Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დიმიტრი შაშკინმა მე- 200 საჯარო სკოლის ბავშვებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkini23-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

 

 

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროსთვის ერთ-ერთი

მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლებაა.

 

 

“უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირება, მათ თავი მოსახლეობის სრულფასოვან წევრებად უნდა იგრძნონ. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს”, – აღნიშნა შაშკინმა.

 

 

მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან. ასევე ხელს უწყობენ, ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

 

სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლეა, მათგან 110 – პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. მათ 2008 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის “იაკობ გოგებაშვილი” ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...