Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თემურ შაშიაშვილი ქვეყნის გადარჩენის შანსს მხოლოდ ქართველი ხალხის ერთობაში ხედავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili20-150x150.jpgმოძრაობა “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ტელეკომპანია იმედის იმიტირებულ ქრონიკას და ხელისუფლება ტელევიზიების დამორჩილებაში დაადანაშაულა.

 

 

შაშიაშვილის განცხადებით, იყო „იმედის“ მოდელირებული გადაცემა სიძულვილის აპოლოგია, რადგან ხელისუფლების მთავარი იდეოლოგია სიძულვილზე გადის.

 

 

მან ხელისუფლებას არასწორ საგარეო პოლიტიკაშიც დასდო ბრალი, მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ერთი სახელმწიფოს სიძულვილით ცდილობს მეორისათვის ერთგულების დამტკიცებას.

 

 

თემურ შაშიაშვილმა ხელისუფლებას საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი, რაც მისი თქმით, პირველი კავკასიური რუსული არხის გახსნაშიც გამოიხატა.

 

 

“მოსკოვის ტერაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლების ინიციატივით, სახელმწიფო ტელევიზიის ფორმატით პირველი კავკასიური რუსული არხის გახსნა _ საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ”, _ აცხადებს შაშიაშვილი.

 

 

“თეთრების” ლიდერი განცხადებაში ასევე რუსეთ-საქართველოს ომზეც საუბრობს, მისი განცხადებით 2008 წლის 8 აგვისტოს სიძულვილმა და ბოღმამ ამ ხელისუფლებას პირველი გასროლა გააკეთებინა, რასაც ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენს ისტორიულ ძმებთან _ ოსებთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოყვა.

 

 

თემურ შაშიაშვილი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას, ქართულ პატრიოტულ განწყობაში, განახლებულ ეროვნულ მოძრაობაში და დიდ ქართულ ერთობაში ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი თქმით, საქართველო ნამდვილ ტერორისტულ აფეთქებებში გაეხვევა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...