planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/shatberashvili_soso-150x150.jpgსაქართველოს “ლეიბორისტული პარტია”, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისგან სატელეფონო წუთობრივი ტარიფების განახევრებას ითხოვენ. ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ “ლეიბორისტების” მრავალთვიანი ბრძოლის შედეგად ჯეოსელმა მომხმარებლებს, სააბონენტო გადასახადი მოუხსნა და წუთობრიფი ტარიფი 25 თეთრამდე შეუმცირა, თუმცა მისი თქმით ეს საკმარისი არ არის. “ჯეოსელის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის პირველი შედეგია, მაგრამ ეს საკმარისი არაა და ჩვენ “ჯეოსელისგან”, “მაგთისა” და “ბილაინისგან” სასასუბრო ტარიფების განახევრებას ვითხოვთ”, _ განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. მისი თქმით, თუ კომპანიების მიერ ტარიფები არ განახევრდება, ისინი საპროტესტო კოცონს, როგორც ეს აღნიშნული კომპანიების ოფისებთან დაანთეს, ამჯერად ფიჭური კომპანიების მესვეურთა სახლებთან და სადარბაზოებთან დაანთებენ. “ლეიბორისტების” განცხადებით საქართველო წუთობრივი ტარიფების სიძვირით, მსოფლიოში მესამე ქვეყანაა ქუვეითისა და სიერალეონეს შემდეგ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts