Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მე არ ვამბობ რომ ალასანია მოიგებს, მაგრამ ისინი საერთოდ ნოლზე დაჯდებიან.

დააყენოს გრეჩომ თავისი კანდიდატურა, და ვინ დაჯდება ნოლზე, გამოჩნდება :nekro: რესპებს რაც თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე პროცენტები აუღიათ, სულ ერთად რომ შეკრიბონ, იმაზე მეტს აიღებს გრეჩიხა (ეგ მე არ მომწონს, რომ ლევანი უფრო მეტს აიღებს, მაგრამ რეალობაა ეგეთი). ლიცის აქვს თემა გახსნილი, თუ რატომ ვართ ქართველები ერთმანეთის ჭამაშიო, და ერთერთი მიზეზი აი ესაა, რომ ყველას თავისი თავი უალტერნატივო ჰგონია, და როცა ამის დამტკიცებას სთავაზობ, იმაზეც უარზეა. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ არ იცი შენ ნარდის თამაში, მე შენზე მაგარი ვარო, მიდი და უმტკიცე. სანამ არ მოვუგებ ხოლმე იმდენს, რომ ფუფლოშნიკი გახდეს, მანამდე არ იჯერებს. ხოდა ასე მოსდის ალიანსს, სანამ თავისი თვლაებით არ დაინახავს ალასანიას პროცენტებს, მანამდე იბაქიბუქებენ ეგრე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

დააყენოს გრეჩომ თავისი კანდიდატურა, და ვინ დაჯდება ნოლზე, გამოჩნდება smile.gif რესპებს რაც თავიანთი მოღვაწეობის მანძილზე პროცენტები აუღიათ, სულ ერთად რომ შეკრიბონ, იმაზე მეტს აიღებს გრეჩიხა

არ შემიძლია არ დაგეთანხმო :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

ალასანიას კიდევ ერთი დაბნეულობა, თუ სუბარს უარი უნდა ეთქვა, რას ახურებდა მაშინ თავის დროზე? კვირაში შვიდი პარასკევი ამას ჰქვია: ხან ალიანსში, ხან პრეაიმერისტებთან, ხან სუბართან, ხან უსუბაროდ. პოლიტიკოსი კი არა, ფიგაროა რა.

არანაირად არ გეთანხმებით. მიდის ფართო კოალიციის ჩამოყალიბების მძიმე პროცესი...ღმერთმა ქნას გამოვიდეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო დონ, მართალია თქვენ რაღაც პათოლოგიური ზიზღი გაქვთ რესპების მიმართ, რომლის მიზეზი მე არ ვიცი,მხოლოდ შეიძლება ვივარაუდო.მაგრამ ამჯერად ალიანსზეა საუბარი და ალასანიაზე.IRI-ს გამოკითხვებითაც კი, მაშ შემდეგაც კი რაც ალასანიას რეიტინგი 20%-დან 11%-მდე დავიდა, მაინც ორჯერ მეტია ვიდრე გრეჩოსი და კიდევ უფრო მეტჯერ ვიდრე სხვა ოპოზიციური თუ ფსევდოოპოზიციური კანდიდატების, გია ჭანტურიას ჩათვლით. თბილისზეა საუბარი.

ეს ყველაფერი გრეჩიხამ მშვენივრად იცის, თორემ მაგას ვერ დაასწრებდნენ კანდიდატურის დაყენებას.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, რითაც გრეჩო ამაყობს, მის ადგილას პოლის ჯოხი რომ ყოფილიყო, ისიც იგივე შედეგს აჩვენებდა. მე ისიც შემიძლია გაგახსენოთ, თუ ვისი მხარდაჭერით მოუგო მან მაშინ უსუფას შიდა ბლოკური არჩევნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მე ისიც შემიძლია გაგახსენოთ, თუ ვისი მხარდაჭერით მოუგო მან მაშინ უსუფას შიდა ბლოკური არჩევნები.

 

ხაინდრავასი ხომ არა? თქვენი თანაპარტიელის ძმის? :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ხაინდრავასი ხომ არა? თქვენი თანაპარტიელის ძმის?

სწორედ, მაგრამ მე ამაში სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.

ჩამოვთვლი ვისი: გოგა ხაინდრავასი, პადოშასი,ჯონდის,მე თვითონ და კოკოს.მაგარი სასტავია. ეს ბოლო ოთხი ეხლა სად არის ყველამ კარგად იცით.

გოგა ხაინდრავა კი ილიკოსთან ახლოსაც ვერ მოვა და ყოველთვის ქუჩის ბიჭად დარჩება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IRI-ს გამოკითხვებითაც კი,

მოდით ვიყოთ თანამიმდევრულნი. თუკი ვენდობით აირიაია გამოკითხვებს (მე არ ვენდობი), მაშინ ელემენტარულად, აზრიც არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან აირაის აზრით, პროცენტებში ცდომილება არ აღემატება 2,5 -ს და რაღაზეა საუბარი. თუ არ ვენდობით, მაშინ ნუ მოგვყავს მათი მონაცემები არგუმენტებად. არ დაიწყოთ ახლა, ამ ნაწილში ვენდობით, ამ ნაწილში არა და ეგეთები (ეგ იგივეა, რომ რაც გაწყობს ენდობი, რაც არა - არა).

რაც შეეხება რესპებს, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვი: ზიზღი - ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ არ მომწონს, და ძირითადად ამას განაპირობებს თინა ხიდაშელი და უსუფაშვილი, თორემ ბევს ვიცნობ მაგ პარტიიდან და ძალიან კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ სამწუხაროდ "სტოსი" მიყავთ ცოლქმარს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სწორედ, მაგრამ მე ამაში სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.

 

სიმწრის სიცილია მაი, სიმწრის.

 

მაგრამ, მეორეს მხრივ, უსუფა რომ ყოფილიყო ლიდერი, რა შეიცვლებოდა თქვენი აზრით? შედეგს ვგულისხმობ. ნუ, ალბათ, უცხოელების პოზიცია (მცირედ) - ეს ერთი. კიდევ?

 

DonCaredo

მოდით ვიყოთ თანამიმდევრულნი. თუკი ვენდობით აირიაია გამოკითხვებს (მე არ ვენდობი), მაშინ ელემენტარულად, აზრიც არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან აირაის აზრით, პროცენტებში ცდომილება არ აღემატება 2,5 -ს და რაღაზეა საუბარი. თუ არ ვენდობით, მაშინ ნუ მოგვყავს მათი მონაცემები არგუმენტებად. არ დაიწყოთ ახლა, ამ ნაწილში ვენდობით, ამ ნაწილში არა და ეგეთები (ეგ იგივეა, რომ რაც გაწყობს ენდობი, რაც არა - არა).

 

ლოგიჩნო - ვერაფერს იტყვი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მაგრამ არ მომწონს, და ძირითადად ამას განაპირობებს თინა ხიდაშელი და უსუფაშვილი, თორემ ბევს ვიცნობ მაგ პარტიიდან და ძალიან კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ სამწუხაროდ "სტოსი" მიყავთ ცოლქმარს.

მე რაღაც ეჭვები მაქვს რომ თქვე ადრე რესპების წევრი თუ არა მათთან დაახლოებული პიროვნება იყავით, თუმცა შეიძლება ვცდები.მე მესმის ასევე რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თინაზე ალერგია აქვთ, მაგრამ დათოზე კი ნამდვილად არ მესმის.

Grig

მაგრამ, მეორეს მხრივ, უსუფა რომ ყოფილიყო ლიდერი, რა შეიცვლებოდა თქვენი აზრით? შედეგს ვგულისხმობ. ნუ, ალბათ, უცხოელების პოზიცია (მცირედ) - ეს ერთი. კიდევ?

ამაში გეთანხმებით, მაგრამ მერე შეიცვლებოდა. გრეჩო ალბათ არ გვეყოლებოდა ერთი წლის განმავლობაში საერთო ნაციონალური ოპოზიციური ლიდერი და შარშანდელი აპრილის აქციები არც ასე წარიმართებოდა და არც ასე ჩვენთვის სამარცხვინოდ დამთავრდებოდა.

მაგრამ მე ეს უამრავჯერ მითქვამს, რომ ამ ქვეყანაში მოსწონთ ან მიშა მაგარია, ან მიშა მოვედი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მოდით ვიყოთ თანამიმდევრულნი. თუკი ვენდობით აირიაია გამოკითხვებს (მე არ ვენდობი), მაშინ ელემენტარულად, აზრიც არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

მე პრინციპში ვენდობი და მართლაც მჯერა რომ ალასანიას რეიტინგი შემცირებულია წინა გამოკითხვებთან შედარებით როცა მას 20%-ი ქონდა და მის ზრდას ველოდით, მაგრამ ჭადრაკის სასახლის ეპოპეამ გააკეთა თავისი საქმე, თუმცა არჩევნებამდე კიდევ ორი თვეა და რაღაცის დაქაჩვა შეიძლება.

მე არასოდეს არ მითქვამს არც ადრე და არც ეხლა ვიტყვი რომ ალასანია არჩევნებს მოიგებს და ესეც მრავალჯერ დავწერე რომ ალანსი კარგ შემთხვევაში დაახლოებით 10 მანდატს აიღებს.

მაგრამ ეს ნამდვილად არ მიმაჩნია არჩევნებში არმონაწილეობის საბაბად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე რაღაც ეჭვები მაქვს რომ თქვე ადრე რესპების წევრი თუ არა მათთან დაახლოებული პიროვნება იყავით, თუმცა შეიძლება ვცდები

:*

ცდებით, თან ძალიან ძალიან. არანაირი შეხება არცერთ პარტიასთან არ მქონია, არ მაქვს, არ მექნება და არც არანაირი სურვილი არ მქონია, არ მაქვს და არ მექნება არასოდეს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოთქმა "არასოდეს თქვა არასოდეს" არ მოქმედებს ჩემზე) :nekro:

დათოსთან დაკავშირებით ალბათ მართალი ხარ, უფრო თინას გამო გადამივიდა ეგ ანტიპათია დათოზეც, მაგრამ ალბათ ეგ ჩემი ბრალი არა, უფრო თინას ბრალია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pioneer

გაერთიანება დაგვიანდა უკვე.. გიგი იქნება არჩეული მერი და მიშას დაურხევს მალე..

ეხლა გაერთიანებაზე არაა საუბარი, არამედ შეთანხმებაზე. ეს განსაკუთრებით მაჟორიტარებს ეხებათ.პრინციპში პროპორციული ხელისუფლებამ ვერ უნდა მოიგოს და თუ მაჟორიტარებსაც მოვუგებთ მაშინ მერი საკრებულოს გარეშე ვერ იგულავებს, ანუ უგულავა ვერ გაგულავდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ეხლა გაერთიანებაზე არაა საუბარი, არამედ შეთანხმებაზე. ეს განსაკუთრებით მაჟორიტარებს ეხებათ.პრინციპში პროპორციული ხელისუფლებამ ვერ უნდა მოიგოს და თუ მაჟორიტარებსაც მოვუგებთ მაშინ მერი საკრებულოს გარეშე ვერ იგულავებს, ანუ უგულავა ვერ გაგულავდება.

ისადა მაჟორიტარულის მოგების იმედი თუ გაქვთ ალიანსელებს, მერობის მოგების იმედი რატომ არ გაქვთ? იქაც 30%-ია ბარიერი, და იქაც.

 

და კიდევ, აირის გამოკითხვის თუ გჯერათ, მაშინ 5%-იანი რეიტინგით საერთოდ როგორ აპირებთ რაიმეს მოგებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

ისადა მაჟორიტარულის მოგების იმედი თუ გაქვთ ალიანსელებს, მერობის მოგების იმედი რატომ არ გაქვთ? იქაც 30%-ია ბარიერი, და იქაც.

 

და კიდევ, აირის გამოკითხვის თუ გჯერათ, მაშინ 5%-იანი რეიტინგით საერთოდ როგორ აპირებთ რაიმეს მოგებას?

მერობაზე ნაცები მთელ ძალას ხარჯავენ და მოქმედი მერი ყავთ კანდიდატად. ხოლო მაჟორიტარებად უცნობი ხალხი უნდა დააყენონ, ხოლო ალიანს და სხვებს კი წონიანი ფიგურების დაყენების საშუალება აქვს. მოგებაში მე ოპოზიციის ჯამურ მოგებას ვგულისხმობ, რაც საკრებულოს თავჯდომარის არჩევის შესაძლებლობას მოგვცემს.

5%-ი ვის აქვს ვერ გავიგე.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ხალხი მოვა არჩევნებზე.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...