planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/patriarqi-150x150.jpgსამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიბრძანდა. ილია II წითელ პარასკევთან დაკავშირებით, წირვა ლოცვას აღავლენს. ვნების კვირის ერთ-ერთი მნიშველოვანი ღვთისმსახურება არის ვნების თორმეტი სახრების კითხვა _ დიდი პარასკევის ცისკარზე. ამ დროს შუა ტაძარში დაიდგმება ჯვარცმა და მის წინაშე სამღვდელო პირები წაიკითხავენ წმიდა ოთხთავის იმ თავებს, რომლებშიც გადმოცემულია უფლის ცხოველმყოფელი ვნებები: მისი გაცემა, შეპყრობა, ტანჯვა, ჯვარცმა და საფლავად დადება. ტრადიცულად დიდი პარასკევის ცისკარი ერის ეკლესიების უმრავლესობაში ხუთშაბათ საღამოს სრულდება. გუშინ საღამოს 7 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღამოს მსახურება აღასრულა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. მრევლის სიმრავლის გამო ვნების 12 სახარება ტაძრის ეზოში წაიკითხეს. მალე დიდი მარხვა დასრულდება და ქრისტიანები უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეგებებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts