planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 დღეს, თამაშის შემდეგ მილანელებმა კომენტარები გააკეთეს. მე გთავაზობთ რამდენიმე მილანელის კომენტარს. გალიანი: “არავის არ უფიქრია ახალი მწვრთნელის მოყვანაზე. ლეო დაკისრებულ მისიას თავს კარგად ართმევს და კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენთან და საზოგადოებასთან. მე ასეთი რამ არ გამიგია, რომ მისთვის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა შეეთავაზებინათ. რაც შეეხება თამაშს, დღეს კმაყოფილი ვარ. მე ვნახე მშვენივრად მომზადებული “მილანი”. ჩვენ არ მივეცით საშუალება “რომასა” და “ინტერს” უფრო დიდი სხვაობა გამხდარიყო ჩვენს შორის სხვაობა. ეს სამი გუნდი გამოკვეთილი ლიდერია. სასიამოვნოა, რომ ჩვენ პატარა შანსები გვაქვს. თუ ჩვენ დღეს მოვიგებდით, უკვე უნდა დაგვევიწყებინა ფიქრი სერია ა-ს პირველობაზე. “კატანიას” წინააღმდეგ რთული მატჩი გველის. დარჩა ექვსი თამაში და შესაძლო 18 ქულა. 11 წლის წინ, ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატის ბოლო შვიდი მატჩი და გავხდით ჩემპიონები. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი მოგება პირველია იმ შვიდი თამაშისგან და მერე ვნახოთ… მე მომწონს ტაქტიკა 4-2-ფანტაზია და დანარჩენს ლეონარდო გადაწყვეტს.” ლეო: ” ანტონინის შეეძლო გოლის გატანა? დიახ, და აბატესაც, მისი დამსახურებით გავიდა მესამე გოლი. ჩვე ყველანი თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ეს თამაში ურთულესი და უმნიშვნელოვანესი იყო. ჩვენ დავუბრუნდით ჩვენი თამაშის სტილს, პირველ ტაიმში ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით და კარგად ვითამაშეთ. ამ ორ გუნდს ერთმანეთის დამარცხება ძალიან უნდოდათ, ჩვენ ჩვენი ტაქტიკით, ბურთის კონტროლით და სისწრაფით გვინდოდა ამის გაკეთება, მათ კი კონტრ შეტევებით. კოსუ “კალიარისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრ პრობლემას გვიქმნიდა. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მეორე ტაიმშიც ვცდილობდით მეტოქეზე ზეწოლას. ეს მოგება გვჭირდებოდა, მან მორალური მხარეც გაგვიუმჯობესა. ჩვენ ამ ბოლო დროს მოკლებული ვიყავით მოგებებს. მე მოხარული ვარ პირველი ტაიმის გამო, რომელმაც ჩვენი თამაშის შედეგზე გავლენა იქონია.” ჯანლუკა ძამბროტა: ” ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი იყო იმ სხვაობის შენარჩუნებისთვის, რაც გვაქვს “რომასა” და “ინტერთან”, ორივე გუნდმა მოიგო დღეს… ჩვენი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმში ცოტა მოვეშვით. ისინი უფრო უტევდნენ და ჩვენც უფრო უკან დავიწიეთ. “მილანი” აგრძელებს ბრძოლას, დარჩენილია ექვსი თამაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველა მატჩი ფინალია, ანუ დარჩა ექვსი ფინალი, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით და იმედი ბოლომდე გვექნება.” ლუკა ანტონინი: ” გოლის გატანის შანსი პირველ ტაიმში? იქ “კალიარის” მცველები ბურთს ოდნავ შეეხნენ და ბურთიც ცოტათი გახტა. როცა “მილანი” გადავარჩინი გოლის გაშვებისგან, მე ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო და გამართლებაც, კოსუს დარტყმის შემდეგ. თითქოს გოლი გადიოდა… მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ კარი გადარჩა. მოგება ბოლო მატჩებში გვიჭირდა, გამარჯვება ასევე მორალურადაც კარგად იმოქმედებს. “კატანიასთან” ბოლო წუთამდე ყველაფერს გავიღებთ. ბოლოს და ბოლოს, მე ვხედავ, რომ წელს ძალიან დიდი და დადებითი სამუშაო შევასრულეთ. მორალური მხარე ამაღლებული გვაქვს და უკეთეს შედეგებს ველით. სხვათა შორის, მოედანი ძალიან ცუდი იყო… შეიძლება ეს მიზეზი დავასახელოთ, “კალიარის” მეორე გოლის გატანის გამო. მოედანი კარგი რომ ყოფილიყო, ანდრეა ალბათ ბურთს არ დაკარგავდა. მაგრამ ეს დიდად აღარ გვადარდებს. მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა. “კალიარისთან” მოგება ადვილი არაა, ისინი კარგად თამაშობენ, ძირითადად კონტრ-შეტევებზე, შედეგი შესანიშნავია. ჩვენ კომპლიმენტები გავუკეთეთ და შევაქეთ ერთმანეთი გასახდელში.” ზეედორფი: ” ეს კარგი თამაში იყო “კალიარისთან”, რომელიც მუდამ შეტევების განხორციელებას ცდილობს და თან რაც შეიძლება სწრაფად. ჩემი აზრით, “მილანმა” პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა ორი შეცდომაც დაუშვა. ჩვენ მესამე გოლის გატანას ვცდილობდით მაგრამ შეტევაში პირლო არ იყო კარგი, არც ბორიელო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა. მეორე ტაიმში ანტონინიმ ჩვენი კარი სასწაულებრივად გადაარჩინა, და ჩვენც გვქონდა რამდენიმე შანსი. მე მწვრთნელის არჩევანით მოხარული და ბედნიერი ვარ, ის მოგვიწოდებდა, ჩავრთულიყავით შეტევებში. ჰუნტელაარის გოლი? ძალიან შთამბეჭდავი იყო, მან იცის, როგორ დაარტყას კარგად. მე მოხარული ვარ მის გამო. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, და დაგვრჩა ექვსი…” ასევე კომენტარი გააკეთა “კალიარის” მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ: ” ჩვენ კარგად გამოვიყურებდით და წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ გავუშვით ხელიდან ბევრი შანსი, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. სკუდეტო? მილანის “ინტერი”ფავორიტია, “რომაც” ახლოსაა და “მილანი” ცოტა უფრო ჩამორჩება…” P.S. გილოცავთ ამ მართლაც რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ამ სეზონში ერთმანეთისთვის მოგება კიდევ 6-ჯერ მოგველოცოს, და იმ 6 მილოცვის შემდეგ კიდევ ბევრჯერ სკუდეტოს მოგება… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე “მილანის” მჯერა, დღეს მართლაც კარგად ითამაშეს და იმედია უკეთესადაც ითამაშებენ შემდეგ მატჩებს. http://acmilan.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts