planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.calciopro.com/wp-content/uploads/2009/05/christian-vieri-inter.jpgმილანის "ინტერის" ყოფილმა ვარსკვლავმა, კრისტიან ვიერიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, "კალჩოპიოლის" სკანდალის შედეგად მიღებული, ორი სკუდეტოს ჩამორთმევა მოსთხოვა. 36 წლის ვიერი თავის მოსაზრებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში "ინტერის" ხელმძღვანელობა, მის პირად საუბრებსაც ისმენდა. კრისტიანმა უკვე შეიტანა საჩივარი მილანური კლუბისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიის, "Telecom Italia" -ს წინააღმდეგ. თუ ვიერის სარჩელი დაკმაყოფილდება, სავარაუდოდ 2006 წელს, "ინტერისთვის" მიკუთვნებული "სკუდეტოები", მეორეადგილოსან "რომას" ხელში გადავა. სასამართლო მოსმენები უკვე დაწყებულია და ისინი, მილანში მიმდინარეობს. ვიერის ადვოკატი, დანიელე ბუონჯორნო, "ინტერის" ხელმძღვანელობას ბრალს, კოდექსის მე-18 მუხლის დარღვევაში სდებს. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts