planetanews Posted April 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/meore-arxi2-150x130.jpgმეორე არხთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს კიდევ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. ამის შესახებ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მემორანდუმს გუშინ, ხელი ,,მრეწველებმა’’, ,,საქართველოს გზამ’’, ,,ახალმა მემარჯვენეებმა’’ და ,,რესპუბლიკელებმა’’ მოაწერეს. თაქთაქიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე პოლიტიკურ არხად გარდაქმნილმა მეორე არხმა საზოგადოებაში უკვე მოიპოვა პოლულარობა და მისი კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და ტექნიკური აღჭურვილობა იგეგმება. ამასთან, დეპუტატმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ არხი შესაძლოა 30 მაისის არჩევნების შემდეგ დაიხუროს. ,,არხის არათუ დახურვა, არამედ გაუმჯობესება იგეგმება, შესაბამისად ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარვყოფ’’, – განაცხადა თაქთაქიშვილმა. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არხის სამაუწყებლო ზონის დაფარვას, დეპუტატი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე არხის ნახვა საქართველოს ძირათად რეგიონებს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, NDI-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მეორე არხთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დაახლოებით ერთი თვის წინ მოეწერა. ერთსაათიანი საეთერო დროით სულ 17 პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის 16 ოპოზიციური პარტია ისარგებლებს. საქართველოს პარლამენტის, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამერიკის “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” ინიციატივით მემორანდუმს მეორე არხის საეთერო დროით სარგებლობის შესახებ ხელი ერთი თვის წინ მოეწერა. შეთანხმების თანახმად, ყოველდღე მეორე არხი პოლიტიკურ პარტიებს პირდაპირ ეთერში ერთ საათს გამოუყოფს. ერთსაათიანი დროით პარტიები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რიგ-რიგობით ისარგებლებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts