Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „სუბარი კანდიდატურას გაჩეჩილაძის სასარგებლოდ არ მოხსნის“


Recommended Posts

ასე ეწოდება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერ მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუს, რომელსაც გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს. მამუკა კაციტაძე ამბობს: „გასაკვირია, როცა სოზარ სუბარის განცხადებას სენსაციურს და მოულოდნელს უწოდებთ. ეს განცხადება მან ორი მიზეზით გაიმეორა. 30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა - არჩევნების დანიშვნას სოზარმა კიდევ ერთხელ მოაყოლა ადრე გაკეთებული შეთავაზება. მეორე მიზეზი კი ის კვლევებია, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. ამ კვლევებით უპირობოდ ჩანს, რომ ოპოზიციურ კანდიდატთა შორის თბილისის მერის პოსტზე ირაკლი ალასანია უპირობო ლიდერია. ამიტომ სუბარმა შესთავაზა მთელ რიგ პოლიტიკურ ოპოზიციას, თუ ისინი მხარს დაუჭერენ ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, ის მზად არის გაათავისუფლოს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი“.

 

 

„მეტიც, ალიანსი მზად არის, რომ შეთანხმებები განხორციელდეს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან და პიროვნებებთან. სოზარ სუბარმა პირდაპირი მაგალითი მოიყვანა, ვინ შეიძლება იყოს შეთავაზების ადრესატი: ძიძიგური, დავითაშვილი, კუკავა, ქრისტიან-დემოკრატები, მრეწველები თუ ლევან გაჩეჩილაძე. პოლიტიკა არის დინამიური. ამ დინამიზმიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმენით დამატებითი შეთავაზება, მოტივაცია კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის, თუ მათ ექნებათ ირაკლი ალასანიას გვერდში დგომის სურვილი. ჩვენ დამატებითი პოლიტიკური მოტივაცია გავაჩინეთ როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტის განთავისუფლებით, ასევე ცალკეული ოლქების განთავისუფლებით, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ“

 

 

„...ყველა მინუს ერთი“ ფორმულა არსებობს და ის არ შეცვლილა. არ განიხილება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი - ეს არის ნოღაიდელი“.

 

 

„არა პრაიმერი და არაფერი - პირდაპირ კონკრეტულად მაჟორიტარულ ოლქში შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ ყოველგვარი პრაიმერების და ფოკუსების გარეშე. მაგრამ ამ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს წინ უძღვის ჩვენი მხრიდან უცილებელი პირობა, რომ ირაკლი ალასანიას მხარი უნდა დაუჭირონ მერობისთვის ბრძოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება, უბრალოდ, მათთვის განულებულია. სოზარის ადრესატი - ვგულისხმობ ლევანს, არასწორადაა შერჩეული. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მე სხვისი მერობისთვის არ ვიბრძოლებ და ალასანიას მხარს არ დავუჭერ, ბუნებრივია, ამ შეთავაზების ობიექტი ასეთი პიროვნება ვერ გახდება და არ გახდება, რადგან ის არ იქნება ალასანიას მხარდამჭერი. თუ არ იქნება, ბუნებრივია, არც ეს შეთავაზება გაუკეთდება მას - სწორედ ამ ნაწილში ვამბობ, რომ ადრესატი არ არის სწორად შერჩეული, რადგან მან თავისი პოზიცია ალასანიას მიმართ დააფიქსირა“.

 

 

„არანაირი კონსულტაციები არ იწყება. ეს არის შეთავაზება და პოზიცია უნდა გამოხატონ ადრესატებმა. თუ ინტერესი არ გაჩნდება, შეთავაზება დამთავრებული იქნება და ალიანსი თავისი მიმართულებით სვლას გააგრძელებს“.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...