planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 მაჰაჩკალის "ანჟიმ", რომლის რიგებშიც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი გამოდის, რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. დაღესტნელებმა საკუთარ მოედანზე "ალანიას" 2:0 სძლიეს. ქართველებიდან მატჩში მონაწილეობა დავით კვირკველიამ (შეფასება 6.0) და გოჩა ხოჯავამ (5.5) მიიღეს, ეს უკანასკნელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარან მეკარე ნუკრი რევიშვილი და გიორგი ილურიძე. იხილეთ fanebi.com ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts