planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/xe-tye1-150x150.jpgკახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს თანამშრომლებმა, დედოფლისწყაროს სატყეო უბნის N4 სამცველოში, ჭალის მუხის უკანონო ჭრის ფაქტზე სოფელ ვარდისუბნის მცხოვრები ჯუმბერ ყრუაშვილი და ელგუჯა ტეფნაძე დააკავეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხე–ტყის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა – 936.32 ლარი შეადგინა. ასევე, კახეთის რეგიონალური სატყეო სამმაართველოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ, ერთობლივად განხორციელებული ღონისძიების შედეგად, გურჯაანის რაიონის სოფელი ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის ტრანსპორტირების ფაქტზე, დაკავებულ იქნა სოფელ ვაჩნაძიანის მცხოვრები გოგი ცაცაბაშვილი. მის მიერ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1175 ლარი. ორივე საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts