McLaren Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ძუკუ მერობაზე ნაცები მთელ ძალას ხარჯავენ და მოქმედი მერი ყავთ კანდიდატად. ხოლო მაჟორიტარებად უცნობი ხალხი უნდა დააყენონ, ხოლო ალიანს და სხვებს კი წონიანი ფიგურების დაყენების საშუალება აქვს. მოგებაში მე ოპოზიციის ჯამურ მოგებას ვგულისხმობ, რაც საკრებულოს თავჯდომარის არჩევის შესაძლებლობას მოგვცემს.საკრებულოში ჯამური მოგებისთვის მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობა უნდა მოიგოს ოპოზიციამ. იქაც როგორც მერობაზე 30%-იანი ბარიერია. ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ მერის ბიულეტენზე ამომრჩეველი უგულავას შემოხაზავს და მაჟორიტარზე ოპოზიციონერს? მემგონი მიშისტები, სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირები, და მიწერილი ადამიანები ყველა ბიულეტენზე 5-იანს შემოხაზავენ. როგორც ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ყველგან ოპოზიციას შემოხაზავს. ასე რომ განსხვავებას ვერ ვხედავ. ვინც მოიგებს მერობას, ჩემი აზრით იმის ხალხი მოიგებს საკრებულოში უმრავლესობას. 5%-ი ვის აქვს ვერ გავიგეაირის გამოკითხვებით ალიანსის რეიტინგი 5 თუ 6%-ია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 McLaren ვინც მოიგებს მერობას, ჩემი აზრით იმის ხალხი მოიგებს საკრებულოში უმრავლესობას.არ არის ეს მთლად ესე. მაჟორიტარები რომლებიც ოლქებს იგებენ, ან თუნდაც შემდეგ ადგილებზე გადიან ყოველთვის მეტ ხმებს იღებენ ვიდრე მათი პარტიები. ანუ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა კონკრეტულ მაჟორიტარს შეუძლია მისცეს ხმა, მაგრამ ამავე დროს სხვა პარტიას და მერობის კანდიდატს.აირის გამოკითხვებით ალიანსის რეიტინგი 5 თუ 6%-ია.არ არის ეს ასე. თბილისში ალასანიას 11% აქვს, ხოლო ალიანს 10%. ამით ჩვენები უსწრებენ ასლანიჩებს პარტიულად მათ 8%-ი აქვთ, ხოლო გია ჭანტურიას კი საერთოდ 4% აქვს.დანარჩენები კი გაცილებით ჩამორჩებიან.აპრილში NDI გამოაქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს და რაც მთავარია ყველასთვის და საჯაროდ, რათა არავის არ ქონდეს ციფრებით მანიპულირების საშუალება. ეს ბევრ რამეს გაარკვევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ძუკუ არ არის ეს მთლად ესე. მაჟორიტარები რომლებიც ოლქებს იგებენ, ან თუნდაც შემდეგ ადგილებზე გადიან ყოველთვის მეტ ხმებს იღებენ ვიდრე მათი პარტიები. ანუ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა კონკრეტულ მაჟორიტარს შეუძლია მისცეს ხმა, მაგრამ ამავე დროს სხვა პარტიას და მერობის კანდიდატს.ეს შესაძლებელია ოპოზიციურ პარტიებს შორის. მაგალითად მერის ბიულეტენში ვინმემ ალსანია შემოხაზოს, და მაჟორიტარულში მაგალითად ეროვნული საბჭოს კანდიდატი. მარა ვერ წარმომიდგენია ადამიანი ვინც მერობაზე უგულავას მისცემს ხმას, და მაჟორიტარებში მაგალითად მამუკა კაციტაძეს. არ არის ეს ასე. თბილისში ალასანიას 11% აქვს, ხოლო ალიანს 10%. ამით ჩვენები უსწრებენ ასლანიჩებს პარტიულად მათ 8%-ი აქვთ, ხოლო გია ჭანტურიას კი საერთოდ 4% აქვს.დანარჩენები კი გაცილებით ჩამორჩებიან.იცით რა მაინტერესებს. მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ქრისტიან დემოკრატებს კარგი თვალით უყურებს, ხმის მიცემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ეს 8 თუ 10% არ გაეჭვებთ? და საერთოდ, თუნდაც ექსპერიმენტის სახით, გამოყოს პარტიამ რამდენიმე ადამიანი ვინც გავა გინდათ ქუჩაში, გინდათ კარდაკარ შეკითხვით ვის აძლევთ ხმას მერის არჩევნებში. უდიდესი უმრავლესობა გეტყვით ან არ ვიცი, ან არავის. მოკლედ რატომ ენდობით ალიანსელები ასეთ საეჭვო გამოკითხვებს, არ მესმის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 გრეჩიხ, ნეტა ბიზნესში ხომ არ დაბრუნდებოდი??? ნაღდ ბიზნესში რა, ამაში კი არა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 McLaren იცით რა მაინტერესებს. მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ქრისტიან დემოკრატებს კარგი თვალით უყურებს, ხმის მიცემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და ეს 8 თუ 10% არ გაეჭვებთ? და საერთოდ, თუნდაც ექსპერიმენტის სახით, გამოყოს პარტიამ რამდენიმე ადამიანი ვინც გავა გინდათ ქუჩაში, გინდათ კარდაკარ შეკითხვით ვის აძლევთ ხმას მერის არჩევნებში. უდიდესი უმრავლესობა გეტყვით ან არ ვიცი, ან არავის. მოკლედ რატომ ენდობით ალიანსელები ასეთ საეჭვო გამოკითხვებს, არ მესმისწინა გამოკითხვები რომლებიც ჩაატარეს IRI,NDI და იაგო კაჭკაჭიშვილმა დაახლოებით ერთმანეთს ემთხვეოდა მაშინ გიგის დაახლოებით 31% ქონდა და ალასანიას 21%-ი. ეხლა მე პირადად დაველოდები NDI-ს კვლევებს და ასევე იაგოს.მას კი მე პირადად ვენდობი. ის რომ ბევრს ჯერ არ გადაუწყვეტია ან არავის არ აძლევს ხმას ცუდია ოპოზიციისთვის, რადგან ხელისუფლების ამომრჩეველი ბევრად მობილიზებულია. ამ წუთში ცეცხლი გადმოვიდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ყველას გილოცავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 ძუკუ ამ წუთში ცეცხლი გადმოვიდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ყველას გილოცავთ.მეც გილოცავთ ყველას! წინა გამოკითხვები რომლებიც ჩაატარეს IRI,NDI და იაგო კაჭკაჭიშვილმა დაახლოებით ერთმანეთს ემთხვეოდა მაშინ გიგის დაახლოებით 31% ქონდა და ალასანიას 21%-ი.და ორ თვეში ალასანიას რეიტინგი ორჯერ შემცირდა, უგულავასი კიდე 46%-მდე გაიზარდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 3, 2010 McLaren და ორ თვეში ალასანიას რეიტინგი ორჯერ შემცირდა, უგულავასი კიდე 46%-მდე გაიზარდა?პირველი სამწუხაროა, მაგრამ სწორია.ეს ჭადრაკის სასახლის და მისი შემდგომი მოვლენების შედეგია. რაც შეეხება მეორეს მაგას მხოლოდ ერორები აცხადებენ. მე როგორც ვიცი ისეს 30-35%-ის ფარგლებშია.მთელი უბედურება იმაშია რომ რეიტიგებს ეს ორგანიზაცია თვითოეულ სუბიექტს მხოლოდ თავისას აძლევს.იქ ძალიან ბევრი კითხვაა და ასლანიჩებმა მხოლოდ ის გამოაქვეყნეს რაც მათ აწყობდად.ხოლო ერორები საიდან იღებენ მონაცემებს, IRI-ს რომ ვეკითხებით პასუხს ვერ ვიღებთ.ამიტომ როგორც NDI ამბობს რომ ის თავის გამოკვლევებს საჯაროდ ყველასთვის ერთად გამოაცხადებს, ძალიან კარგი იქნება. მეც პირადად ძალიან მაინტერესებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2010 http://ghn.ge/news-11634.htmlმოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე სოზარ სუბარის შეთავაზებაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა მისთვის ვირტუალური თანამდებობაა. "საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის არც მე და არც სოზარი იბრძვის. პირდაპირ გეტყვით, არც მერობისთვის ვიბრძვი. მე ვიბრძვი თანხმობისთვის - გამარჯვების ფორმულისთვის. თანაც, საკრებულოს თავმჯდომარეობა სოზარისთვისაც, ჩემთვისაც და სხვისთვისაც ძალიან ვირტუალური რამეა, რადგან ამას სჭირდება 26 დეპუტატი. საკრებულოს 26 დეპუტატის შეკრება კი ერთიანი ფრონტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ჩემთვის ადამიანურად ამ შეთავაზების მიღება შეუძლებელია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას. ამასთან, გაჩეჩილაძე სოზარს შეთავაზებული წინადადებისთვის მადლობას უხდის და მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარს აცხადებს, მზადაა ამ პოსტზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმების პროცესში სუბართან ერთად თავადაც ჩაერთოს. "მე სოზარს ავუხსენი ისიც, რომ ჩემი ვერც ერთ მხარეს და ვერ მეორე მხარეს დგომა ოპოზიციურ ძალას, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების ძალა ჰქვია, ვერაფერს შემატებს, თუ ოპოზიციაში ის კრიზი დარჩა, რაც არის... საქართველოს გადარჩენა არ არის ლევან გაჩეჩილაძის საკრებულოს თავმჯდომარეობაში, მით უმტეს, ძალიან ვირტუალურ თავმჯდომარებაში, საქართველოს გადარჩებნა ეს არის იმაში, რომ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ 13 მარტის კინოს ავტორებს, რომელიც "იმედის" ეთერში გავიდა", - განმარტა გაჩეჩილაძემ. "არ ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატი, რადგან ეს პრიორიტეტული არ არის. მე სხვა ერთიან კანდიდატს დავუჭერ მხარს და რა ფუნქციასაც მომანიჭებენ საარჩევნო კამპანიაში, მზად ვარ იმ მიმართულებით ვიმუშაო", - დასძინა გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.