Jump to content
Planeta.Ge

აირჩიეთ რომელ ბრძოლაში ერთვებით


Recommended Posts

გაიგებდით ალბათ ფასების ცვლის შესახებ ანტიეროვნულ ალიანსსა და ანტიეროვნულ საბჭოს შორის რუსულ დახლზე.

 

მოკლედ გეტყვით დავაფიქსიროთ ყველამ რისთვის ვიბრძვით ეროვნული თავისუფლების, სული დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თუ მოღალატე, პრორუს პოლიტიკანთა თანამდებობების გადანაწილებისთვის.

 

რომელ ბრძოლაში ერთვებით ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, თუ პოლიტიკანთა ვაჭრობაში კრემლის კარზე რენეგატის როლისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაშ

ამ ბრძოლაში რომ ჩევერთო,ვის უნდა მივცე ხმა არჩევნებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელ ბრძოლაში ერთვებით ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, თუ პოლიტიკანთა ვაჭრობაში კრემლის კარზე რენეგატის როლისთვის

უკაცრავად და წერეთლის " ეროვნულობა" იქ დამთავრდა როცა 1989 წლის აპრილის აქციის სემდეგ ეროვნული მოძრაობა უძრაობისკენ წაიყვანა.

ბევრის კიდევ და ...არ გვინდა ეს ნიშნისმოგება :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა ანტისაოკუპაციო მოქმედებანი, მაგრამ ვინც მტერი არაა მტრად არ უნდა გამოცხადდეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

რომელ ბრძოლაში ერთვებით ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, თუ პოლიტიკანთა ვაჭრობაში კრემლის კარზე რენეგატის როლისთვის

არც ერთში.

 

და ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მეორე ჯგუფი ბევრად ჯობია პირველს. მეორე ქე მაინც ღიად ამბობს ვინაა, აი პირველი რეალურად იგივეს ცდილობს, ოღონდ მაღალ-პატრიოტული ლოზუნგებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

გაიგებდით ალბათ ფასების ცვლის შესახებ ანტიეროვნულ ალიანსსა და ანტიეროვნულ საბჭოს შორის რუსულ დახლზე.

რამდენჯერ გკითხეთ ბატონო შამილ, ირაკლი წერეთელს და კომპანიას ვინ მისცა ვინმეს ეროვნულობის დადგენაზე ლიცენზია.

სწორედ მაგისთანების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ევროპული გასნვითარების გზის მაჩანჩალაა.გამოვიდეს და იყვიროს ძირს ლიტვის მოღალატობრივი გზა. მეტი რა იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორედ მაგისთანების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ევროპული გასნვითარების გზის მაჩანჩალაა.

ამხელა ბრალდება ზედმეტად დიდ პატივს სდებს, ჩემი აზრით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საჭიროა ანტისაოკუპაციო მოქმედებანი,

ამ სახელს არქმევენ. ყველა. იმიტომ რომ ეს "სლოგანი კრეატიულია":D

და ამ შეფუთვით ყველა დაჯგუფება ჩადებს იქ საკუთარი ინტერესების შესაბამის სტრატეგიას.

 

ხოლო რეალურად იმოქმედებს ის მექანიზმი, რომელიც დაქოქილია უკვე. იმიტომ რომ მისი საწვავი ინვესტორიდან მომდინარეობს.

ელემენტარნა ჟე ვატსონ:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

რამდენჯერ გკითხეთ ბატონო შამილ, ირაკლი წერეთელს და კომპანიას ვინ მისცა ვინმეს ეროვნულობის დადგენაზე ლიცენზია.

სწორედ მაგისთანების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ევროპული გასნვითარების გზის მაჩანჩალაა.გამოვიდეს და იყვიროს ძირს ლიტვის მოღალატობრივი გზა. მეტი რა იცის.

 

რაღა მაინცდამაინც მაგის ყვირილი აიჩემეთ. ოცდაათი წლის ბიჭი იყო მაგას რომ ყვიროდა და არც ცდებოდა ( მაგრამ მაგაზე არ მინდა ეხლა დავა, სხვა კალაპოტში გადაიტანს საუბარს და სხვა მნიშვნელოვანი სათქმელი გვერდით დაგვრჩება ), მაგრამ თუ მაინცდამაინც შეცდომად მიგაჩნიათ, იქნებ თქვენივე ლიდერიდან დაგეწყოთ რომელიც შევარდნაძის მოღალატეობრივი, პრორუსული ხელისუფლების განუყრელი ნაწილი იყო. ხო არ დაგავიწყდათ თქვენი პარტიის ლიდერი უსუფაშვილი შევარდნაძის მრჩეველი რომ იყო, თან ისეთ პერიოდში, როდესაც ყველაზე ამაზრზენი მოვლენები განავითარა შევარდნაძემ საქართველოში. ეს არ დაგავიწყდეთ როდესაც ეროვნულ ძალებზე ისაუბრებთ !

ნარჩემაშვილის შეყვანას არ აპირებთ ალიანსში ?

 

ბურჯანაძე ნოღაიდელთანაც გაიყოფენ გასაყოფს რესპუბლიკელები ურთიერთობას ადრე თუ გვიად და ძველი მოქკავშირისა და მისი სატელიტი ორგანიზაციების ნაკრები შედგება. შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილე რომელმაც ჩეჩენი ლტოლვილები გადასცა რუსეთს ( ვაჟა ფშაველას ქვეყანაში ) კი გყავთ ალიანსის ლიდერად და თანათავმჯდომარედ ნარჩემაშვილი ან თქვენი ალიანსის ერთერთი ლიდერის გამყრელიძის ,,ნათლიმამა''კახა თარგამაძე დაგენიშნათ და იქნებოდა ეგ ალიანსი ძველ სტიქიაში.

 

არც ის დაივიწყოთ უსუფაშვილი გაქანებული ომის დროს, მიშას სიძულვილით დაბრმავებული, ვოლსთრით ჟურნალს რომ აძლევდა ინტერვიუს სადაც ამბობდა ომი რათქმა უნდა ჩვენ დავიწყეთო...ჟურნალს, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს .

 

ბერძენიშვილის ნოვატორულ ტერმინზე ,,მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე'' აღარაფერს ვამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტიკანთა ცოდვების სია უსასრულოა...

უზნეობა ზეიმობს და ბუქნავს...

 

ბრძოლაში ვერთვები კი არა ვყიდულობ ერთ ტომარა მზესუმზირას და ვიწყებ შეჯიბრს შორს მანძილზე გადანერწყვაში :D

Edited by irene
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

შევარდნაძის უშიშროების მინისტრის მოადგილე რომელმაც ჩეჩენი ლტოლვილები გადასცა რუსეთს ( ვაჟა ფშაველას ქვეყანაში ) კი გყავთ ალიანსის ლიდერად და თანათავმჯდომარედ ნარჩემაშვილი ან თქვენი ალიანსის ერთერთი ლიდერის გამყრელიძის ,,ნათლიმამა''კახა თარგამაძე დაგენიშნათ და იქნებოდა ეგ ალიანსი ძველ სტიქიაში.

არავითარი ლიდერი ლაშა ნაცვლიშვილი არაა და არავითარი ლტოლვილები არ გადაუცია რუსებისთვის.იმედია სხვადასხვა ჯურის ისლამური ექსტრემისტებს რომლებსაც თქვენ ეტრფით უმწეო ლტოლვილებად არავინ თვლის.არა და ისლამისტების ბუდედ უნდა გადაქცეულიყო პანკისი. სხვათა შორის მათგან პანკისის გაწმენდა ყველაზე მეტად ალასანიას დამსახურებაა და მე და არა მარტო მე მას ამას დიდ საქმედ ვუთვლი.

არც ის დაივიწყოთ უსუფაშვილი გაქანებული ომის დროს, მიშას სიძულვილით დაბრმავებული, ვოლსთრით ჟურნალს რომ აძლევდა ინტერვიუს სადაც ამბობდა ომი რათქმა უნდა ჩვენ დავიწყეთო...ჟურნალს, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს .

არ უთქვია უსუფას რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საომარი ქმედებები და ამას რა შედეგიც მოყვებოდა მე 2008 წლის 1 აგვისტოს მაქვს დაწერილი ფორუმ.გე-ზე და ამის მიხვედრას დიდი ჭკუა არ უნდოდა.

რაღა მაინცდამაინც მაგის ყვირილი აიჩემეთ. ოცდაათი წლის ბიჭი იყო მაგას რომ ყვიროდა და არც ცდებოდა

სამწუხაროდ მაგ ყვირილში ის მარტო არ იყო და თითქმის უკლებლივ მაშინდელი ლიდერებიც უბამდნენ მხარს.ვინ ცდებოდა გადახედეთ ჩვენი და ლიტვის მდგომარეობას და ნათლად ჩანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...