planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristes-agdgoma1-150x150.jpgმკვდრეთით აღდგომამდე ყველა ადამიანი, მთელი სამყარო სიკვდილის სამეფოს ტყვე იყო. ქრისტემ კი თავისი ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და საშინელი ბოროტი ძალისაგან გაგვათავისუფლა. აღდგომა – უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ბიბლიაში ხაზგასგასმულია, რომ მართლმორწმუნეთა საზღაური ქრისტეს მოსვლისას მათი აღდგომა იქნება (1 თეს 4:16). პირველ რიგში ქრისტე აღადგენს მკვდრებს და განიკითხავს მათ. თუ “სული” ცისკენ მიემგზავრება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მაშინ აღდგომა აუცილებელი არ იქნებოდა. პავლემ განაცხადა, რომ თუ არ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, უაზრო იქნებოდა ჩვენი თავმდაბლობა ღმერთის მიმართ (1 კორ 15:32). რასაკვირველია, იგი არ იტყოდა ამას, თუ დარწმუნებული ყოფილიყო, რომ “სული” სიკვდილის შემდეგ ცისკენ მიემგზავრება. მაგრამ მას სწამდა, რომ ადაიანის ერთადერთი ჯილდო მისი სხეულის აღდგომა იქნება. ქრისტე გვამხნევებდა, რომ ჩვენ უმწიკვლო ცხოვრებისათვის მივიღებთ საზღაურს “აღდგომისას” (ლუკ 14:14). უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიაში არ არის ნათქვამი სხეულის ფორმის არსებობის შესახებ _ ეს ეხება ღმერთს, ქრისტეს, ანგელოზებსა და ადამიანებს. დაბრუნებისას ქრისტე “ჩვენ დამდაბლებულ სხეულს გარდაქმნის თავისი დიდების სხეულის მსგავსად” (ფილ 3:21). ასე რომ ამჟამად მას გააჩნია სხეულის ფორმა, რომელიც სულით მოქმედებს, და არა სისხლით. განკითხვაზე ჩვენ მივიღებთ საზღაურს საკუთარი ცხოვრების შესაბამისად (2 კორ 5:10). ის, ვინც ცხოვრობდა ხორციელი ცხოვრებით დარჩება ჩვეულებრივ მოკვდავ სხეულში, რომელიც შემდეგ დაიშლება და ფერფლად გადაიქცევა; ხოლო, ის კი ვინც ცდილობდა ეცხოვრა სულიერად, საზღაურად მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს. სახარებაში ნათქვამია: “ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს” (გალ 6:8) სულით სავსე სხეულის სახით. არსებობს უამრავი დადასტურება, რომ უბიწო ცხოვრების ჯილდო _ სხეულის ფორმა იქნება. ამ დებულების მიღებისთანავე ნათელი ხდება აღდგომის მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ჩვენი სხეული შეწყვიტავს არსებობას სიკვდილის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მარადიული სიცოცხლე და უკვდავება სხეულის ფორმით, ესე იგი სიკვდილი შეუგნებელ მდგომარეობას წარმოადგენს იმ მომენტამდე, სანამ ჩვენი სხეული არ აღდგება და მიიღებს ღვთის ბუნებას. ამჟამად მისი ტანჯვის გაზიარებით, ჩვენ ასევე გავიზიარებთ მის ჯილდოს: “მუდამ სხეულში ვატარებთ (ამჟამად) უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს” (2 კორ 4:10). “ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით” (რომ 8:11). ასეთი იმედით ჩვენ “ჩვენი სხეულის გამოსყიდვას” ველით (რომ 8:23) მისი უკვდავების მეშვეობით. მართლმადიდებელ ეკლესიაში გვაქვს ხატი, სადაც მაცხოვარი სწორედ ჯოჯოხეთის შემტვრეულ კარზე დგას. ქრისტე მარტო არ არის, მას საფლავებიდან ადამი და ევა ამოჰყავს. აქვე არიან ძველი აღთქმის მართალი ადამიანები – მეფეები, წინასწარმეტყველები, მღვდელმთავრები. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მარტო თვითონ კი არ აღდგა, არამედ ჩვენც, ადამიანებს მოგვცა სიკვდილზე გამარჯვების ძალა. ადამმა და ევამ უარი თქვეს ღმერთთან ერთად ცხოვრებაზე, ამიტომაც გაბატონდა მიწაზე სიკვდილის სამეფო ჯოჯოხეთი, სამოთხე – სასუფეველი კი დაიკეტა, ამიტომ ყველა გარდაცვლილი ადამიანი ქრისტეს აღდგომამდე ჯოჯოხეთში იმყოფებოდა და მოუთმენლად ელოდა იმ წუთს, როდესაც გაიღებოდა სამოთხის კარი მათთვის. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. მაცხოვრის აღდგომა გაზაფხულზე, ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის აღინიშნება. ეს უდიდესი მნიშვნელობის დღე და ქრისტიანთა უდიდესი დღესასწაულია. ოთხივე სახარების თანახმად, ებრაელთა პასექზე, პარასკევ დღეს ქრისტე იერუსალიმში, გოლგოთაზე ჯვარს აცვეს. სამი დღის შემდეგ კი მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. აღდგომის ზეიმი უწინარეს ყოვლისა – ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს. აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმულ ქრისტეს სახით განხორციელდა. თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ და მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამდროვე სახე. ქრისტეს აღდგომა არავის უნახავს. ადამიანის თვალი ვერ აღწევს უზარმაზარი ლოდით ჩაგმანულ კლდის სამარხში, სადაც ჯვარცმის შემდეგ ქრისტე დაასვენეს. ადამიანის გონებას არ შეუძლია გაიგოს, როგორ მოხდა აღდგომის უდიდესი საიდუმლო. თუმცა ის, რაც თვალსა და გონებას არ ძალუძს, ადამიანის გულს შეუძლია. ჩვენ ათასწლეულების შემდეგაც კი გულით განვიცდით სიხარულს იმისა, რომ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! ლექსო ბექაური იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts