუ არა კიუიტი თამაშგარეშე ესეც ძალიან სადავო საკითხია, მაგრამ რაც მთავარია – ფეხბურთის წესებით თამაშგარეს გამო გოლი არ ითვლება, თუ ის ფეხბურთელი, რომელიც ოფსაიდშია, რაიმე წვლილს იღებს გოლის გატანაში, დირკ კიუტი კი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა გოლის გატანაში. იგი არც ბურთს შეხებია და ტორესს ბურთი ბენფიკას მეკარისგან მიუვიდა. ფერნანდო კი თამაშგარე ზოლიდან და ვითუმეტეს კიუიტისგან ძალიან შორს იმყოფებოდა…

 

 

 

 

http://i42.tinypic.com/20huf6s.jpg

 

 

 

 

45 წუთი – ყველაზე უაზრო ყვითელი ბარათი რომელიც კი შეიძლება ნახო ფეხბურთში. ინსუამ ფაქტიურად ნახევარი წამით მოკიდა ხელი აიმარს, რომელიც სისწრაფეში ჩამორჩა ლივერპულის მცველს და გაჩერდა. შესაძლოა მსაჯს ვერ დაენახა კარგად ეპიზოდიდა დაენიშნა ჯარიმა, მაგრამ ყვითელი ბარათიც?!

 

 

 

 

http://i43.tinypic.com/ve536b.jpg

 

 

 

 

49 წუთი – ერთადერთი შემთხვევა როცა რეფერი დაეხმარა ლვიერპულს. მან პენალტი არ დადო, მაშინ როცა ლუკასს საჯარიმოში მოხვდა ბურთი ხელზე. ამ ეპიზოდის შემდეგ ლუკსმა მსაჯს მიუთითა, რომ ბურთი სახეზე მოხვდა, რეფერიმ კი ბენფიკას ფეხბურთელებს აუხსნა, რომ ბურთი ლუკასს მზარზე მოხვდა… მან წესიერად ვერც მომენტი დაინახა და ვერც ლუკასის აღსარება…

 

 

 

 

http://i43.tinypic.com/rtm975.jpg

 

 

 

 

58 წუთი – პენალტი ლივერპულის კარში, სამართლიანად, თუმცა ამის შემდეგ როგორ რჩება ინსუა მოედანზე. ეს ეპიზოდი ნამდვილად იმსახურებდა ყვითელ ბართს მაინც. ემილიანოს კი უკვე ქონდა 1 გაფრთხილება. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში ჩემპიონთა ლიგაზე არსენალი – ბარსელონას მატჩიდან გააძევეს მოედნიდან კარლეს პუიოლი…

 

 

 

 

http://i44.tinypic.com/i1w4lu.jpg

 

 

 

 

59 წუთი – ვიდრე ოსკარ კარდოზო პენალტის შესრულებისას ბურთს შეახებდა ფეხს, უკვე საჯარიმოშ იორი ბენფიკას ფეხბურთელი იყო. რის გამოც აუცილებლად უნდა გამეორებულიყო თერთმეტმეტრიანი დარტყმა. თუმცა ასე არ მოხდა…

 

 

 

 

http://i41.tinypic.com/jinxq1.jpg

 

 

 

 

63 წუთი – ტიპიური ყვითელი ბარათის სიტუაცია. ლუისმა ტორესის შესაჩერებლად, რომელიც საჯარიმოში აწვდიდა, ფეხი ჩაუდგა მას. ასეთ შემთხვევაში მას მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო და დაეტოვებიინა მოედანი, მაგრამ საჯმა კვლავ დაინდო იგი…

 

 

 

 

http://i39.tinypic.com/1584m80.jpg

 

 

 

 

74 წუთი – კიდევ ერთი უაზრო გადაწყვეტილება მსაჯის მხრიდან. მან რეინა ყვითელი ბარათით დასაჯა დროის გაყვანის გამო. მიმოხილვაში კი აშკარად ჩანს, რომ რეინას ბურთის ფლობა იმ მომენტში სულ რაღაც 6 წამი გრძელდება. ორი წუთის შემდეგ კი ბენფიკას მეკარე 21 წამით აჩერებს ბურთს და მსაჯი ყურადღებასაც კი არ აქცევს ამ ფაქტს…

 

 

 

 

http://i41.tinypic.com/9931h1.jpg

 

 

 

 

79 წუთი – ისევ მოედანზე მყოფი 4 მოეკარე ვერ ამჩვენევენ ბენფიკას ფეხბურთელს საჯარიმოში, როცა პელნალტის შემსრულებელი კარდოზო ჯერ არც კი მიახლოებია ბურთს… გაითვალისწინეთ რომ მსაჯი იქვე დგას, მაგრამ როგორც ჩანს საკუთარ დედასაც მხოლოდ სათვალებით ცნობს ხოლმე…

 

 

 

 

http://i39.tinypic.com/124d2cl.jpg

 

 

 

 

ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ 1 დასვკნა გამომაქვს, რომ უეფა არ უნდა აძევდეს მსგავსი ტიპის მსაჯებს ევროპის ლიგის და ნებისმიერი სხვა პრინციპულად მნიშვნელოვანი მატჩის განსჯის უფლებას… მაშინ როცა მსაჯი ასეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებს, რის გამოც გუნდი მარცხდება, მინიმუმ ს…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...