Jump to content
Planeta.Ge

ჰა ლევაკებო, ლიბერალებო და ეროვნულებო


Recommended Posts

ნუკრიკო

 

მზეს ხელისგულით ვერ დაჩრდილავ. კარგად იცი რომ ზვიადის სახელი ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის წმინდათაწმინდაა და ასეც იქნება სანამ საქართველო და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი იარსებებს.

 

კაცუნები ყოველ საუკუნეში ებრძოდნენ უფლის რჩეულ გმირთაგმირებთა წმინდა სახელს.

 

შევარდნაძეები, ორჯონიკიძები, ნოღაიდელები, მამრაძეები ისე იკრუნჩხებიან ზვიადის სახელის ხსენებაზე, როგორც ლიუციფერი ჯვრის დანახვაზე.

მაგიტომაც არ მიუშვეს ზვიადის ძეგლთან მეგრელებმა ნოღაიდელი და მისი თანამედროვე შულავერის კომიტეტი.

 

ზვიადის საქმენი უკვდავია და რაც უფრო ეცდებიან კაცუნები მისთვის ჩირქის მოცხობას, მით უფრო ელვარედ წარმოჩინდება მომავალი თაობისთვის მისი მარტვილობა საქართველოსთვის.

 

ზვიადი ღმერთკაცობრივი სიდიადით შემკული გმირი და მოწამეობრივი სიკდილით აღსრულებული მამულიშვილია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკვე დაიწყო სიმღერა "ზვიადი საქართველოა"? :)

 

სულ კარგად მოიხმარეთ თქვენი კგბ-შნიკი ზვიადი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

როგორი ეროვნული გმირიც ზვიადია ისეთი ეროვნული გმირი არის ორჯონიკიძე..

აჭარბებ აღარაა ეგ,

შესაძლოა მის გამარჯვებას ხელი შეეწყო ,მაგრამ სხვა მოტივაციით. 90ნების შესახებ ცუდი წარმოსახვა გაქვთ მთლიანად თქვენს თაობაში , რაც 90-ნელების პირდაპირი დამსახურებაა :))

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

აჭარბებ აღარაა ეგ,

შესაძლოა მის გამარჯვებას ხელი შეეწყო ,მაგრამ სხვა მოტივაციით. 90ნების შესახებ ცუდი წარმოსახვა გაქვთ მთლიანად თქვენს თაობაში , რაც 90-ნელების პირდაპირი დამსახურებაა smile.gif

შენი აზრით ვინ უფრო ობიექტურია შეფასებაში, ვინც მონაწილეობს პროცესში თუ ის ვინც აკვირდება პროცეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი აზრით ვინ უფრო ობიექტურია შეფასებაში, ვინც მონაწილეობს პროცესში თუ ის ვინც აკვირდება პროცეს?

ისტორიული რაკურსიდან ერთია მოვლენების ანალიზი, მონაწილის რაკურსიდან მეორე.

1)როდესაც ამბობ რადიკალურ მოსაზრებას არგუმენტებით უნდფა გაამაგრო. ან შედარებით მოზომილად ითქვას.(ჰიპოთეტიური მტკიცებისას მითუფრო)

მაგ: შენ ეხლა ზვიადისტები გამოლანძღე (პირდაპირ არა ირიბად) უწოდე რა მეორე სერგოს მხარდამჭერები. ეს უკიდურესობაა, რომელიც შენი მემარცხენე ხასიათის მიუხედავად არ გახასიათებს და ამაზე მაქვს შენიშვნა :))

2. გადაიკითხე ზვიად გამსახურდიასდროინდელი პრესა ადან ჰაემდე , მისი ბიოგრაფია.

მა ზვიადისტი არასდროს არ ვყოფილვარ , მაგრამ უსამართლობაა ამ სიმძიმის ზებრალდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ფაშისტი ნწუ.დანარჩენი კი ბატონო.თავისტავად მოძოვენ ერთ ყანაში...თუ ....

ეგრე არ გამოვა, თუ პრინციპი უნივერსალურია, მაშინ ფაშისტებსაც უნდა ვაძოვოთ..

 

--

რეალურად ცივილიზებულების მისაღებ დონეს მაშინ მივაღწევთ, როცა ცენტრისტი მემარჯვენეები და მემარცხენეები მოძოვენ მხოლოდ, უკიდურესები კი მარგინალები იქნებიან.. აი ეროვნულები კი ვაფშე ვინ არიან რო ვერ გავიგებთ.. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მაპატიე დღეს ნერვებზე ვარ მოშლილი და ორთქლს გამოვცემ, საერთოდ რადიკალიზმი არ მახასიათებს მარა დღეს მინდა ეს ორთქლი გამოვცე და რადიკალიზმის მორებში გადავარდე.. დღეს მაპატიეთ, დღეს ბოლომდე რადიკალი მინდა ვიყო...

1)როდესაც ამბობ რადიკალურ მოსაზრებას არგუმენტებით უნდფა გაამაგრო. ან შედარებით მოზომილად ითქვას.(ჰიპოთეტიური მტკიცებისას მითუფრო)

მაგ: შენ ეხლა ზვიადისტები გამოლანძღე (პირდაპირ არა ირიბად) უწოდე რა მეორე სერგოს მხარდამჭერები. ეს უკიდურესობაა, რომელიც შენი მემარცხენე ხასიათის მიუხედავად არ გახასიათებს და ამაზე მაქვს შენიშვნა smile.gif

რა თქმა უნდა ჩემს აზრს ვამბობ და არა სხვას და რა თქმა უნდა არ მაქვს დოიკუმენტი იმისა რომ ზვიადი თანამშრომლობდა კგბ-სთან, მხოლოდ ვარაუდი.

2. გადაიკითხე ზვიად გამსახურდიასდროინდელი პრესა ადან ჰაემდე , მისი ბიოგრაფია.

მა ზვიადისტი არასდროს არ ვყოფილვარ , მაგრამ უსამართლობაა ამ სიმძიმის ზებრალდება.

არამგონია უსამართლო იყოს, რადგან ყველაფერი რაც მე დავწერე კანონზომიერია და ამიტომ სავსებით დასაშვებია ჩემი ვერსია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე არ გამოვა, თუ პრინციპი უნივერსალურია, მაშინ ფაშისტებსაც უნდა ვაძოვოთ..

ისინი რაციონალური იუმორის ობიექტებად თუ წარმომიდგენიან. უხეშიაკრძალვა ბადებს მიზიდულობას(შეზღუდვა მხოლოდ კანონით) .საბედნიეროდ მისი სოციალური საფუძველი ჩვენთან მცირეა და ამდენად ნაკლებად მაშფოთებს,თუმცა რომმ იარსებებენ, ვერ გავექცევით.

რეალურად ცივილიზებულების მისაღებ დონეს მაშინ მივაღწევთ, როცა ცენტრისტი მემარჯვენეები და მემარცხენეები მოძოვენ მხოლოდ, უკიდურესები კი მარგინალები იქნებიან

ეს კი პოლიტიკური ელიტის ფორმირების პრობლემაა :)) კონკურენცია,ვაჭრობა,გარიგების უხამსი,მაგრამ აუცილებელი პროცესი , რომელსაც თან ახლავს ჩემს მიერ ნახსენები იდეათა ექსოპტი თუ იმპორტის თანხლებით.

ეროვნულები

მოდით ასე ვთქვათ -ეს მიმდინარეობა 2 მოვლენის შვილობილია 1) ობიექტური სახელმწიფოს ფორმირების იდეის პრიორიტეტი იმ წლებში 2) ქართული ტიპაჟის ბოლშევიზმი ,სადაც ეროვნული ის ციტადელი იყო,რომელსაც ვიცავდით, იმუნიტეტს ვუფრთხილდებოდით,თუმცა როცა იდეოლოგიურად "ეროვნულობა" გახდა დომინანტი , მასში ექსტრემისტული ელემენტები შემოიჭრა და საზოგადოების ნაწილის მართვისათვის გამოყენებულ იქნა საზოგადოებისვე საწინააღმდეგოდ.

პატრიოტიზმს და ნარცისიზმს ვმიჯნავ. პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია, აი "ეროვნულობა" კი ფარისეველთა ბუდე . ზღვარი მარტივად ევლება- თავისუფლების იდეა კომპლექსურად უნდა განვიხილოთ.მოხდეს მისი შეთავსება გლობალურთან. არ უნდა შეგვეშინდეს. უნივერსალური შენარჩუნდება. აი დროებითი კი ჩაბარდება ისტორიას თავისი კუდაბზიკობებით.

 

Nukriko

გოლგოთის გეგმის ტიპის აზრებს არ გამოვრიცხავ , თუმცა პირდაპირ თანამშრომლობას მოვლენათა ლოგიკიდან გამომდინარ ,არ ვუშვებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ისინი რაციონალური იუმორის ობიექტებად თუ წარმომიდგენიან.

კი, აუცილებლად, როგორც შენ და მე გვინდა ისე წარმოგვიდგებიან.. :))

უხეშიაკრძალვა ბადებს მიზიდულობას(შეზღუდვა მხოლოდ კანონით) .

ანუ, ვაძოვოთ თუ არ ვაძოვოთ მაინც?

 

პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივი განვითარების ქვაკუთხედია, აი "ეროვნულობა" კი ფარისეველთა ბუდე

და რატომ არის სახელმწიფოებრიობა უნივერსალური მიზანი და არა საზოგადოების კეთილდღეობა, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა არ არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ ვხედავთ ერვოპული საზოგადოებები როგორ თმობენ სუვერენიტეტს (ან დელეგირებას უკეთებენ მას) ერთიანი ევროპული იდეების სასარგებლოდ.

ზემოხსენებულ კონტექსტში, პატრიოტიზმი რეალურად კონტრპროდუქტიული და ირაციონალური შეიძლება იყოს, ამიტომ მასაც ვერ ვაღიარებთ უნივერსალურად დადებით ღირებულებად, მითუმეტეს რომ ის პრიმიტიული გრძობაა და ფარისევლობის მაღალი ხარისხი ახასიათებს..

 

რაც შეეხება "ეროვნულებს" მას თავის დროზე მართლა ჰქონდა რაციონალური დატვირთვა, თუმცა ის მავნე ატავიზმი ხდება თანამედროვე საზოგადოების კონტექსტში, როცა ეს "ეროვნულობა" ჩვეულებრივ ნაწილდება ჩვეულებრივი და ამომწურავი მემარჯვენეობა-მემარცხენეობის სისტემაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pioneer

კი, აუცილებლად, როგორც შენ და მე გვინდა ისე წარმოგვიდგებიან..

ეს გააჩნია მოვლენათა განვითარებას.

ანუ, ვაძოვოთ თუ არ ვაძოვოთ მაინც?

პოლიტიკურ ელიტაში არა.

და რატომ არის სახელმწიფოებრიობა უნივერსალური მიზანი და არა საზოგადოების კეთილდღეობა, რომლისთვისაც სახელმწიფოებრიობა არ არის ერთადერთი სწორი გზა. ჩვენ ვხედავთ ერვოპული საზოგადოებები როგორ თმობენ სუვერენიტეტს (ან დელეგირებას უკეთებენ მას) ერთიანი ევროპული იდეების სასარგებლოდ.

ახალი რეალობები არ გამომირიცხია. მეტიც, ჩემთვის ინდივიდთა უფლებებიდან გამომდინარეობს ყველაფერი. ასე რომ სტატიკურ პონტში სახელმწიფოებრის იდეას არ განვიხილავ.

უნივერსალურად დადებით ღირებულებად

ის ხდება რაც კონკურენტუნარიანია. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არის .....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...