planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ლიდერებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. თავდაპირველად კი გაგრასა და დინამოს შესახებ ვისაუბროთ, რომელიც წვიმის თანხლებით ამერის სტადიონზე გაიმართა. შეხვედრა დინამოელებმა გურამ კაშიას ერთადერთო გოლის წყალობით მოიგეს. მორიგი სენცაცია გაახერხა სამტრედიამ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია და დედაქალაქელები საჩემპიონო რბოლას გამოეთიშნენ. მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა რუსთავის ოლიმპმა, ზუგდიდში ბაიასთან მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხეს და საკუთარ აქტივში პლიუს ერთი ქულა ჩაიწერეს, 1:1. ბევრისთვის გასაკვირი ანგარიში დაფიქსირდა ცხინვალის სპარტაკსა და ბოლნისის სიონს შორის, სიონი, რომელიც წლეულს არც ისე კარგად გამოიყურება დამაჯერებლად 3:1 სძლია მეტოქეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ეროვნულ ჩემპიონატში დარჩენისთვის. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts