Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით დანაშაულის სოციოლოგიური კვლევისთვის ტრენინგი ჩატარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri6-150x130.jpgიუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და კომპანია „გორბის“ მიერ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა სოციოლოგიური კვლევის კითხვარი და კვლევისთვის ტრენინგი ჩატარდა.

 

 

გამოკითხვის დაწყებამდე ინტერვიუერებს ჩაუტარდათ ტრეინინგი, ისინი დეტალურად გაეცნენ კითხვარს და კონკრეტული სოციოლოგიური გამოკითხვის სპეციფიკას. ტრენინგების დასრულების შემდგომ დაიწყება სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის დასრულებაც მაისის შუა რიცხვებში იგეგმება. გამოკითხვის შედეგები იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

 

 

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გორბი“ საქართველოში დანაშაულის სოციოლოგიურ კვლევას ატარებს. პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისა და ზოგიერთი დანაშაულისათვის გამოყენებული სასჯელებისადმი.

 

 

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა გულისხმობს შემთხვევითობის საფუძველზე შერჩეულ 3000 რესპოდენტთან პირისპირ გასაუბრების ჩატარებას (რაოდენობრივი კვლევა) საქართველოს ყველა რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის პროპორციის გათვალისწინებით. რესპოდენტთა ეს რიცხვი შეესაბამება ევროპის ქვეყნებში მსგავსი კვლევების განხორციელების სტანდარტს.

 

 

დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა ამგვარი მასშტაბის პირველი მეცნიერული კვლევითი პროექტია საქართველოში. დანაშაულის სოციოლოგიური კვლევა რეგულარულად უნდა ჩატარდეს ყოველი წლის ბოლოს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...