Blaugranator Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 გამარჯობათ, ბატონო გუბაზ. საუბარს ''იმედის'' მიერ იმიტირებული ''ქრონიკით'' დავიწყებ. ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამ გადაცემის მომზადების მიზანი, რუსეთის აგრესიული გეგმისთვის ხელის შეშლა იყო. როგორ შეაფასებდით მომხდარს? მემგონი ხელი შეუწყო და არა,- ხელი შეუშალა. საერთოდ, ექსპერიმენტების ტარება, თუნდაც გამართლებული და წარმატებული იყოს ის, არ შეიძლება საკუთარ ხალხზე. ეს იყო მასობრივი ფსიქოზის დანერგვა ქვეყნის მაშტაბით. ქართული საზოგადოება ისედაც სტრესულ სიტუაციაშია და ამან მათ დეპრესიულ განწყობებს ხელი უფრო მეტად შეუწყო. ქვეყნის მოსახლეობამ კიდე ერთხელ ნახა და, მითუმეტეს, ამ სიუჟეტიდანაც ჩანდა, რომ ის აბსოლიტურად დაუცველია და სახელმწიფო არ არსებობს. ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ ზღვარგადასულ თავისუფლებაზე, როგორც ეს მოხდა იმედის შემთხვევაში რამდენიმე დღის წინ, ზოგჯერ კი, თავისუფალი სიტყვის ხელყოფაზე მედიასივრცეში, რომლის არაერთი მაგალითიც გვქონდა არც ისე შორეულ წარსულში, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ესეც ზემოთ ხსენებულ ტელევიზიასთან მიმართებაში და, არა მხოლოდ. . . თქვენი აზრით, როგორია დემოკრატიის ხარისხი დღეს ჟურნალისტიკაში? მოდით, სანამ დემოკრატიაზე ვისაუბრებდეთ, ჯერ ჟურნალისტთა კორპუსის კომპეტენციაზე ვისაუბროთ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენთან ძალიან დაბალი დონის ჟურნალისტიკაა ინტელექტით, მეტყველებით, აზროვნებით, ანალიზის უნარით. ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანია მოხვედრილი ჟურნალისტიკაში. ეს ის პროფესიაა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, მათ ცნობიერებაზე,-მეოთხე ხელისუფლებად ტყუილად არ მოიხსენიებენ...სამწუხაროდ, საქართველოში მას დღეს პროპაგანდის სახე აქვს შეძენილი. ამ შემთხვევაში,პროპაგანდა ნიშნავს ინფორმაციას, მიწოდებულს გარკვეული, დიდი,ან მცირე დოზით ტყუილებით და სიცურუით. ჩვენთან აბსოლიტურ სიცრუეს აქვს საქმე.- აქ განსაკუთრებით სახელისუფლებო არხებზე და მედია საშუალებებზეა საუბარი. სწორედ ამიტომ, დემოკრატიაზე საუბარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია. ერთ საინტერესო პასაჟს მოვიყვან ქართლის ცხოვრებიდან. ასეთი შეფასებაა ერთი ნაკლებად ცნობილი ისტორიული პიროვნების, თუმცა ძალიან საინტერესო - '' უმეცრად უსამართლო! '' - ჩენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც იმედმა გააკეთა, ეს იყო უმეცრად უსამართლო. . . ქართველი ჟურნალისტებიდან სულ თითზე ჩამოსათვლელნი არიან, რომლებიც გამოირჩევიან თავისუფლების მაღალი ხარისხით და მაღალი კვალიფიკაციით... ტელეკომპანია ''კავკასიის'' ყველაზე ხშირი, შეიძლება ითქვას, უცვლელი სტუმარი ხართ, განსხვავებით მაგალითად, მაესტროსგან. რა მიზეზების გამო სარგებლობს ''კავკასია'' განსაკუთრებული ნდობით თქვენში? რატომ ვარ მე ძალიან ხშირად კავკასიაზე.. . კავკასიაზე ჩემს ხშირ გამოსვლას მე მაინც ასე ავხსნიდი : ცენტრალურ ტელევიზიებზე, ანუ რასაც ნაციონალურ არხებს ეძახიან, ფაქტობრივად, მეც და ჩემი მეგობრებიც ''ეროვნული ფორუმიდან,'' გამოთიშულები ვართ. ალბათ დაუკვირდებით, ''პირველ არხზე,'' ''რუსთავი 2-ზე'' და ''იმედზე'''' ეროვნული ფორუმის'' წრმომადგენლები თვეები, წლები გაივლის და, წამოდგენილი არ ვართ. თუნდაც წინა კვირას, მე უნდა ვყოფილიყავი ქალბატონ ეკა კვესიტაძის გადაცემაში, - მათი თხოვნა იყო და უნდა მივსულიყავი, მაგრამ იმავე დღეს, კვირას შემატყობინეს, რომ გადაიდო, ფორმატი, თემატიკა შეიცვალა. ასე რომ, გარკვეულწილად, ჩვენ ცენტრალურ არხებზე დაჩაგრულები ვართ, თუმცა ამ დაჩაგვრას მაინც და მაინც არ განვიცდით. ეს მოსალოდნელიც იყო. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ხელისუფლებას დირექტივა აქვს გაცემული,რომ ''ფორუმის'' იგნორირება მოხდეს. ჩვენი დისკრედიტაცია ძალიან გაუჭირდებათ - ჩვენი პარტიის ლიდერების ბიოგრაფიები აბსოლიტურად გამჭვირვალე და სუფთაა. რა უნდა ილაპარაკონ?! სიმსუქნის გამო თუ დამიჭერენ,- არ ვიცი. ამისთვის კანონი უნდა მიიღონ და ჯერ ბენდუქიძე უნდა დააპატიმრონ მაშინ.. . -ისე, გამორიცხული არაფერია ჩვენს ქვეყანაში.(იცინის)-ამიტომ ერთადერთ გამოსავლად იგნორირებაღა დარჩენიათ. . . მკითხველებს აინტერესებთ, როგორ შეაფასებდით ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებას დღეს. ცნობილი თეზა, რომ საგარეო პოლიტიკა არის გაგრძელება საშინაო პოლიტიკის, აბსოლიტურად სწორია და ვეთანხმები.- ჩვენ არა გვაქვს საშინაო პოლიტიკა და, აქედან გამომდინარე, ვერ გვექნება საგარეო პოლიტიკაც. ეს არის აბდა-უბდა, აღრევა ერთმანეთში. სამწუხაროა ერთი რამ: ქართული პოლიტიკური ცხოვრების და, საერთოდ , საზოგადოებრივი ცხოვრების 90 % საგარეო ვექტორებზეა ორიენტირებული...დაუკვირდით თუნდაც ჩვენს ''ნიუსებს'' მედიის საშუალებებით - სულ არის საუბარი, გარეთ რა ხდება. რა თქვა პუტინმა, ობამამ, ბრიუსელში რა გაიმართა და ა.შ. არავინ ამბობს ჩვენი ქვეყნის შიგნით რა ხდება, ან რა უნდა მოხდეს, გაკეთდეს. არ არის საუბარი ქვეყნის ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, დემოგრაფიაზე, ჯანმრთელობაზე- სხათა შორის, ეს ეხება არა მარტო ხელისუფლებას ,-ოპოზიციასაც და, საზოგადოებასაც ნაკლებად აინტერესებს სამწუხაროდ. . .არ ვიცით რა ხდება ქვეყნის რეგიონებში, ქარელში,მცხეთაში, მაგრამ ვიცით მაგ, ჰოლივუდში ამა თუ იმ კინომსახიობმა მერამდენე ქმარი ან ცოლი გამოიცვალა.- ეს არ არის სწორი,ამას თავის შედეგი აქვს და ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ. ამ ქვეყანას ორი რამ სჭირდება-ხანგრძლივი მშვიდობა და ეკონომიკური აყვავება - ამისთვის კი არაფერი კეთდება არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის მხირდან ,სამწუხაროდ. ხელისუფლება ხშირად ამაყობს მის მიერ გატარებული რეფორმებით. მათგან, რომელს თვლით მართლაც წარმატებულად? პირველ რიგში, მაინც ვთვლი ,რომ ადამიანი დაუნახავი არ უნდა იყოს - შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ბიუროკრატიის, ბიუროკრატიული აპარატის, ქსელის, აბლაბუდის მოსპობა. გაცილებით ადვილია დღეს საბუთის, ნებისმიერი ცნობის აღება. კორუფციაც რა თქმა უნდა განადგურდა ქვედა დონეზე, მაგრამ ყვავის და გაფურჩქვნის პროცესშია ე.წ. ელიტარული კორუფცია, რომლის შესახებაც წარმოდგენა არა გვაქვს ისეთი მაშტაბისაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გზები იგება, ჯერ ერთი, ეს ძალიან უხარისხოდ ხდება,( თავიდან კარგად იგებოდა) მეორეც, ეს სესხებია და არ არის სააკაშვილის ჯიბიდან ამოღებული თანხა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. გაიყიდა ქართული ქონება, ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ობიექტები. ბიუჯეტის შევსება გაყიდვებით კი არ არის ლამაზი და მისაღები. ეს ის სესხებია, რომელიც გასასტუმრებელი იქნება. ჩვენი საგარეო სესხები უკვე 7 მილიარდამდეა ასული, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს... პოლიციელები წინა პოლიციელებს სჯობია, ესეც ფაქტია- გაცილებით ზრდილობიანები არიან,მაგრამ ეს მაინც ზედაპირული რეფორმებია.-სიღრმისეული რეფორმები საქართველოში არ განხორციელებულა. რეფორმა რა არის იცით? რაღაც რომ არ ვარგა და მას რომ გადააქცევ , შეაკეთებ ან გამოცვლი უკეთესით. როცა უკეთესით ვერ ანაცვლებ, ამას რეფორმა კი არა, დანგრევა ჰქვია. განათლების სისტემაში დანგრევა მოხდა. . . ყველაფრის დანგრევა მოხდა... ასე რომ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მითუმეტეს, თუ იმ ვადებსაც განვიხილავთ, რომ ესენი 7 წელია ხელისუფლებაში არიან, 7 წელიწადი ესე მცირე რეფორმებით თუ ვიარეთ ჩვენ, ალბათ 700 წელი დაგვჭირდება, რომ რაღაც შვება ვიგრძნოთ. მე ერთ რამეზე მწყდება გული ყველაზე მეტად - ეს ქვეყანა მარადიული ქვეყანაა და როგორმე მერე ალბათ, ჩვენზე უკეთესებიც გამოჩნდებიან,იმედი მაქვს. თუმცა ეს იმედია მხოლოდ ,- ამ ქვეყნის საქმე სულ უკან-უკან მიდის... ჩვენ ყველაზე მეტს რასაც ვკარგავთ- ეს არის დრო. მარტო 7 წლის განმავლობაში კი არა, ამ 20 წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვეძლო ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაგვედგა და სულ ცოტა, საშუალო დონის ევროპული ქვეყანა ვყოფილიყავით. სამწუხაროა ჩემთვის ეს, მაგრამ ამაში დამნაშავე მარტო პოლიტიკური სპექტრი არ არის,- ქართული საზოგადოებაა. ჩვენ ყოველთვის ზერელეობის, მოკლეზე მოჭრის მომხრე ვართ, სიღრმისეული ანალიზი არ გვიყვარს, არც ანალიზის მქონე ადამიანები. უფრო მეტი ირაციონალურია ჩვენში, ვიდრე რაციონალური.ერთისკენ და მეორისკენ გადახრა, არ ვარგა. -ირაციონალური სიგიჟეს ნიშნავს ამ შემთხვევაში, რაციონალური კი ცინიზმში გადადის.ჩვენ უფრო გრძნობებზე აყოლილი ხალხი ვართ, ვიდრე გონებას აყოლილი.ძალიან ბევრჯერ ვიზარალეთ და როგორც ჩანს კიდევ ვიზარალებთ ამის გამო... ''ეროვნულმა ფორუმმა'' განაცხადა, რომ თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, რადგანაც თვლის რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია და მასში მონაწილეობას აზრი არა აქვს. . . მერის და საერთოდ, ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ რეალური თვითმმართველობა არ არსებობს.მოდით, უფრო გავამარტივოთ: სოფელს, ქალაქს, არა აქვს თავისი ბუჯეტი,თავისი ფული. ანუ, რაც არ უნდა კარგი ადამიანი აირჩეს სოფლის გამგებლად, ქლაქის მერად, ის ვერაფერს გააკეთებს, თუ კეთილგანწყობა არ ექნა ცენტრალური ხელისუფლების. მე მარტივ მაგალითს მოვიყვან, რას ნიშნავს თვითმმართველობა: შარშან ზაფხულს, ყველას გახსოვთ ტრაგიკული ამბავი სამტრედიის რაიონში.- ცოლ-ქმარი დაიხრჩო მდინარეში, დაკიდებულ ხიდზე გადადიოდნენ,- ბონდის ხიდს ეძახიან. . . ცოლს ფეხი დაუცდა, გადავარდა. ქმარიც გადაყვა და ისიც დაიღუპა. ეს არის პირდაპირი ბრალი იმისა, რომ ქვეყანაში არ არის თვითმმართველობა. ადგილობრივი ბიუჯეტები რომ ყოფილიყო, იმ სოფელს ექნებოდა თავისი ფული, იმ ხიდს აუცილებლად გაარემონტებდენ და თუნდაც ის ორი ადამიანი, დღეს ცოცხალი იქნებოდა. - რაც შეეხება მეორე მიზეზს არ მონაწილეობის:-ეს არჩევნები წინასწარ გაყალბებულია. 30 მაისს ვერცერთი ოპოზიციონერი მოძებნის ერთ ყალბ ბიულეტენს, იმიტომ რომ უკვე გაყალბებულია და რატომ, გეტყვით: ხელისუფლებამ დადო დოკუმენტი, რომ საქართველოში არის 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი, რაც გამორიცხულია. ვერანაირი არითმეტიკული თუ დემოგრაფიული მონაცემებით, 4 მილიონ ორასი ათასიან ქვეყანაში,(ბოლო აღწერით, და ამდენიც არ იყოს, შეიძლება )არ შეიძლება 3 მილიონ 700 ათასი იყოს ამომრჩეველი. -ეს გამორიცუხლია. ე.ი. ნახევარი მილიონი ბავშვი გვყავს? მეტი არა?- ე.ი. დამთავრებულა ჩვენი საქმე. . .მითუმეტეს, ამ სიაში არ არიან შეყვანილი ლტოლვილები. ანუ რეალურად რომ დავამრგვალოთ, დაახლოებით ერთი მილიონი ხმა აქვს გაყალბებული. მაგ. თბილისში ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ 250 ათასი კაცი ჰყავთ ჩაწერილი და, ეს როგორ: - ვთქვათ, არის ნაც. მოძრაობის მომხრე ოჯახი, ან დაშინებულია, ან სახელისუფლებო რესურსით ცხოვრობს-მის ოჯახში რეალურად 4 წევრია მხოლოდ,მაგრამ ჩაწერილია კიდევ 20 წევრი. საბუთი აქვთ მათ აბსოლიტური და, როგორ უნდა ,,ამოაგდო,'' გაწმინდო ეს სია ?! თუ იმ ოჯახის წევრი, ვინც რეალურად ცხოვრობს, არ დაწერს, რომ ისინი ხელისუფლებამ ძალით ჩაუწერა, შენ ვერაფერს გახდები... ასე რომ, ამის გაცხრილვა თითქმის შეუძლებელია. ჩემთვის გაუგებარი იყო ოპოზიციამ რაც გააკეთა. ხელისუფლებამ გამოყო მილიონ ორასი ათასი ლარი. მთელს მსოფლიოს და საზოგადოებას უთხრა: ''აი, მე ვაძლევ ოპოზიციას ფულს , ვაფინანსებ და წავიდნენ და გადაამოწმონ სიები''. ამ ჩემმა ''მეგობრებმა'' არც აციეს, არც აცხელეს , მოკიდეს ფულს ხელი და წამოიღეს თანხა. ას -ასიათასი შეხვდათ დაახლოებით. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ და ლეიობორისტებმა არ მოვკიდეთ მარტო ამას ხელი. . . და ნინო ბურჯანაძემ.( არ ვიცი ზუსტად) რეალურად მიდის ამ ხმების ამოყრა, მაქსიმუმ 50 ათასი, 60 ათასი ხმა შეიძლება გამოაშკარავო , მაგრამ დანარჩენ 900 ათასს რას უშვები? ამით თან ნახეთ ხელისუფლება რას შვება?! -მერე გამოვა და იტყვის: ხო ვერაფერი დარღვევები ვერ ნახა ოპოზიციამ?! - ე.ი. მე ახლაც სწორად ჩავატარებ არჩევნებს და, რომ მამადლით საპრეზიდენტო არჩევნებს, - 53 %-ს, იქაც სწორად ჩავატარე, იქაც არ გამიყალბებია და არც საპარლამენტო არჩევნები გამიყალბებია. . . და თანამონაწილეობს ამაში ქართული ოპოზიციის ნაწილი. -სწორედ ეს არის პრობლემა. .. ახლა მესამე მიზეზი არჩევნებში არ მონაწილეობის: - დავუშვათ თეორიულად და ,ვთქვათ, ოპოზიციის წარმომამდგენელმა გაიმარჯვა მერობაზე -რომც მოიგოს, ვერაფერს იზამს. ჯერ ერთი, ქვეყნის მთავარი პრობლემები, როგორიცაა მაგ. დაშლის პროცესი, ვთქვათ, ლეგალიზაციის პროცესი, აფხაზეთის და ცხინვალის გაშვების, მთელი ქვეყნის მაშტაბით ეკონომიკის პრობლემები, დემოგრაფიის პრობლემები, -ამას ვერ აგვარებს. კარგი მერი კარგი ნაგვის გამტანია. -საბოლოო ჯამში ეს არის. . . რომც გახდეს ოპოზიციონერი მერად,- უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას და ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ მისცემს ფულს. ამ შემთხვევაში, მან ისევ ხალხს უნდა მოუწოდოს ქუჩაში გამოსვლისთვის-ეს არის სვლა უკან. ის ადამიანები, მოქალაქეები ხომ გეტყვიან, ''ძმაო, აგირჩიე მერად, შეგიშვი მერიის კაბინეტში და ეხლა კიდევ მეუბნები, ქუჩაში გამოდი?!'',, ან მეორე ვარიანტიც აქვს ოპოზიციონერ მერს- უნდა შეეეკრას ხელისუფლებას, -ეს ნიშნავს ნაც. მოძრაობის ნაწილად გახდომას. უფრო შორს წავალ და მეტსაც გეტყვით-ოპოზიციონერი მერი თბილისში, ეს ნიშნავს,- მიშა 2013 წელს ,რადგან ის ოპოზიციოენრი მერი აუცილებალდ დაიწყებს მზადებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2013 წლისთვის. - აი, ეს არის ჩვენი ''ძვირფასი'' ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები... . მაშინ, რას აპირებთ , როგორია ''ეროვნული ფორუმის სამოქმედო გეგმა?'' ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში, ქართული საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ფორუმის გეგმა ასეთია : ჩვენ უნდა მივაღწიოთ და დავინახოთ, რა არის მთავარო პრობლემა ამ ქვეყანაში, გადავდოთ პერსონიფიცირება გვერძზე,'' სააკაშვილი ცუდია,- კარგია, ოპოზიცია ვარგა,- არ ვარგა''.უნდა გავიაზროთ რა პრობლემა აქვს ამ ქვეყანას- ეს პირველ რიგში დემოკრატიის პრობლემაა. დემოკრატიის განმსაზღვრელი არის არჩევითობა, ჩვენ სწორედ არჩევნების პრობლემა გვაქვს. არჩევნები არის სწორი დიაგნოზი ქვეყნის. ჩვენ 98 წლიდან სწორი დიაგნოზი ვერ დავსვით, იმიტომ რომ 95 წლიდან ერთი პოლიტიკური ბანდა მართავს ამ ქვეყანას და მანიპულირებს ამ საარჩევნო ხმებით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საარჩევნო სისტემის გამოცვლას და სამართლიანი არჩევნების სისტემის შემოღებას. ''ეროვნულ ფორუმს''მიაჩნია, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობით, გამოსვლებით, აქციებით უნდა ვაიძულოთ სააკაშვილი, შეცვალოს საარჩევნო გარემო და, ეს პროტესტი უნდა ვაქციოთ რეალურად რიგგარეშე საპარლანეტო და საპრეზიდენტო არჩევნებით. გამოსავალი ერთია- პრინციპული პროტესტი ხელსუფლების წინააღმდეგ. მეტსაც გეტყვით, სინამდვილეში ქვეყანაში არ არის ხელისუფლების პრობლემა. -სინამდვილეში ქვეყანაში პრინციპული ოპოზიციის პრობლემაა. ნახეთ დინამიკა:-არასოდეს, ოპოზიცია პრინციპული არ ამოჩნდა. მოვითხოვდით საპარლამენტო არჩევნებს, -დაგვინიშნა საკაშვილმა საპრეზიდენტი არჩევნები.- წავყევით, გაგვიყალბა და წავაგეთ. მოვითხოვდით მეორე ტურს,- დაგვინიშნა საპარლამენტო არჩევნები.- წავყევით, დავმარცხდით-გაგვიყალბეს. მოვითხოვდით რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, დაგვინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,ავდექით,- წავყევით. რამდენჯერ უნდა შევიდეთ სააკაშვილის მოედანზე?! ოპოზიციამ ვერასოდეს დაარწმუნა სააკაშვილი, რომ უკან არ დაიხევდა. სააკაშვილმა იცის: დილით რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან ძალიან რადიკალური განცხადებებით, საღამოობით მის კალთაში იჯდება ბევრი მათგანი. როცა ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი და ხელს აწერ თებერვალში დოკუმენტს-''არ მივიღებ სააკაშვილის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას!'', სექტემბერში ადგილობრივ არჩევნებში რატომ მონაწილეობ?! -აი,სწორედ ეს არის პრობლემა.. - უპრინციპობა... როგორ ფიქრობთ, ხალხისთვის ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, უნდა ჰქონდეს თუ არა ოპოზიციას საპროტესტო განწყობის მქონე ხალხის ქუჩაში გამოსვლის იმედი იმავე რაოდენობით, როგორც ეს ნოემბერში მოხდა? რა თქმა უნდა,-გამოვა ხალხი. პროტესტის ჩაქრობა როგორ ხდება?-სასიკეთოდ უნდა წავიდეს ქვეყნის საქმე. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალია,რომ ხელისუფება წავიდეს რეალურად იმ ცვლილებებზე, რაც ქვეყანას სჭირდება.-სხვა შემთხვევაში, პროტესტი არ ჩაქრება. მითუმეტეს, 13 მარტის ამბავს თუ გავიხსენებთ, მემგონი რეგიონებშიც კი , სადაც ინფორმაცია ნაკლები აქვთ, ადამიანები დარწმუნდნენ ვისთან აქვთ საქმე. როცა ერთ ქვაბში ხარშავ,-''ყველა ერთი და იგივე ხართო...''- მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას. მე არ ვთვლი, რომ გუბაზ სანიკიძე და ზურაბ ნოღაიდელი ერთნაირია. იმიტომ, რომ მე ერთი დოლარი, ერთი ლარი არ მიზარალებია ჩემი ქვეყნისთვის. ქართული ინტერესები გარასოდეს გამიყიდია და საკუთარი ინტერესები წინ არ წამომიყენებია. შინაგანი სიჭრელე უნდა მოვიშოროთ-აი ეს არის პრობლემა...უნდა მიეჩვიოს საზოგადოება პროგრამების კითხვას, ბიოგრაფიების გაცნობას, გაკითხვას, გამოკითხვას- დიდი ქვეყანა არ არის საქართველო, ეს არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომ ადამიანი ჩაიკარგოს და ცუდი გააკეთა, თუ კარგი, ეს ვერავინ გაიგოს.-აქ ყველამ ყველაფერი ვიცით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან-''რა გაგიკეთებიათ ეროვნულ ფორუმს?'' ეროვნულ ფორუმში არის ორი ლიდერი: რევაზ შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი, რომლებიც დღეს შეიძლება ყოფილიყვნენ ოფიციალური მილიარდელები. ერთი კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მეორე კი ეროვნული ბანკის პროეზიდენტი გახლდათ. რატომ არ არიან, რატომ არ გააკეთეს ეს? აი ესეთი შეკითხვები უნდა დაუსვან ადამიანებმა საკუთარ თავს. ამ დროს, ნოღაიდელი ჩამოდის ქობულეთიდან, არაფრის მქონე, უპოვარი ( ეს სირცხვილი არ არის, სირცხვილი ის არის, ღარიბ ქვეყანაში რომ გამდიდრდები) და უცბათ ხდება ასეთი მდიდარი ადამიანი. მითუმეტეს, ბიზნესში სულ რამოდენიმე, 8 თუ 9 თვე იყო. . . ბილ გეიტს არ აქვს ისეთი წარმატებები, რომელიც ნოღაიდელს აღმოაჩნდა. სხვათა შორის, მდიდარი ქართველების სია როცა გვხვდება, 10 დან 9 ან მინისტრია, ან პრემიერ მინისტრი- ბიზნესმენი არავინაა. ჩვენთან ფული დაკავშირებულია ხელისუფლებასთან...ამიტომ კეთილი ინებოს ჩვენმა ამომრჩევლებმა და გაარჩიოს ავი და კარგი ერთმანეთისგან... -10 და 15 კაცზე ყველაფერი დამოკიდებული არ არის... რომელ ოპოზიციურ ძალას თვლით თქვენს ყველაზე ღისეულ კონკურენტად? ღირსეული-უღირსი. . . არ არის ესე.. . მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ის ანგარიშგასაწევი ძალები, რომელიც ჩამოყალიბდა ოპოზიციურ სპექტრზე : ეს არის ''ალიანსი,'' ''ლეიბორისტული პარტია,'' ნოღაიდელის გარშემო შემოკრებილი ''ეროვნული საბჭო,'' როგორც ახლახან დაფიქსირდა და, ეს არის ''ეროვნული ფორუმი.'' შეიძლება დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ ანგარიშს უწევენ ყოველ შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძესაც.- ანუ სულ 5 ია. მე ვფიქრობ,ალბათ დაწყვილება -შეწყვილებები, გამსხვილებები იქნება და ორად, ან სამად დავა . -ეს პროცესია.. ბევრს უნდა რომ უცებ მოხდეს ყველაფერი. ბევრჯერ შევეცადეთ ესე უცებ ქართველები და თავზე დაგვენგრა ეს ქვეყანა. შემდეგ უკვე პოლიტიკური გემოვნების საკითხი იქნება ეს. პრინციპში, აქ გამოიკვეთება პროდასავლური, პრორუსული და ეროვნული ძალები. არჩევანი გასაკეთებელი იქნება. ფორუმი დაიკავებს, რა თქმა უნდა, მკაცრად ეროვნულ პოზიციებს და , უკავია კიდეც. ოპოზიციის წარმომადგენლები რიგრიგობით სტუმრობენ რუსეთს. თქვენს მიერ ამ თემაზე გაკეთებული არაერთი კომენტარის გათვალისწინებით, ეს შედეგს არ მოიტანს. მაშინ, როცა ხელისუფლება რუსეთთან არაფერს , მათ შორის,არც დიალოგს აპირებს, ხომ შეუძლია ეს ითავოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც კარგი კავშირები აქვს და ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია? საუბარია თუნდაც ბაზრის გახსნზე, ან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. მე მაინც ვთვლი, რომ ტყუილად დადიან რუსეთში. ახლა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა სტაგნაციის მდგომარეობაშია- პულსი არ ესინჯება ამ ურთიერთობებს. მათ თავიანთი მხრიდან აქვთ პრობლემები, ჩვენ -ჩვენი მხირდან. მიმაჩნია, რომ აქცენტირება უნდა გაკეთდეს არა ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნით. სწორი განვითარება უნდა დაიწყოს საქართველომ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დემოკლეს მახვილივით კიდია ჩვენზე. სანამ გარეთ გავალთ, მანამდე არის შეკითხვები, რაზეც პასუხი უკვე უნდა გვქონდეს გაცემული. გავამარტივოთ: მაგალითად, აფხაზი კაცი გვეკითხება :''ძვირფასო ქართველებო, რომ მეპატიჯებით ქართულ სახელმწიფოში, რატომ უნდა ვიცხოვრო მანდ, რა ხიბლი გაქვთ?!- დემოკრატია არა გაქვთ, არჩევითობა არა გაქვთ, ძალიან გიჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება. არჩევანს აკეთებთ სულ ნაძირალასა და გიჟს შორის, ბოლოს რასაც იღებთ კი ნაძირალას და გიჟის კომბინაცია. . . თვითმმართველობა არა გაქვთ, ადგილობრივი ბიუჯეტები არა აგქვთ, ეკონომიკა არა გაქვთ, ასანთს ვერ უშვებთ, ვერაფერს ყიდით''. . . ''ბაზარი უნდა გაიხსნას რუსეთთან. ..'' - რომ გაიხსნას, რა გვაქვს გასაყიდი.. რა უნდა გავიტანოთ, ისევ მანდარინი, ბორჯომი?! ხილიც აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ქართლი იავარქმნილია ომის შემდეგ. რა უნდა გავიტანოთ, რას ვაწარმოებთ, მაინტერესებს. დამისახელოს ვინმემ მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელსაც აკეთებს საქართველო და რაზეც მთელი მსოფლიო ამბობს, რომ აი ის, ქართველებმა რომ იციან, უკეთესი არავინ იცის. . . ის აფხაზი ისევ აგრძელებს შეკითხვებს: '' ბიზნესი დაატერორეთ, თქვენი ქონება მიყიდეთ უცხოელებს-ჩემსას რას უზამთ?! თქვენს ეროვნულ ფასეულობებს ვერ უფრთხილდებით,- ჩემსას როგორ გაუფრთხილდებით?! '' გვაქვს ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხი? -არა გვაქვს...სწორედ ეს არის... .რაც შეეხება ოპოზიციონერების სიარულს მოსკოვში, სულ ცოტა, - ტყუილად დადიან.. სულ ცოტა... ხელისუფლებამ გაუთავებელი ბრალდებებით რუსეთის აგენტობაზე, მიაღწია იმას, რომ დააშინა და მკვეთრად გაყო საზოგადოება. კერძოდ, ვინც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე სიტყვის ამოღებას ცდილობს, თუნდ ფიქრობს, ფიქრისთვისაც კი მოღალატეს უწოდებენ ... როგორ გგონიათ, ჩვენს ქვეყანაში რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრე, ვისაც ხშირად პრორუსულად მოაზროვნეს უწოდებენ, მართლაც ასე ცოტაა, რომ არ ღიდეს მათი აზრის გათვალისწინება? კეთილმეზობლური ურთიერთობა სხვაა და, რუსეთის გვამში შეძრომა,-სხვა. მე მაგალითად, ვაღიარებ, რომ ქართული საზოგადოება ვერ შედგება, თუ რუსეთთან არ მოხერხდა ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ოპოზიციაში მყოფმა როგორ უნდა განახორციელოს ეს?!.. ხელშეკრულება უნდა დადოს რუსეთთან?! - რის შესახებ?! ამბობენ, ნოღაიდელი ჩავა მოსკოვში და გაიხსნება ბაზარიო. ხელს მოაწერს იქ რაიმე დოკუმენტს? თუ მართლა ასე მიამიტები ვართ, რომ გვგონია, ნოღაიდელი გახსნის რუსეთის ბაზარს?!.. თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს იქნება რუსეთის ინიციატივა. . . ჩვენთან ინდური ფილმების მოყვარულები ბევრნი არიან. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ქართული საზოგადოების ძალიან მაღალ ფენებში საუბრობდნენ, რომ რუსის ტანკები კახი კალაძემ გააჩერა. -შევიდა ბერლუსკონესთან, სთხოვა, ბერლუსკონემ გადაურეკა პუტინს და ასე გააჩერს ტანკები. -ეს იგივეა, რომ ნოღაიდელი ჩავა რუსეთში და გაგვიხსნის რუსეთი ბაზარს. რუსეთი თუ ბაზარს გახსნის, ასე ნოღაიდელის გულისთვის არ იზამს.ის ეხლა მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო მასშტაბით ნორმალიზების ინიციატორი თვითონ გამოვიდეს. როცა პუტინი ნოღაიდელს და ბურჯანაძეს ხვდება, ასე თავისი ქვეყნისთვის, შიდა მოხმარებისთვის და გარე მოხამრებისთვისაც აკეთებს- მთელს მსოფლიოს ეუბნება-''მე პრობლემა მაქვს არა ქართველებთან , არამედ ერთ კაცთან...''-ანუ, თავისას ახორცილებს. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, სუ ცოტა, რუსეთში ტყუილად დადიან . . . მაშინ, რა ურთიერთობა შეიძლება რუსეთთან ამ ეტაპზე? მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე არც ჩვენ და, არც რუსები არ ვართ ურთერთობისთვის მზად. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა- როცა პრობლემას ვერ წყვეტ,- მას ყინავ. ბერძნები მოიქცნენ ასე. რადგან თურქული სექტორი ვერ ''მოინელეს ''კვიპროსზე, გაყინეს ის პროცესი და ნახეთ, უკუპროცესი დაიწყო-ბერძნული სექტორის მოსახლეობა სამჯერ უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე თურქული სექტორის მოსახლეობა. ჩატარდა რეფერენდუმი და თურქები იხვეწებიან კვიპროსზე გაერთიანებას,იმიტომ რომ უნდათ, ევროკავშირში შევიდნენ. ჩვენ თუ რეალურად გვინდა ნორმალურ და წესიერ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რაც შეგვრჩა და ჯერჯერობით რასაც ვაკონტროლებთ, მოდით იმის აყვავება დავიწყოთ. აფხაზს და ოსს დავუდასტუროთ,დავუმტკიცოთ, რომ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება უფრო მომგებიანი და საამურია, ვიდრე იგივე, - რუსულ სახელმწიფოში. გარწმუნებთ, ადამიანი ყოველთვის მიდრეკილია უკეთესი ცხოვრებისენ. არავინ დაიჯეროს, რომ ყველაფერი ასე დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. ჩენ გვაქვს ორნაირი პრობლემა. პრობლემების ერთი ნაწილი წყდება ქვეყნის გარეთ.- ჩვენ არ გვაწყვეტინებენ და ესეც ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ დელეგირება გავაკეთეთ ქვეყნის გარეთ. -''გადამიწყვიტე ამერიკა, გადამიწყვიტე ევროპა და ,გადამიწყვიტე რუსეთო''. . . და ისიც გიწყვეტავს, ოღონდ საშენოდ არა. არის პრობლემების მეორე ნაწილი, რომლის გადაწყვეტა-არ გადაწყვეტაში არც არავინ გიწყობს ხელს, მაგრამ არც გიშლის. თავისუფალი სასამართლო, თუნდ თვითმმართველობა რომ არა გაქვს, ეს რუსების ბრალია, ამერიკელების თუ მასონების?! ეს შენი გასაკეთებელია და შენში ,ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და საზოგადოებასაც. შენ უნდა გქონდეს სურვილი ამის და უნდა იყოს პოლიტიკური ნება. საქართველოს უსაშველო არაფერი ჭირს. უბრალოდ არ მოვიდა არცერთი ხელისუფალი, რომელმაც სწორი ნაბიჯები გადადგა- მაგ. არცერთმა ხელისუფლებამ არ დაუშვა თვითმმართველობა ქვეყანაში...-სწორედ ეს არის... ერთ-ერთი მკითხველი გვწერს : ''რა მნიშვნელობა აქვს, ტურა შეგვჭამს თუ მგელი? ანუ რუსეთი, თუ ამერიკა? შესაძლებელია თუ არა საქართველო იყოს ნეიტრალური ქვეყანა და რა გზით?'' ვერ იქნება ვერანაირად. გლობალიზაციის პროცესს ახლავს ასეთი ვითარება : მცირე ერი რომ ხარ, შენ რომელიმე დიდ გაერთიანებაში უნდა აღმოჩნდე. მეც და, ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს მიაჩნია, რომ ესეთი არის ევროპა. საბოლოო ჯამში, რუსეთიც იქ აღმოჩნდება, ეს გარდაუვალია. - ამ შემთხვევაში, როგორც ისტორიკოსი და როგორც ანალიტიკოსი გეუბნებით და, არა როგორც პოლიტიკოსი. ზოგს დაუჟინებია, რუსეთი დაინგრევაო.-არ არის ეს მართალი, არ დაშლიან. რუსეთის დაშლა არ არის დასავლეთის ინტერესში. რომ დაიშლება, რა ნაწილებად დაიშლება და ვის რა შეხვდება? უნდა ევროპას და ამერიკას, ციმბირი თავისი სიმდიდრეებით ჩინეთის ხელში აღმოჩნდეს? ამიტომ ვამბობ, რომ რუსებსაც მოუწევთ აქეთ წამოსვლა ადრე თუ გვიან. მაგრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ? -კრიზისი გვაქვს. მოსაგები გვაქვს 10, 15 წელი.. . როგორ უნდა მოვიგოთ?! ჩვენ გარკვეულწილად, ნაკლები აქტიურობა გვინდა ქვეყნის გარეთ. ბოდიში და, რომ ვიბრიქებით, ''მთელი მსოფლიო ჩვენს გარშემო ტრიალებს'', გამოდიან და ამბობენ: '' მთელი მსოფლიო აკვირდება როგორ ჩატარდება საქართველოში ადგილობრივი არჩევნები''... -არც არავინ აკვირდება და არც არავის აწუხებს ეს. მიტოვებულები ვართ აბსოლიტურად. ევროკავშირმა უარი თქვა დამკვირვებლების გამოგზავნაზე. ეს ერთ რამეს ნიშნავს : ''გინდათ გააყალბეთ, გინდაც ნუ გააყალბებთ.. . კისერიც გიტეხიათ ქართველებო''. . , მითუმეტეს, ამ გადაცემის მერე საერთოდ გაოგნებულია სამყარო. - ასეთი რამ არავის გაუგია დედამიწაზე... ეროვნული ფორუმის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რა იქნება თქვენი ხელისუფლების პრიორიტეტები? შიდა პოლიტიკა რა თქმა უნდა. საგარეო ურთიერთობები სამეზობლო პოლიტიკაზე უნდა გვქონდეს აწყობილი. რაც შეეხება შიდა პროცესებს და პოლიტიკას, ეროვნული ფორუმის საბიუჯეტო პრორიტეტები სამი მიმართულების იქნება : ენერგეტიკა , განათლება და სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, სხვებიც შედის აქ, მაგრამ ეს ყველაფერი არის დამატებითი. თუ ქვეყანა არ გამდიდრდა, არც ჯანდაცვა იქნება და არც პენსია. გადამხდელი ბევრი თუ არ იქნა ბიუჯეტში, როგორ უნდა შეინახო ქვეყანა?! ამიტომ, სწორედ ზემოთ ხსენებული სამი დარგი იქნება ფორუმის ძირითადი პრიორიტეტი. ერთ-ერთი მკითხველი გეკითხებათ: ''რა შემთხვევაში დალევთ პრეზიდენტთან ვახტანგურად?'' - მართლაც საინტერესოა, რა უნდა მოხდეს , რომ დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომები აპატიოთ? არასოდეს, სააკაშვილთან ერთად ვახატანგურად არ დავლევ-ეს გამორიცხულია. თეორიულად თუ დავუშვებთ, თუკი სასიკეთოს გააკეთებს ამ ქვეყნისთვის, მე ოფიციალურად ვიტყვი, მაგრამ ვახტანგურად ვერ დავლევ. არის რაღაცეები რის გამოც ვერასოდეს მოვერევი თავს. მეტსაც გეტყვით, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მე შემიძლია ვაპატიო ყველაფერი ამ ხელისუფლებას. აგვისტოს ომიც შემიძლია ვაპატიო, იმიტომ რომ ომის დროს ყოველთვის წაგებულია.. თუნდაც იმის გამო რომ ცუდათ, არასწორად, ანგაჟირებულად მართა ქვეყანა.... ყველაფრის პატიება შემიძლია, გარდა ერთისა. . . მინდა ყველამ სწორად გამიგოს რასაც ვგულისხმობ... -სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ვერ ვაპატიებ ვერასდროს... .ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია სააკაშვილთან ერთად როდისმე ვახტანგურად დავლიო. . . http://guest.interes.ge/guest-1.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 გუბაზ სანიკიძე - საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო, ვერანაირად ვერ იქნებამე როცა ვამბობდი მაგას, გუბაზა ნეიტრალიტეტს აწვებოდა და კარგია რომ მოსულა აზრზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 მე როცა ვამბობდი მაგას, გუბაზა ნეიტრალიტეტს აწვებოდა და კარგია რომ მოსულა აზრზეისევ ჩემი სათქმელი თქვა სატურნმა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pioneer Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 გუბაზ სანიკიძეეს კაცი აშკარად გაიზარდა ან რემისია აქვს.. საკმაოდ საღად მსჯელობს ამ ინტერვიუში და მიხარია ესე ამბავი.. თუმცა ხელისუფლებაში რომ მოვიდეს კაცმა არ იცის რას იზავენ.. ჩემი პოლიტიკური გემოვნებისთვის ესენი მეტად რეაქციული ძალაა, მაგრამ პატიოსნების მხრივ გუბაზას ენდობა კაცი მამენტ.. საპარლამენტო რესპუბლიკა რომ ვიყოთ, კაი იქნება ესენი 30%-ით იყვნენ წარმოდგენილი.. დანარჩენები ლიბერასტები უნდა იყვნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 Pioneer ეს კაცი აშკარად გაიზარდა ან რემისია აქვს.. და არამარტო გუბაზი. სულ უფროდაუფრო ბევრ რამეში ვეთანხმები ეროვნულ ფორუმს. ერთი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა ჯერჯერობით ლაპარაკს ვერ გაცდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.