planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://s004.radikal.ru/i207/1004/91/837ca2d69f3b.jpgარსენალის მეკარემ მანუელ ალმუნიამ განაცხადა, რომ მას ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრაში ყველაზე მძიმე მატჩი ჰქონდა მის კარიერაში. “ეს იყო ჩემთვის და გუნდისთვის მძიმე მატჩი. ბარსელონამ შექმნა ძალიან ბევრი მომენტი, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი პირველ 20 წუთში სანამ 2 გოლს გაუშვებდით. მატჩი 2-2 დამთავრდა, მაგრამ ჩვენ კარგი შანსი გვაქვს გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ამისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და ხასიათი, აუცილებლად გაგვიმართლებს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ბარსელონას ბურთის ფლობის ნება, იმიტომ რომ როდესაც ისინი ბურთს ფლობენ ისინი თამაშობენ კარგ ფეხბურთს და ქმნიან ბევრ მომენტებს. პრემიერლიგაში ჩვენ 6 მატჩი დაგვრჩა სათამაშო, და ჩვენ ეს ექვსივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა დაკარგოს ქულები, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი ჩემპიონობის. მთავარია არსენალმა ექვსივე მარჩი მოიგოს და ვნახოთ ბოლოს ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება.” – განაცხადა ალმუნიამ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts