Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მოგესალმებით

 

წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ http://Serv.Ge -ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (aka http://pics.ge ; http://photos.ge ).

საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

 

სერვისის დეტალების შესახებ:

 

1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);

2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);

3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;

4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);

5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;

6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;

7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;

8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

 

ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

 

გისურვებთ წარმატებებს,

http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზული განაცხადია . პროგრამულად დახვეწილია :)

მშვენიერი ნამუშევარია.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

გმადლობთ :givi:

სერვისის ჩართვიდან პირველი 24 საათის განმავლობაში 4000-ზე მეტი ფოტო აიტვირთა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

სურათის ატვირთვა ჩვენთანაც შეგიძლიათ ,მაგრამ თუ ტვირთავთ იქნებ გამოიყენოთ pix.ge

უბრალოდ ინფორმაციისათვის :yes:

ჯობია ქართულ სერვერზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერია , ტექნიკური შესრულება მომეწონა მაგრად. წარმატებები და დიდი მადლობა ამ სერვისისათვის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად გამორჩეული და ხარიხსიანი სერვისია .იმედია ქართული საიტები ისარგებლებენ და რეიტინგი არ მოკლდება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ესკიზის ზომის მითითებაც რომ შეიძლებოდეს ძალიან კარგი იქნებოდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Zghuladze

მართლა კარგი ნამუშევარია და ეტყობა კიდევაც

 

წარმატებები და უფრო მეტი წინსვლა

 

LegolaS

ბექა როგორ ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...