planetanews Posted April 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/universiteti-ivane-150x150.jpg6 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანელ პროფესორ კლაუს ჰიპს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. ცნობილი მეწარმე და მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსული კლაუს ჰიპი თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეკონომიკის ეთიკასა და კვების მრეწველობაზე ლექციებს კითხულობს. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაბრიელა ჰაბსბურგ-ლოტრინგენი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრებიან. პროფესორი კლაუს ჰიპი 1998-2004 წლებში მიუნხენის და ზემო ბავარიის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იყო. 2001 წლიდან, იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტია. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით კლაუს ჰიპს 2008 წელს გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის წოდება მიენიჭა. 2008 წლის ოქტომბრიდან კი, იგი საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts