Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - The Guardian: რუსეთის ინტერვენციაზე მომზადებულ ყალბ რეპორტაჟთან სააკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/guardian1.jpgიმის მტკიცება, რომ ქართულ მედიას პრეზიდენტი აკონტროლებს, აღმაშფოთებელია.

 

 

ამის შესახებ საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე გავლენიან გამოცემა The Guardian –თან ინტერვიუში აცხადებს.

 

 

დიპლომატი იმიტირებულ “ქრონიკასთან” დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ბრალდებებს გამოეხმაურა. საპასუხო წერილი ზურაბიშვილის მსგავსად, ახლაც The Guardian –ში გამოქვეყნდა.

 

 

“ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის დროს თბილისში გახლდით. მან ის საშინელი მოგონებები გააცოცხლა, როდესაც 2008 წელს რუსული არმია საქართველოს საზღვარზე მოედინებოდა, ნგრევა, ძარცვა და მასშტაბური ეთნიკური წმენდის მხარდაჭერა. მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან აბსოლუტურად არასწორია იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელია. იგი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ლიდერმა „არასდროს იცის როდის გაჩერდეს, როგორც პატარა ბავშვმა, რომლის წინაშეც უამრავი ტკბილეულია და დახარბებული ჭამას მანამ არ წყვეტს, ვიდრე ავად არ გახდება“. რით ადასტურებს ის ამ აბსურდულ ბრალდებებს?

 

 

სააკაშვილმა თავიდანვე დაგმო ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟი, როგორც „უაზრო და მავნე ჩვენი საზოგადოებისთვის“. მე მას ვეთანხმები და ვისურვებდი, რომ ყველას ვისაც ეს ეხება, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს,”- აცხადებს ბადრიძე.

 

 

დიპლომატის განმარტებით, „უკონტროლობისგან“ ძალიან შორს მდგომმა სააკაშვილმა და მთავრობის და პარლამენტის ყველა მაღალჩინოსანმა მყისიერად და არაორაზროვნად დაგმეს გადაცემა.

 

 

“ზურაბიშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ „ყველაფერი უკანონო იყო. შეგნებულად ტყუილის გავრცელება „ახალი ამბების“ სახით, საქართველოში კრიმინალური აქტია“. მაგრამ იმის მტკიცება, თითქოს „ცხადია რომ ტელეკომპანია „იმედს“ პრეზიდენტი აკონტროლებს, აღმაშფოთებელია,”- ამბობს საქართველოს ელჩი ინტერვიუში.

 

 

გიორგი ბადრიძის თქმით, მართალია ის, რომ ტელეკომპანიას მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი მართავს და მის სარედაქციო პოლიტიკაში პრო–სახელისუფლებო თვალსაზრისი იგრძნობა. თუმცა, დემოკრატიაში ადამიანებისთვის საჯაროდან კერძო სექტორში გადასვლა და პირიქით, ნორმალური მოვლენაა.

 

 

“თუკი „იმედში“ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხის ან მთავრობის ინტერესების სასიკეთოდ მოქმედებდა, ძალიან ცდება. წლების განმავლობაში ჩემი მთავრობა ფოკუსირებულია სიტყვის თავისუფლებისა და პლურალისტული დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. ჩვენ მედია ღია გავხადეთ და მივიღეთ კანონები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისთვის ყველა ეთერს სრულად ხელმისაწვდომს ხდის არჩევნების დროს. პოლიტიკური პლურალიზმის მეტი გარანტიებით უზრუნველყოფისა და მისი განვითარებისთვის, გასულ თვეში პარლამენტმა დაასრულა ისეთი ტიპის არხის დაგეგმვაზე მუშაობა, როგორიცაა BBC Parliament, რაც საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერაა მხარდაჭერილი. ჩვენ განვაგრძობთ ლიბერალური მედიის დღის წესრიგის განვითარებას. ამ ზამთარში საქართველოს პარლამენტი იხილავდა მედიის შესახებ კანონს, რომელიც იმის გარანტიებს შექმნის, რომ მედიის მესაკუთრეთა ვინაობა გამჭვირვალე იქნება, და რომ მედია კომპანიების მფლობელები ოფშორებში არ დარეგისტრირდებიან,”- აცხადებს ბადრიძე ინტერვიუში.

 

 

დიპლომატის შეფასებით, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ყველაფერი სწრაფად ვერ გაკეთდება.

 

 

“მაგრამ ვარდების რევოლუციის მისწრაფებები და მასთან დაკავშირებული იმედები დღეს ისეთივე ცოცხალი და წარმატებულია, როგორც ექვსი წლის წინ,”- ამბობს ბადრიძე – The Guardian -თან ინტერვიუში.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...