Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - უნარშეზღუდულ ბავშვთა ზოგადი განათლების საკითხებს დარეგულირება კანონით მოხდება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/arsenishvili-gia0021-150x130.jpgმომზადებულია ორი კანონპროექტი, რომელიც უნარშეზღუდულ ბავშვთა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მოზარდებისთვის ზოგადი განათლების საკითხებს დაარეგულირებს.

 

 

ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებათა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ბავშვთა უფლებების გაუმჯობესების და კეთილდღეობის საქმეში, გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია.

 

 

არსენიშვილის ინფორმაციით, შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით ინტენსიურად მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე.

 

 

ამასთან, საბჭოს სხდომაზე საქართველოში NICEF – ის წარმომადგენელს, როლანდ მონაშს მოუსმინეს, რომელმაც გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები წარმოადგინა.

 

 

მან საბჭოს წევრებს ბავშვთა უფლებათა კონვენციის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და არსებული პრობლემები გააცნო. მონაშმა კონვენციის ზოგად და ძირითად პრინციპებზე ისაუბრა და საბჭოს ის ღონისძიებებიც გააცნო, რომლის შესრულებასაც NICEF სასურველად მიიჩნევს.

 

 

საკითხი შეეხება კანონპროექტის მომზადებას, რომელშიც მკაცრად აიკრძალება მოზარდის ფიზიკური დასჯა, ასევე საუბარია პირველად ჯანდაცვაზე და ბავშვთა კეთილდღეობაზე, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებზე და ოჯახურ გარემოსა და ალტერნატიულ მზრუნველობაზე.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...