planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tofadze-gogi1-150x150.jpg“მრეწველთა” ოფისში გამართული კონსულტაციების დროს, პარტიათა ლიდერებმა არა საკრებულოს ერთიანი კანდიდატის, არამედ მერობის საერთო კანდიოდატის წარდგენის შესახებ დაიწყეს მსჯელობა. მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში გოგი თოფაძის თქმით, მონაწილეობას არა მარტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, არამედ ის პარტიებიც მიიღებენ, რომლებიც არჩვენებს ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა დიდი ელექტორატი ჰყავთ. ლიდერებმა აღნიშნულ პარტიებს შორის პირველ რიგში “ლეიბორისტები”, “ეროვნული ფორუმი” და “ნინო ბურჯანაძის” პარტია მოიაზრეს “დღევანდელ შეხვედრაზე თხუთმეტამდე საკითზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ საკრებულოს თავჯდომარეობის და მაჯორიტარული ოლქების საკითხზე მსჯელობა დროებით გადაგვედო, რადგან ჯერ კიდევ შესაძლებელია საერთო მერობის კანდიდატზე შევთანხმდეთ”,- განაცხადა სუბარმა. სუბარის განცხადებით, მთავარი 2 ძირითადი პრინციპი იყოს დაცული პარტიები დათმობებზე წავიდნენ ერთმანეთის მიმართ და იყვნენ რაციონალურები თავიანთ გადაწყვეტილებებში. კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელია ლევან გაჩეჩილაძე დასახელდეს მერობის კანდიდატად, გაჩეჩილაძემ პასუხს თავი აარიდა. მისი თქმით, განხილვის საგანი არა მისი კანდიდატურა არამედ თანამშრომლობის წესების და პრინციპების განხილვაა. კომენტარის გაკეთებისას გაჩეჩილაძემ, ტელეკომპანია “იმედის”, “რეალტივისა” და “პრაიმთაიმის” მიკროფონების აღება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კომენატარის გაკეთებაზე უარს ამბობდა. ლიდერთა განცხადებით, კონკრეტულად რა პრინციპებზე იქნება მსჯელობა და პოლიტიკური თამაშის რა წესებზე შეთანხმდებიან კონსულტაციების შემდეგ ეტაპზე გაირკვევა. პარტიათა ლიდერები დღეს, “კონსერვატიული პარტიის” ოფისში ეროვნულ საბჭოსთან გეგმავენ კონსულტაციებს, სადაც მთავარ საკითხად არა საკრებულოს საერთო კანდიდატის, არამედ მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევას დააყენებ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts