planetanews Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ae20b4eb739a-150x150.jpgქრისტიანული სამყარო იერუსალიმში დღეს მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელის. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წმინდა მიწაზე ხვდება. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ღამის ლიტანიობაზე ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელია. იერუსალიმის ამ წმიდა ტაძარში შიგნით არის მოქცეული სწორედ ის გამოქვებული, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი დაასვენეს. გამოქვაბულის ადგილზე მცირე ზომის ეკლესიაა აგებული. აღდგომა ღამეს იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის ამ პატარა ტაძარში და ლოცულობს. სამღვდელოება და მორწმუნეები კი გარეთ დგანან და ცეცხლის გადმოსვლას ელიან. რამდენიმე წუთში იელვებს ცისფერი ნაპერწკლები და საფლავის ქვაზე წინასწარ მომზადებული კანდელი თავისით ინთება. პატრიარქს ხელში უჭირავს საგანგებოდ მომზადებული, ერთად შეკრული 33 კელაპტარი (იესო ქრისტე 33 წლისა აცვეს ჯვარს). პატრიარქი ანთებს კელაპტრებს და ზეციური ცეცხლი მორწმუნეებთან გამოაქვს. პირველი 10 წუთის განმავლობაში ცეცხლი არავის წვავს. იგი შეგიძლია მიიტანო სახესთან, მიადო ხელი და არ დაგწვავს, რადგან ის ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, 10-15 წუთის შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს იძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ზეციური წარმოშობისაა. იერუსალიმიდან ზეციური მადლმოსილი ცეცხლი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩააქვთ. საქართველოშიც, ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაბრძანებენ ხოლმე ღვთაებრივ ცეცხლს. ეს კანდელი საპატრიარქოში ინახება. მისგან ანთებული კანდელი სიონის ტაძრის საკურთხეველშიც ანთია. დილიდან ხალხმრავლობაა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ეზოში. მილიონობით მორწმუნე ისრაელში მთელი მსოფლიოდან ჩავიდა.გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პალესტინელ ქრისტიანებს წმინდა ქალაქში შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. ტურისტებს კი სამართალდამცველები მაცხოვრის წმინდა ადგილებზე მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებენ. წმინდა მიწაზე გუშინ ქრისტეს ჯვარცმის სცენაც გააცოცხლეს. მლოცველებმა გოლგოთამდე ის გზა გაიარეს, რომელიც სახარების თანახმად, იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მაცხოვრის გზა გოლგოთასკენ ათასობით ქრისტიანმა სასულიერო პირებთან ერთად გაიარა. კოსტუმირებული მსვლელობა ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით იყო დადგმული. პროცესია 14 ადგილზე შეერთდა, ისე როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. მსვლელობა გოლგოთას მთაზე მაცხოვრის საფლავამდე გაგრძელდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts