newstudio Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 “თუ “ეროვნული საბჭო”, “ალიანსი” და “მრეწველები” კონკრეტული გამარჯვების ფორმულაზე შეთანხმდებიან, მე სულ ბოლო ვიქნები, ვინც ყოველგვარი კონკრეტული პირობის გარეშე ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს~, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ამ დრომდე იმიტომ არ აკეთებს, რომ ოპოზიციური თანხმობის იმედს ბოლომდე არ კარგავს. “ჩემი კონკრეტული პასუხისმგებლობა სწორედ ამაში გამოიხატება, რომ ამისთვის ვიბრძოლო ბოლომდე”, - დასძინა ლევან გაჩეჩილაძემ. მისი განცხადებით, დღეს ოპოზიციისთვის მთავარი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამთავრება და ამისთვის მას ძალას საკრებულოს თავმჯდომარეობა არ შემატებს. გაჩეჩილაძე მზად არის უარი თქვას მერის არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუკი, გამარჯვების ერთიანი ფორმულა დაიდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. თუ ლევან გაჩეჩილაძემ მერობაზე კანდიდატურა წამოაყენა, მე პირადად ეჭვი აღარ შემეპარება, რომ გაყიდული კაცია, თქვენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, კანდიდატებთან დაკავშირებით, გაუთავებელი კონსულტაციებისკენ მოწოდებას დროის ფუჭად კარგვად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს. როგორ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს კინო საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს და მისგან იმედგაცრუებულიც დარჩა”. გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” არ აპირებს გაიმეოროს “ეს კინო”, მაშინ როდესაც მსახიობებიც არ შეცვლილან და, სავარაუდოდ, სცენარისტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებიც იგივე არიან. გიორგი თარგამაძე ხაზს უსვამს, რომ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე - ინგა გრიგოლია, რომელსაც აქვს უნარი გააჩინოს სამართლიანობის განცდის იმედი საზოგადოებაში – “იმედი, რომელიც საზოგადოებამ ოპოზიციის ქმედებების გამო არაერთხელ დაკარგა”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dredi Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 წასულია გრეჩიხას დრო ! რით ვერ მიხვდა ეს ჩვენი გულების პრეზიდენტი აქამდე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 newstudio მე სულ ბოლო ვიქნები, ვინც ყოველგვარი კონკრეტული პირობის გარეშე ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს~,ე.ი ბეჭედს მე დავასვამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 თბილისის მერობის კანდიდატი, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი გოგი თოფაძე ოპოზიციის კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს და, შეთანხმების შემთხვევაში, ერთიან კანდიდატსაც დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თოფაძემ დღეს განუცხადა. “მრეწველების” ლიდერს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ძნელად მისაღწევი იქნება ოპოზიციის გაერთიანება, თუმცა ხვალისთვის დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას მაინც მიიიღებს. “ვფიქრობ რომ დაგვიანებულია, მაგრამ ვნახოთ, თუ შეთანხმება შედგა, ერთიან კანდიდატს მხარს დავუჭერ”, –აღნიშნა თოფაძემ. ამასთან, თოფაძე დადებითად აფასებს სოზარ სუბარის შეთავაზებას და მიაჩნია, რომ ეს გაერთიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 თბილისის მერობის კანდიდატი, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი გოგი თოფაძე ოპოზიციის კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს და, შეთანხმების შემთხვევაში, ერთიან კანდიდატსაც დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თოფაძემ დღეს განუცხადა. “მრეწველების” ლიდერს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ძნელად მისაღწევი იქნება ოპოზიციის გაერთიანება, თუმცა ხვალისთვის დაგეგმილ კონსულტაციებში მონაწილეობას მაინც მიიიღებს. “ვფიქრობ რომ დაგვიანებულია, მაგრამ ვნახოთ, თუ შეთანხმება შედგა, ერთიან კანდიდატს მხარს დავუჭერ”, –აღნიშნა თოფაძემ. ამასთან, თოფაძე დადებითად აფასებს სოზარ სუბარის შეთავაზებას და მიაჩნია, რომ ეს გაერთიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯია.ეს დალაგებული ადამიანის პოზიციაა .გრეჩო კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 რაღაც დიდი აბდაუბდა ხდება ამ ქვეყანაში.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ახურებ გრეჩიხ... თან მაგრა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 "ალიანსის საქართველოსთვის" თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის ინფორმაციით, "გამარჯვების ახალი ფორმულის" ირგვლივ დაგეგმილ მოლაპარაკებებში "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც სუბარმა "პირWელს" განუცხადა, "ეროვნული საბჭოს" მხრიდან აღნიშნული მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯები უკვე დაძრულია და ალიანსის და პრაიმერისტების შეხვედრა შედგება. "როგორც უკვე იცით, ალიანსი ოპოზიციურ პარტიებს ~გამარჯვების ახალი ფორმულას" სთავაზობს, რომელიც სამი პრინციპისგან შედგება. კერძოდ, თბილისის მერის პოსტზე ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა, რადგან შეიძლება ვინმეს არ მოსწონს, თუმცა ის დღეს ყველაზე მაღალრეიტინგიანი კანდიდატია. ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დასახელება და მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატების ერთმანეთთან დაუპირისპირებლობა. ეს არის ალიანსის საერთო ინიციატივა და ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუ მასში მონაწილე პარტიები მზად არიან უპირობოდ დაუჭირონ მხარი ალასანიას", - განაცხადა სუბარმა. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორს, სუბარი აცხადებს, რომ პრინციპებსა და თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებისას ფორმულა "ყველა მინუს ნოღაიდელი" არაფერ შუაშია. "როცა საუბარია ერთობაზე, ჩვენ გარკვეულ ძალებთან, ამ შემთხვევაში ნოღაიდელთან ერთობაზე ვამბობთ უარს, თუმცა პრინციპებზე შეთანხმებისას ნოღაიდელის ფაქტორი ხელისშემშლელი არ არის. ესეც რომ არა, ალიანსის ინიციატივასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები დაძრულია და მაქვს ინფორმაციაც, რომ ნოღაიდელი ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა წინასწარ განცხადებების გაკეთება არასწორი იქნებოდა", - დასძინა სუბარმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ერთი რამე ვერ გავიგე, ვთქვათ პრაიმერისტები დათანხმდნენ ალასანიას მხარდაჭერაზე. საკრებულოს თავჯდომარის თანამდებობის შეთავაზება რაღაა. მაგისთვის საკრებულოში უმრავლესობა უნდა მოიპოვო და მე მგონია რომ ოპოზიციას ეს არ ეჭყანება.რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების გაყოფა ეს შესაძლებელია და აუცილებელიცაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ძუკუ რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების გაყოფა ეს შესაძლებელია და აუცილებელიცაა.ნამდვილად. როგორც ვიცი თბილისის საკრებულოში 25 25-ზეა მაჟორიტარული და პროპორციული ადგილები. ასე რომ მაჟორიტარულ არჩევნებს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პროპორციულს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიციური თანხმობის ფარგლებში, პირველ კონსულტაციას ~მრეწველების~ ლიდერთან, გოგი თოფაძესთან გამართავენ. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~დაიცავი საქართველოს~ პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ხვალ, ~ყაზბეგის~ ოფისში, 12:00 საათზეა დაგეგმილი. კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ~ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენელი კოკა გუნცაძე. ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების დაწყების შესახებ სოზარ სუბარმა და ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ, ტელეკომპანია ~მაესტროში~ სტუმრობისას განაცხადეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ვთქვათ პრაიმერისტები დათანხმდნენ ალასანიას მხარდაჭერაზე.ძალიანაც მიჰქარავენ. აი იმენა "из за принципиальных соображений" . მაინც რო თავისას აწვებიან რესპები, ჩვენი კანდიდატია უალტერნატივოო. გამოჩნდება რა უალტერნატივოცაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 ალასანიას კიდევ ერთი დაბნეულობა, თუ სუბარს უარი უნდა ეთქვა, რას ახურებდა მაშინ თავის დროზე? კვირაში შვიდი პარასკევი ამას ჰქვია: ხან ალიანსში, ხან პრეაიმერისტებთან, ხან სუბართან, ხან უსუბაროდ. პოლიტიკოსი კი არა, ფიგაროა რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 DonCaredo ჩვენი კანდიდატია უალტერნატივოო. გამოჩნდება რა უალტერნატივოცაა --------------------აი პრაიმერისტების კანდიდატი ხომ კრამიტებს ხომ სულ ლაწალუწს დააწყებინებს. მე არ ვამბობ რომ ალასანია მოიგებს, მაგრამ ისინი საერთოდ ნოლზე დაჯდებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.