planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ierusalimi-150x150.jpgმართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო აღდგომისთვის უკვე ემზადება. პასექის დღესასწაულთან დამთხვევის გამო ისრაელმა ბეთლემის საგუშაგო პალესტინელებისთვის დახურა. სამართალდამცველები მაცხოვრის შობის ადგილას ტურისტებს მხოლოდ მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებენ. დილიდან ხალხმრავლობაა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ეზოში. მაცხოვრის საფლავთან ლოცვისა და გარდამოხსნის რიტუალის შესრულების შემდეგ პილიგრიმებმა უკვე დაიწყეს მსვლელობა ვია დოლოროსის მიმართულებით. წმინდა მიწაზე ქრისტეს ჯვარცმის სცენა გააცოცხლეს. მლოცველებმა გოლგოთამდე ის გზა გაიარეს, რომელიც სახარების თანახმად, იესო ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა. მაცხოვრის გზა გოლგოთასკენ ათასობით ქრისტიანმა სასულიერო პირებთან ერთად გაიარა. კოსტუმირებული მსვლელობა ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით იყო დადგმული. პროცესია 14 ადგილზე შეერთდა, ისე როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. მსვლელობა გოლგოთას მთაზე მაცხოვრის საფლავამდე გაგრძელდა. იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, პალესტინელი ქრისტიანები კი, წმინდა ქალაქში შეზღუდული რაოდენობით შეუშვეს. იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ღამის ლიტანიობაზე ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, როგორც ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელია. იერუსალიმის ამ წმიდა ტაძარში შიგნით არის მოქცეული სწორედ ის გამოქვებული, სადაც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვარი დაასვენეს. გამოქვაბულის ადგილზე მცირე ზომის ეკლესიაა აგებული. აღდგომა ღამეს იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის ამ პატარა ტაძარში და ლოცულობს. სამღვდელოება და მორწმუნეები კი გარეთ დგანან და ცეცხლის გადმოსვლას ელიან. რამდენიმე წუთში იელვებს ცისფერი ნაპერწკლები და საფლავის ქვაზე წინასწარ მომზადებული კანდელი თავისით ინთება. პატრიარქს ხელში უჭირავს საგანგებოდ მომზადებული, ერთად შეკრული 33 კელაპტარი (იესო ქრისტე 33 წლისა აცვეს ჯვარს). პატრიარქი ანთებს კელაპტრებს და ზეციური ცეცხლი მორწმუნეებთან გამოაქვს. პირველი 10 წუთის განმავლობაში ცეცხლი არავის წვავს. იგი შეგიძლია მიიტანო სახესთან, მიადო ხელი და არ დაგწვავს, რადგან ის ჩვეულებრივი ცეცხლი არ არის, 10-15 წუთის შემდეგ კი უკვე ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს იძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ზეციური წარმოშობისაა. იერუსალიმიდან ზეციური მადლმოსილი ცეცხლი ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩააქვთ. საქართველოშიც, ყოველწლიურად იერუსალიმიდან კანდელით ჩამოაბრძანებენ ხოლმე ღვთაებრივ ცეცხლს. ეს კანდელი საპატრიარქოში ინახება. მისგან ანთებული კანდელი სიონის ტაძრის საკურთხეველშიც ანთია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts