Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ვცხოვრობთ თუ მიშას გურჯისტანში?


Recommended Posts

ქართველებმა ვერა და ვერ გავიგეთ (ჯიუტად არ გვინდა, რომ გავიგოთ) თუ რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება, რას ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებები.

 

არადა, ბევრმა იცის, მაგრამ მათი ხმა ისე იკარგება, როგორც "უდაბნოში მოღაღადე ხმა"

 

საქართველოს გურჯისტანს ვამჯობინებთ, სადაც მრავლად ცხოვრობენ უმეცრებით და ამპარტავნებით გაჯერებული, პატარ-პატარა შახები, პატარ-პატარა ფაშები, პატარ-პატარა ხონთქრები და ამირები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იპყრობენ და ამით იცხრობენ მოჭარბებულ პატივმოყვარეობას.

 

აქ, შეითანბაზართან, მუშტს რომ დაარტყამს მბრძანებელი, იქ, პროვინციებში, შიშისაგან ფაღარათი უნდა დაემართოთ ქვეშევრდომებს.

 

აქ, მიშა რომ დასჭყივლებს, იქ, პროვინციებში, ყველა უნდა ძრწოდეს და მუხლებზე ეცემოდეს

 

ვინ თქვა საქართველო ჩონგურიაო, ჩონგური კი არა, დოლია, რომელზეც შალახოს უკრავს შაჰინშაჰი მიშა

 

თანაუზერებო, საქართველოში ვცხოვრობთ თუ მიშას გურჯისტანში?

 

 

 

განაგრძეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...