planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ პრესისთვის დღეს გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: „სოზარ სუბარი „ალიანსის“ მანდატით მოქმედებს. ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში - მერობის ერთიანი კანდიდატი არის ირაკლი ალასანია. ვინც ამას გაიზიარებს, მზად ვართ, მათ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და მაჟორიტარულ ოლქებზე ვესაუბროთ. „ირაკლი ალასანია ყველა რეიტინგით ლიდერია ოპოზიციურ კანდიდატებს შორის. თბილისის მერად მისი კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ მოვხსნით მაჟორიტარ კანდიდატებს ოლქებში, რათა არ მოხდეს ოპოზიციური კანდიდატების დაპირისპირება. მხარს დავუჭერთ საკრებულოს სხვა ოპოზიციურ კანდიდატს“. „ალიანსის“ შეთავაზება ზურაბ ნოღაიდელთან არანაირ გაერთიანებას არ გულისხმობს“. „ჩვენ ვლაპარაკობთ არა ერთიანობაზე, არამედ მაჟორიტარობის კანდიდატების გადანაწილებაზე, რათა არ მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. არც „ეროვნულ საბჭოსთან“ და არც ერთ ძალასთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts