planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ცოტა ხნის წინ, მილანელოზე დასრულდა ლეოს პრეს კონფერენცია. როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ, მის წასვლაზე არის ლაპარაკი, ბრაზილიელს რა თქმა უნდა ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, მაგრამ ზუსტი პასუხის მიღება ვერ მოახერხეს. “მე არ ვლაპარაკობ ჩემს მომავალზე, დღევანდელი დღე ახლა უფრო მნიშვნელოვანია”. ჟურნალისტი: - თქვენი პირველი სეზონია… ლეო: - მე ახლა არ ვფიქრობ წლევანდელ, განვლილ გზაზე. ჯობია დარჩენილ 7 მატჩზე ვიფიქროთ და რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ, და მერე გადავავლოთ გუნდის შედეგებს თვალი. - რას იტყვით “მილანის” აღზრდილ ასტორიზე? - ის კარგად თამაშობს. ჩვენ მასთან ახლოს ვართ, ის ნელ-ნელა იზრდება პროფესიონალურად. ყოველთვის სასიამოვნოა “მილანის” გაზრდილი ფეხბურთელების კარგი თამაშის ხილვა სერია ა-ში, მაგალითად მატრი, მე მოხარული ვარ მის გამო. - ისევ გკითხავთ რონალდინიოსა და ბრაზილიის ნაკრებზე… - სავსებით ნორმალურია, რომ ბრაზილიის ნაკრებში მაღალი კონკურენციაა. ბევრ ფეხბურთელს სურს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა. ეტყობა რონალდინიომ დაუშვა რაღაც შეცდომები, დუნგამ კარგად იცის ვინაა წასაყვანი და ვინ არა. თუმცა დღეს რონალდინიო მშვენივრად თამაშობს და მონდომებულია. - ხვალინდელ მეტოქეზე რას იტყვით? - ეს გუნდი მონდომებულად თამაშობს. საინტერესო თამაში იქნება, როგორც ვიცი, ისინი საკმაოდ სწრაფები არიან. - გუნდში რა ატმოსფეროა, სკუდეტოზე რა აზრის ხართ? - მოგების შესაძლებლობა არის და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით. “ინტერიც” და “რომაც” ასევე სხვა ტურნირებზე იბრძვიან, ჩვენ გვექნება 6 კვირა იმისთვის, რომ უფრო დავხვეწოთ თამაში და იმედია, გამოგვივა რაღაც. თუმცა ამ წუთას არაა საფიქრალი მხოლოდ სეზონის დასასრულზე, მთავარია ვიფიქროთ გუნდზე. მე ნამდვილად არ ვიცი რა თქვა მოურინიომ და ამაზე არც გავაკეთებ კომენტარს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენ ხომ 3 ქულით ჩამოვრჩებით პირველადგილოსანს. თითოეულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ, მერე რა, რომ ცოტათი უარესი ცხრილი გვაქვს, ვიდრე სხვა ლიდერებს. ამ წუთას აწმყო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი.” - ზიგონიზე ვისაუბროთ… - ის ნამდვილად იზრდება, მან თამაში 10 წუთით შემოსვლით დაიწყო. მას მნიშვნელოვანი მომენტი უდგას. - ბოლოდროინდელ პერიოდზე რას იტყვით? - ამ სამ კვირაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ტრავმები მიიღეს ნესტა, ბექჰემმა, პატომ. ბევრი უარყოფითი რამ მოხდა. თან ყველაფერი ერთდროულად დაგვატყდა თავს. მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ასეთია გუნდის სულიც. - შეუძლია “მილანს”, გაუწიოს “ინტერს” კონკურენცია? - მას ჩვენ 3 წულით ჩამოვრჩებით, “რომას” - 2 ქულით, ბიჭებს სჯერათ თამაშის გაუმჯობესების. ჩვენ გვჭირდება მეტი სისწრაფე. - კალაძე… - კალას კარგი კვირა ჰქონდა, პატარა პრობლემებიც იყო. ის მოტივირებულია, აქვს სტიმული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ის ერთვება ჩვენს პრეექტში. - მილანელების მდგომარეობაზე რას იტყვით? - ფეხბურთელების მდგომარეობა უკეთესდება, ჰუნტელაარი, რონალდინიო და პირლო ბრუნდებიან, მაგრამ იანკულოვსკის და ინძაგის რაღაცვ პრობლემები აქვთ. - მართალია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდით, მაგრამ იქნებ რამდენიმე სიტყვა ამაზეც თქვათ? - დიახ, ახლა იტალიაში ნერვიული მდგომარეობაა. ეს პერიოდი ესპანეთისთვის და ინგლისისთვის უკეთესია ვიდრე იტალიელებისთვის, ისინი უკეთ თამაშობენ ევროპის ტურნირებზე. ასე რომ, სხვა ქვეყნებში უფრო მოშვებულები არიან. სტატიის ავტორი ekumilano acmilan.ge ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts