Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სტიქიამ კახეთს ბოლო 5 თვეში 9 მლნ 320 000 ლარის ზარალი მიაყენა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/stiqia-150x150.jpg13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთს 1 455 000 ლარის ზარალი მიაყენა. მანმადე კი, 30-31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს სტიქიამ კახეთი 7 მლნ 865 ათასი ლარით აზარალა.

 

 

სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ მცირედი დახმარება მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიიღო, თუმცა სოფელ უზუნთალაში ერთი ოჯახი ამ დრომდე უსახლ – კაროდ არის დარჩენილი, მოსახლეობა კი საკუთარი ხარჯებით ქვა – ღორღით გავსებული ტერიტორიების გაწმენდას ვერ ახერხებს, – ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს.

 

 

ორგანიზაციის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ ზედაპირულად ჩატარდა. ხევების გარკვეულ მონაკვეთზე კალაპოტები გააღრმავეს, სოფელ ალვანში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყალი ამოტუმბეს და იყალთოში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, გარესამყაროს არცერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი.

 

 

ლაგოდეხის რაიონის სოფელი უზუნთალა სტიქიამ ხუთი თვის წინ დააზარალა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ – სათესი მიწები დღემდე ქვა – ღორღით არის გავსებული. ადგილობრივები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. სოფელ უზუნთალაში დღემდე უსახლკაროდ არის დარჩენილი 21 წლის ჯეიჰუნ რამაზანოვის ოჯახი. წყალდიდობის შედეგად მისი სახლი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლებას დაზარალებულისთვის დახმარება არ გაუწევია. ამის მიზეზად ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე დიმიტრი ლოლაძე იმას ასახელებს, რომ რამაზანოვებს საჯარო რეესტრში სახლი საკუთრებად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და დოკუმენტები არ აქვთ.

 

 

გარემოსდამცველების ინფორმაციით, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში სტიქიური გეოლოგიური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდება. საფრთხე კახეთის რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება.

 

 

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც გაზაფხულზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა. ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების არ ქონას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს. ოფიციალური მონაცემებით, მთავრობამ, გასულ წელთან შედარებით, წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების თანხა 9 მილიონიდან 1 მლნ 800 000 ლარამდე შეამცირა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...