Jump to content
Planeta.Ge

უზერებო, რატომ ვანგრევთ გალავანს,, რომელიც განადგურებისგან გვიცავს?


Recommended Posts

"აღმოხდების მზე და წარხდების მზე და უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.

სამხრეთისკენ მიქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ , ბრუნავს, ბრუნავს, მიქრის ჟამი და უბრუნდება ისევ თავის წრეს..."

(ეკლესიასტე-1.6.)

 

 

 

 

ოთარ ჭილაძე "პრობლემა ნამდვილად ბევრი გვაქვს – ამას ვერც დავმალავთ, ვერც

მივაფუჩეჩებთ – მაგრამ ჩვენთვის, ჯერჯერობით, მთავარი პრობლემა მაინც

ფიზიკური გადარჩენაა. ვიდრე არსებობს (სამწუხაროდ, არსებობს) ჩვენი,

როგორც ხალხის გაქრობის საფრთხე, ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მსჯელობა,

მეტი რომ არ ვთქვათ, თავის მოტყუებაა".

 

ლიცემერი: უზერებო, ხშირად მიფიქრია- როგორ გადარჩა ქართველი ერი, როდესაც ისტორიას ჩაბარდა ბევრი ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი, ძლიერი და მონოლითური ერი.

 

იქნებ ჩვენმა მეომრულმა თვისებებმა გვიხსნა? თავს ნუ მოვიტყუებთ, ყველას კარგად მოგვეხსენება რომ ასე არ არის.

 

და მაინც, რამ გადაგვარჩინა?

 

 

უზერებო, და თუ ასეა, მაშინ რატომ ვანგრევთ გალავანს, რომელიც განადგურებისგან გვიცავს? რა გვჭირს, რამ დაგვაქლიავა?

 

და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ერს გაქრობის საფრთხე?

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

უზერებო თუ ასეა, მაშინ რატომ ვანგრევთ გალავანს, რომელიც განადგურებისგან გვიცავს? რა გვჭირს, რამ დაგვაქლიავა?

 

და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ერს გაქრობის საფრთხე?

 

--------------------

ქრისტე აღსდგა რამაზ!

მანდამაინც დიდ ნგრევას ამ კუთხით ვერ ვხედავ, თუმცა არის ცალკეული გამოხტომები.

არც მგონია რომ განადგურების საფრთხე რეალური იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც მგონია რომ განადგურების საფრთხე რეალური იყოს.

მე კი... საფრთხეს ვხედავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრისტე აღსდგა რამაზ!

ჭეშმარიტად აღსდგა!

 

არც მგონია რომ განადგურების საფრთხე რეალური იყოს.

ოთარ ჭილაძეს სიტყვებით გიპასუხებ. ჩემო მიშა.

 

"პრობლემა ნამდვილად ბევრი გვაქვს – ამას ვერც დავმალავთ, ვერც

მივაფუჩეჩებთ – მაგრამ ჩვენთვის, ჯერჯერობით, მთავარი პრობლემა მაინც

ფიზიკური გადარჩენაა. ვიდრე არსებობს (სამწუხაროდ, არსებობს) ჩვენი,

როგორც ხალხის გაქრობის საფრთხე, ნებისმიერ სხვა პრობლემაზე მსჯელობა,

მეტი რომ არ ვთქვათ, თავის მოტყუებაა, სიმართლისთვის თვალის არიდებაა,

უფრო მეტიც, ბრძოლის ველიდან გაქცევაა და გავრბივართ კიდეც – არც ამის

დამალვა დაგვაყრის ხეირს – სოკოებივით მრავლდება საზღვარგარეთ ქართული

სათვისტომოები, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ხალხისთვის უაღრესად

სახიფათო მოვლენაა. რასაკვირველია, უმიზეზოდ არავინ მიდის, მაგრამ მიზეზს,

პრობლემისა არ იყოს, რა გამოლევს, თუკი საზოგადოზე მაღლა პირადულს

დავაყენებთ, ანუ, ქვეყნის კი არა, თავის გადარჩენაზე ვიფიქრებთ მხოლოდ.

ყველა მიზეზი საპატიოა შინიდან წასასვლელად, როცა შინ ყველა იმედი

ამოწურულია. უფრო მეტიც, სიბრიყვეც და სილაჩრეც ერთგვარი ალიბის

მნიშვნელობას იძენს და პასუხისმგებლობის გრძნობიდან განთავისუფლებს თუნდაც

მხოლოდ საკუთარ თვალში. «დალაგდება ქვეყანა და ჩამოვალ» – ამ პირობით

ტოვებს უმრავლესობა აქაურობას, მაგრამ იმას კი აღარ ამბობენ, ვინ

დაალაგებს აქაურობას მათ მაგივრად. შეიძლება, ცოტას ვაზვიადებ, ზედმეტად

მკაცრად ვლაპარაკობ საკუთარ სისხლსა და ხორცზე, მაგრამ როგორც გული

მიგრძნობს, წასულთა გარკვეულ ნაწილს სწორედ აქაურობა ადარდებს ყველაზე

ნაკლებად, შეიძლება, აღარც დაბრუნდეს შინ, სამუდამოდ აიცრუოს გული

სამშობლოზე, რომელმაც, თავის დროზე, ვერ დაიცვა, ვერ დააპურა, რადგან

თავად აღმოჩნდა მშიერი და დაუცველი."

 

მანდამაინც დიდ ნგრევას ამ კუთხით ვერ ვხედავ, თუმცა არის ცალკეული გამოხტომები.

ჩემი აზრით კი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ჩემი აზრით კი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა

ვიცი თეა თუთბერიძის უკან ვინც დგას, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ არაფერი არ გამოუვათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კომუნიაკებმა სცადეს - რა გამოუვიდათ აგერ ვხედავთ ყველა

ქრისტე აღსდგა ქალბატონო ნანა.

სწორი ბრძანდებით, 70 წელი ანგრევდნენ და ვერ დაანგრიეს.

ესენი კი არიან ნეობოლშევიკები, მაგრამ მათთან შედარებით ჩმორები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ქრისტე აღსდგა ქალბატონო ნანა.

ჭეშმარიტად აღსდგა!

გიხაროდენ! :(

ლ ი ც ი

:yes:

70 წელი ანგრევდნენ და ვერ დაანგრიეს.

ესენი კი არიან ნეობოლშევიკები, მაგრამ მათთან შედარებით ჩმორები.

100%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo :(

kisa:)

აღდგომას გილოცავთ , მეგობრებო

 

lasha_alo :yes:

kisa:*

აღდგომას გილოცავთ , მეგობრებო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა საქმეზე :(

 

კი, სავსებით რეალურია ქართველი ერის გადაშენება...

 

და თუ ჩვენ ჭკუა არ გვყოფნის მტერს (შინაურს, გარეულს) შევებრძოლოთ, რატომ უნდა გადავრჩეთ?

რა დამსახურების და ჩინ-მენდლების გამო?

 

პროცესები კი ისეთი მიდის, რომ მე დიდი იმედი არ მაქვს ჩვენი აღზევებისა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველი ერი მართლმადიდებლობამ იხსნა განადგურებისაგან

პირიქით. საქართველო მუსულმანური ქვეყანა რომ ყოფილიყო არ მოუწევდა იმდენი ომის წარმოება რაც უწევდა მუსულმანურ ქვეყნებთან (რადგან მათი მოკავშირე იქნებოდა) და დამანგრეველი შემოსევების დიდ ნაწილსაც ასცდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

პირიქით. საქართველო მუსულმანური ქვეყანა რომ ყოფილიყო არ მოუწევდა იმდენი ომის წარმოება რაც უწევდა მუსულმანურ ქვეყნებთან (რადგან მათი მოკავშირე იქნებოდა) და დამანგრეველი შემოსევების დიდ ნაწილსაც ასცდებოდა.

ქრისტე აღსდგა სატურნ ბატონო.

მაგიც არ იყო გამოსავალი.სუნიტები ვიქნებოდით სპარსელებე დაგვაწიოკებდნენ, შიიტები კო ოსმალეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ქრისტე აღსდგა სატურნ ბატონო.

მაგიც არ იყო გამოსავალი.სუნიტები ვიქნებოდით სპარსელებე დაგვაწიოკებდნენ, შიიტები კო ოსმალეთი.

არ ყოფილა ჩვენი საშველი...

 

ისე კი, "ერთმორწმუნე" რუსეთმაც არ დაგვაკლო ხელი... უფრო მეტიც, მოყვარე მტრად მოსული უფრო საშიშია ვიდრე მტერი მოსული მტრად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოყვარე მტრად მოსული უფრო საშიშია ვიდრე მტერი მოსული მტრად...

 

ასეა ... კომუნისტები პირდაპირ მტრობდნენ.. აშკარა მტერი კი გაძლიერებს...

ამიტომ ვართ დღეს უფრო მეტი საფრთხის წინაშე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...