planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tetrebi-150x150.gifპოლიტიკური პარტიების ლიდერები არასამთავრობო და საზოგადოების წარმომადგენლები 7 აპრილს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე” ოფისში შეიკრიბებიან და ერთიან განწყობას დაადასტურებენ, რომ არასოდეს არავის ეპატიოს უდანაშაულო ადამიანის სისხლი. როგორც “ექსპრესნიუსს” პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობეს, პროექტი “ამის პატიება არ შეიძლება” 7 აპრილს განხორციელდება, სადაც პარტიის ლიდერებმა საზოგადოების და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს. “ჩვენ 7 აპრლს შევიკრიბებით ხელისუფლების მონაწილეობით მოკლული უდანაშაულო ბიჭების მამების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის “გადაარჩინე სიცოცხლე” ოფისში და მიუხედავად ჩვენს შორის არსებულ პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ვადასტურებთ ერთიან განწყობას, რომ ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების საქმეა არსად, არასოდეს არავის ეპატიოს უდანაშაულო ადამიანის სისხლი. ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფს კი არსად, არასოდეს არ მიეცეს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება და საშუალება”,- ნათქვამია განცხადებაში. პოლიტიკური პარტიის “თეთრების” განცხადებით, საქართველოში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ უდანაშაულო ბიჭების სისხლში გასვრილ სააკაშვილის რეჟიმს და ამით უბედურების მონაწილეები ხდებიან. “ჩვენ გამოვხატავთ სინანულს იმის გამო, რომ საქართველოში უკვე 100 გადააჭარბა სააკაშვილის რეჟიმის “სამართალდამცეველთა” მიერ მოკლულ ადამიანთა რაოდენობამ და ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ამ რეჟიმისათვის საკადრისი პასუხის გაცემა, ამ რეჟიმისაგან საქართველოს გათავისულფება”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts