planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 განაცხადა „ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში: „გამარჯვების ფორმულა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კანდიდატის - ირაკლი ალასანიას - გარშემო ოპოზიციურ ძალების გაერთიანებას გულისხმობს. სანაცვლოდ მზად ვართ, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იყოს სხვა ოპოზიციური ჯგუფის კანდიდატი“. „ამ მოლაპარაკებებს კონტექსტში არა ვინმესთან გაერთიანება, არამედ შეთანხმება იგულისხმება. სოზარ სუბარი კონსულტაციებს გამართავს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიებთან. იგი შეხვდება „კონსერვატორებს“, „ხალხის პარტიას“ და ა. შ. ამ მოლაპარაკებებში ის ცენტრალური ფიგურაა. გამარჯვება არ გამოვა ირაკლი ალასანიას მერობის კანდიდატობის გარეშე“. „ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ვერაგი მტერი ჰყავთ. ასეთ პირობებში, შიდა ოპოზიციური დაპირისპირების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია. ეს უნდა ავსახოთ ერთიანი კანდიდატის მხადაჭერაში“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts